ეეეე, კაი რა. ამაზონი მაღაზიაა რომელსაც უკვე ფასი დამატებული აქვს. ორიენტაცია ქარხნის ფასზე უნდა გქონდეს როდესაც ამხელა ფირმაზე ვლაპარაკობთ
ელიტელი ყიდულობს საწყობიდან ან მწარმოებლისგან (სიმამდვილეში კონკრეტულად მაგ პლეერს ზახარას მაღაზიაში იღებენ ვაგზალზე რომ არის და მერე კიდევ ფასს ამატებენ), ჩამოაქვს მთელი ტვირთი, ცალობა 1 და 2 არ არისლ იქ დასახელების ნომერში ერთხელ იხდის 15 ლარს, შენ კიდევ შეიძლება 5 ლარიანი კბილის ჯაგრისი მოგაქვს და დასახელებაში უნდა გადაიხადო 15 ლარი. პლიუს მოსაკრებელი შენთვის ისევ წელზე მოსახვედრია, რიდესაც ელიტელს საერთო რაოდენობაზე აქვს გადასანაწილებელი და კაპიკებია.
18% კი ემატება საქონელს, მაგრამ რომელი ფასიდან 57$-დან თუ ქარხნის 20-30$-დან??
გზა სად საჰაერო და სად საზღვაო, აგეერ გადამზიდავების ფასი რომ აიღო, საჰაერო გადაზიდვა 7-9$ ჯდება კილო ხოლო ზღვით 1$, როდესაც შენ მოგაქვს კონტეინეტი ბარჟით, საერთი ეგ 1$-იც კი არ გამოგდის ფასი.
მოდი dvd დისკები განვიხილოთ აბა, იგივე ზახარას მაღაზიაში ღირს 40-50 თეთრი 1 ცალი. - ქალაქში გამოხვალ იგივე დისკი ღირს 2-3 ლარი. რა, დავიჯერო ვაგზლიდან საბურთალომდე მანძილი 1.5-2.5 ლარი ჯდება? თუ მანდაც დღგ-ს ახდებინებს ვინმე დიდუბიდან საბურთალოზე გადასვლისას.
რამდენჯერ მინახია აწ დახურული კომპლექს-პროს სასტავი ზახარას მაღაზიაში დისკებს რომ ყიდულობდნენ და თავისთან მიაცუნცულებდნენ დაადე რა 20-30% და გაყიდე, გამოგივა რომ 60-70 თეთრად იყიდება ქალაქში, გაყიდი ტონობით და მოიგებ მეტ ფულს. არა მინიმუმ 2 ლარი უდნა დაადონ და 1 კვირა ელოდონ როდის გაიყიდება. ზახარა კიდევ ტონობით ყიდის ადებს მინიმალურ მოგებას და ოხრად ფულს შოულობს. ვაჭრობა ეგაა იყიდე, მინიმალური დრო გააჩერე შენთან და რაიმე მოგება მაინც დაატოვებინე, დაიადე უცებ მეორე პარტია და იგივე ქენი, სადაც ეს გადამყიდველები კვირაში 1 დისკზე ცოდვილობენ და 2 ლარი მოგება რჩებათ ზახარა იგივე დროში 2000 დისკს ყიდის 5 თეთრის მოგებით, შედეგად მაღაზიას 2 ლარი და წუწუნი ვაჭრობა არააო, ზახარას კი 100 მოგება და ახალ პარტიაზე წასვლა! (ეს რათქმაუნდა არ არსებული ციფრებია, უბრალოდ მექანიზმის დასანახათ მოგონებულია)
კაროჩე წესით და რიგით ელიტელს ეგ პლეერი უნდა ედოს იგივე 57$, მაქსიმუმ დამატებითი ხარჯებისა და საქართველოს ღორობის გათვალისწინებით აი ის 79$ რომელი ლარებში 135 ლარამდეა (უკვე თავისი მოგებიანად) და ვერაფრით ვერ მიდის 230 ლარამდე, ისმის კითხვა 95 ლარს რაღას ამატებენ ეს ბარიკები??
და ეგრეა ყველა სფეროში, მე პირადად უფრო იარაღებით ვერთობი, იცი რა ვაქხანალიაა მაგ სფეროში???
50$-იანი სათამაშო პნევმო პისტოლეტი (Walther CP99) აქ ღირს 400 ლარი, ფუფუნების საგანი მაინც იყოს, გასართობი საფურთხებელი სათამაშოა.
ცეცხლსასროლზე საერთოდ ბაასიც კი არაა, ოლიმპიელები გვინდაო და ტყვია 5 ლარი ღის, მიდი და ივარჯიშე აბა თუ ბიჭი ხარ

მე ვარჯიშის დროს 200-300 პნევმო ტყვიას ვისვრი და მიდი აბა 200-300 ცალი 5 ლარიანი გაისროლე რავარია

, მერე იტყვიან შესაბამისი სახეობის სპორცმენები არა გვყავსო.
სპორცმენი რომ გამოხვიდე ჯერ ბილ გეიცის ბიძაშვილი უნდა გახდე კაკ მინიმუმ!