LENUSლენუს,მეგობარო,
არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო,სადაც ეგ ზღვარი არ იყოს საფოსტო გზავნილებზე უბრალოდ ზღვარია სხვადასხვა ყველგან.
ჰოდა თუ ზღვარი ცდება 0,1 თეთრს (ცენტს, ევრო-ცენტს...) მაშინ ვიღაც მაღაზია მაინც იჩაგება.
შეიძლება 300-ლარიანი ზღვარი ნაწილობრივ იცავს მაღაზია ეგოისტს, რომელიც დონა კარანის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, მაგრამ ვერ იცავს ბაზრობის ბუტიკ ნომერ რომელიღაცას, სადაც თურქული ნასკი და ჩინური კოსტუმები იყიდება.
საგადასახადო სისტემა და სახელმწიფო საბაჟო არაა სოციალური სამართლიანობის დამყარების ადგილი - სისტემა უნდა პროტექციონიზმის წინააღმდეგ და კონკურენციის წახალისებისკენ იყოს მიმართული.
აშშ-ში მაგალითად უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ინტერნეტ ვაჭრობის სასარგებლოდ, რომელიც უკეთეს საგადასახადო რეჟიმშია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზია (!!!). სამაგიეროდ რეალურ მაღაზიას აქვს სხვა პლიუსები - როგორიცაა საქონლის ხელით შეხების, მორგების, სარკეში ჩახედვის და მომხიბლველ გამყიდველ გოგონასთან წაფლირტავების საშუალება

ამავე დროს უნდა ამივიდეთ რეალური სიტუაციიდან, რაც იმ პუნქტებშიც ჩამოვწერე. აი სამი მათგანი თავიდან:
ჩვენთან კონკურენცია და არჩევანიც (!) მცირეა და ზღვრის აწევა სიტუაციას აუარესებს. ანუ მომხმარებლის მიმართ უკიდურესად დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა.
300-დან 1500-მდე
ზღვრის აწევის დროს რეალური დისტრიბუცია კი არ მოკვდა, პირიქით ვითარდებოდა. მეტიც - დისტრიბუტორს ტვინის უკეთესად განძრევა მოუწია და ახალი ნიშის ნახვა - ახალი ბრენდები გამოჩნდა ბაზარზე - უფრო იაფიანი, ნორმალური ხარისხის ან რაღაცით გამორჩეული.
ჯერ ვცადოთ სხვა მეთოდები ბიზნესის წახალისების, იქნებ ის უფრო წაადგეს ადგილობრივ მეწარმეს იმის ნაცვლად რომ ერთ კერძო კლიენტს რომელსაც უყვარს ნორმალური ბრენდები და არ უნდა ლილოს D&G და Emporio Arman-ში სიარული შეუმცირო არჩევანი ხელოვნურად და დამატებითი ფული ამომახიო ჯიბიდან. იქნებ ცხვარიც გადარჩეს და მგელიც დანაყრდეს? ვცადოთ ვაჰ...
აუ, რამხელა პოსტი გამომდის

ბრუნვის გადასახადს რაც შეეხება:
სწორედ დღეს არის მისი შემოტანა უკეთესი.
ჯერ ერთი, დღეს საქართველოს აქვს საერთაშორისო დაფინანსების სახით დამატებითი წყარო და მარტო საგადასახადო შემოსავალზე არაა დამოკიდებული (თორემ დედა აღარ გვეყოლებოდა

)
მეორეც ფინანსური კრიზისის პირობებში დღგ ხდება დესტიმულატორი. მისი შემოღებას აქვს აზრი, როცა ადმინისტრირება მოშლილია და ა.შ. - რომ უცებ ფული ამოვიდეს ბიუჯეტში (მისი პირველად შემოღება 2 მსოფლიო ომით დანგრეულ საფრანგეთში მოხდა და აშშ-ში რომელიც ომით ისე არ დაზარალებულა და სადაც სიტუაცია არ იყო ასეთი კრიტიკული საბოლოო ჯამში დღგ-ს გზით არ წავიდნენ). დღეს ჩვენთან ადმინისტრირება უკეთესია და 18% დღგ შეცვლა 13% ბრუნვის გადასახადით (მომავალში მისი ეტაპობრივი დაწევით 9-10% მაწსიმუმ) იმუშავებს როგორც სტუმულატორი.
საბიუჯეტო შემოსავლების ვარდნის დარტყმას პირველ ეტაპზე შეამცირებს საერთაშორისო დაფინანსების არი-ბეგი, მეორე ეტაპზე კი ბიზნესის წახალისება მოხდება, ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება და იქნებ ბოლო-ბოლო მაღაზია ეგოისტის ფასები მიუახლოვდეს ამერიკული DKNY ფასებს და მეც აქ ვიყიდი ხოლმე

მანიაკი კი არ ვარ კომპიუტერში ვარჩიო რაღაც და 2-3 კვირა ველოდო მერე, სანამ ჩამომივა.
არ არის სწორი ევროპულ სისტემაზე აღება ორიენტირის.
ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე ღია და ლიბერალური ქვეყანა თუ გვინდა რომ განვვითარდეთ.
სინგაპური-2 და არა ნორვეგია-2