
იურისტი?
რა არის იცი?
კონცეპციიდან გამომდინარეობს შეიარარებული ძალების სტრუქტურა და სტრატეგიის დაგეგმარება, სტრატეგიიდან ტაქტიკა.
მაგ "ძველ" კონცეპციაზეც საუკეთესო იურისტები მუშაობდნენ, შედეგად მივიღეთ არმია, რომელიც განკუთვნილი იყო კოკოითის დასაჭერად და ერაყში იდეური ჯეელების სადევნად.
და არამც და არამც ქვეყნის სრულმაშტაბიან საბრძოლო ვითარებაში დასაცავად.
არცაა გასაკვირი, თუ რუსეთიდან ინტერვენცია იყო მინიმალურად მოსალოდნელი, ხოლო სხვა ქვეყნებიდან საერთოდ არ იყო მოსალოდნელი, არმია ემზადებოდა იმისთვის რაც იყო მოსალოდნელი.
ხოდა აგვისტოში, როდესაც ამათი მოლოდინის საპირისპიროდ რუსეთმა მოახდინა ინტერვენცია, ქართულ არმიას მხოლოდ უკან დახევა-ღა დარჩენოდა.
არა იმიტომ რომ სუსტი იყო, არამედ იმიტომ რომ მისთვის მოულოდნელ მტერს სხვა ტაქტიკა უნდა დაეპირისპირებინა, ახალ ტაქტიკაზე გადასასვლელად კი დრო და ტაქტიკური არეალი სჭირდება.
ხმას არ ამოვიღებდი, რაიმე ნიშანი რომ იყოს იმისა, რომ ქართული არმია ან საერთოდ შეიარაღებული ძალები დღეს მაინც განიხილება როგორც ქვეყნის თავდაცვის მთავარი შემადგენელი ნაწილი.
საამისო საბაბიც კი არ მაქვს.
ანუ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის მექანიზმი არ არსებობს თეორიულადაც კი...
არა რაღაც დონეზე შეკავების, არამედ თავდაცვის.
ქართული არმიის სტრუქტურა იდეაშიც კი იმის ანალოგია რაც აგვისტომდე იყო. რაიმე ნიშანი ცვლილებისა არ შეინიშნება.
აქ არ არის ლაპარაკი მაგალითად ბტრ-80-ების ეჯდერებით შევსებაზე და ა.შ.
თუმცა შეიარაღებაც თავისებურად ერთგვარი მაჩვენებელია, იმ გეგმებისა, რა გეგმებსაც თავდაცვბის მესვეურნი მისდევენ.
მაგალითად ცნობილი M4-ების ისტორია.
M4 მშვენიერი ავტომატია. კარგი ჯარისკაცისთვის ის უკეთესია ვიდრე AK-74.
მაგრამ ქრმიის გადაიარაღება AK-74-იდან M4-ებზე იწვევს თავად არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას მანამ სანამ არმიის პირადი შემადგენლობა M4-ს საბოლოოდ არ აითვისებს, მანამ არ დალაგდება 5.56X45 კალიბრის ვაზნების ლოგისტიკა, სანამ არ გაშალაშინდება ტავად ამ კალიბრის ვაზნების თანმხლები მოვლენები და ა.შ.
აქაც ყურადღება მისაქცევია ის რომ M4 დაჯდა დაახლოებით 800 დოლარი ცალი, მაშინ როდესაც უხმარი AK-74 ღირს არაუმეტეს 60 დოლარი. ათეულათასებში გადაანგარიშებით ეს რამდენიმე ათეულ მილიონს ურტყავს. ანუ აქ არის თანხების ხარჯვის პრიორიტეტები.
შეგახსენებ აგვისტოში ჰაერსაწნააღმდეგო თავდაცვის აღჭურვილობის, თუნდაც გადასატანი საზენიტო კომპლექსების ე.წ. პეზეერკების სიმწირეს ქართულ არმიაში და პრიორიტეტები ნათელი ხდება.
ასე რომ აქ გაცილებით სერიოზულადაა საქმე ვიდრე ის რომ აიტიშნიკს საიტის განახლება (რომელიც ძალიან ოპერატიულად ახლდება) დაავიწყდა. აიტიშნიკები არაფერს შუაშია.