MikheilSukhiashvili გამოგზავნილია: 7 Aug 2008, 22:17 #10684623
1) ვარ შეშფოთებული იმით, რამდენ ადამიანს არ ესმის რას ნიშნავს ომი
2) ვარ შეშფოთებული იმით, რამდენად არაადეკვატურად ვაფასებთ საკუთარ ძალებს
3) მესმის, რომ შტურმი მართლაც რომ ყოფილიყო დაგეგმილი, პირველი ბრიგადა საქართველოში იქნებოდა და არა ერაყში
4) მესმის, რომ ომში დამარცხების უფლება არა გვაქვს, ამავდროულად ომში გამარჯვების შანსები 100% საკმაოდ შორს არის, რბილად რომ ვთქვათ
5) მესმის, რომ სამაჩაბლოს შტურმისთვის ერთი და ორი დღე არ არის საკმარისი
6) არ მესმის, რომელ უკან დახევაზეა საუბარი? სადმა ვინმემ განაცხადა, რომ ომს ვიწყებთ???
მარტო ვარ?
--------------------
lylu5
იმედი მაქვს რომ კი.....
--------------------
bacho22
ან გძინავს (არ გეწყინოს) ან სიტუაციას ადეკვატურად არ აფასებ
იცი რამდენი ტანკია გორთან???(ამ ნაწერს თუ სეპარატისტები კითხულობენ მათ გასაგონად გაიქეცით სანამ დროა)
მერე საერთო მობილიზაცია
მერე გამოთხოვილია და სტარტზე დგას ყველა ბრიგადა ერაყიდან
უბრალოდ უცებ ვერ ახტები და წამოხვალ
ომი დაიწყო უკვე მეგობარო და ჩვენები დაიღუპნენ უკვე
ნუ ცუდია მარა ფაქტია
------------------
virusa
QUOTE
ვარ შეშფოთებული იმით, რამდენ ადამიანს არ ესმის რას ნიშნავს ომი
2) ვარ შეშფოთებული იმით, რამდენად არაადეკვატურად ვაფასებთ საკუთარ ძალებს
რისთვის ვინახავთ 36 000 კაცს ? ვაიარაღებთ, ვასწავლით, ხელფასებს ვუხდით. თუ ისეთი მტერი როგორც ტარზანას შეიარაღებული ძალებია გადაულახავ პრობლემად დარჩება სამუდამოდ. ამით არა ხართ შეშფოთებული პატივცემულო?
ღმერთო შენ დაიფარე ქართველი ბიჭები, მაგრამ ეს უაზრობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს უფალი ფარავდეს ჩვენს მეომრებს.
---------------------------------------------
Makumba666
სამწუხარო ისაა, რომ თავად სააკაშვილი "გაპაციფისტდა" უცებ. გულისამრევია მისი დღევანდელი განცხადება - თუ რა თქმა უნდა თვალის ასახვევად არაა გაკეთებული.
მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველოს სეიძლება უკვე მეორედ მოუხდეს სააკაშვილის გადაფურთხებულის ალოკვა.
წინასწარ არაფერს ვილაპარაკებ. ველოდები მოვლენების განვითარებას.
---------------------------------------------
Bad Boy 4Life
QUOTE ვარ შეშფოთებული იმით, რამდენ ადამიანს არ ესმის რას ნიშნავს ომი
+1 !
QUOTE მარტო ვარ?
არა
----------------------------------------------
Holland<Butura>
გორი არის ყველაზე დიდ საშიშროებაში ასე მგონია..თუ ქართველები შევიდნენ ცხინვალში ჯარით მაშინ გორშიც გაჩაღდება ომი..
----------------------------------------------
Allan-Poe
აუ, პაციფისტებმა დაცალეთ ახლავე თქვენი ბინები, პმ-ში მისამართები მომწერეთ და რომ მოვალ, ბინა ჩემ სახელზე იყოს გადმოფორმებული...
ჰო... და წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედოთ...
ძალადობა ცუდია... სისხლი არ დაიღვაროს... ბინებს რა, საიქიოში წაიღებთ? მთავარია სიცოცხლე, სიყვარული და მშვიდობა... გადით თქვენი ბინებიდან, მანდ მე უნდა ვიცხოვრო
----------------------------------------------
UZUL
QUOTE
ამ ისტერიის ფონზე?
მოდერს ვთხოვ...სათაურში ეს ნაწილი ჩაასწოროს..ან მოაშთოს...
არანაირი ისტერია არ არის..
ნუ გამოიყვანთ ისე რომ..თითქოსდა "მტრედები" უფრო ადეკვატურები ხართ ვიდრე "მიმინოები"
ტეხს..
----------------------------------
Solitaire
პაციფიზმი ისაა, რაც ეხლა საბოლოოდ დედას მოტყნავს ჩვენს ქვეყანას. ეხლა კაკრაზ ის დროა რომ ბოლომდე უნდა შევუტიოთ და ერთი წამიტაც არ უნდა ვიფიქროტ უკან დახევაზე.... სააკაშვილის განცხადება მკიდია, მემგონი ეგ იმის სადემონსტრაციოდ იყო, რომ ვითომ აი ნახეთ, ჩვენ მშვიდობა გვინდა, ისინი კიდე გვეომებიანო.... რეალურად არ მგონია მიშა უკან დახევას აპირებდეს.... ერთი რასაც მაგ კაცში ვაფანატებ, ეგაა რომ გიჟია და გიჟივიტაც მიადგება ეხლა კოკოითს და უკან არ დაიხევს, სანამ კარგის ტრაკს არ ამოუტრიალებს იმ ნაბიჭვარს!
---------------------------------
kote-1962
quote ამ ისტერიის ფონზე?
ისტერიაა ატეხილი. რაც შეეხება პაციფისტობას,ვერაფერი გავიგე რეალურად რა ხდება იმის გარდა ,რომ მსხვერპლია და მისი რაოდენობაც ეჭვს იწვევს. აქედან გამომდინარე,ძნელია თქვა რა აჯობებდა.გვინდა თუ არა, მთლიანად უნდა მივენდოთ მთავარსარდლის იდუმალებით მოცულ ჩანაფიქრს-იმედია იცის რასაც აკეთებს..?!....
-------------------------------------
nick_el_son
მარტო არა ხარ
მაგრამ როდესაც უკვე არაფრის შეცვლა აღარ ხერხდება და ვინუჟდენი უნდა იომო, მაშინ სხვა გზა არ არის...
ყოველთვის უმჯობესია საკითხის მშვიდობიანად მოგვარება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, მაგრამ ხანდახან ისე არ ხდება როგორც გვინდა
------------------------------------
Perfect_Circle
პაციფიზმი ის არის რაც უმეტესობა "სილა იესწ, უმა ნე ნადა" ხალხს არ ესმის.
მე პაფიცისტი ვარ.
რაციონალურად მოაზროვნე, რომელიც იაზრებს იმას რომ ომი ნებისმიერი ქვეყნისთვის მითუმეტეს ჩვენთვის ამ სიტუაციაში საბოლოოდ დამღუპველი შედეგების მომტანია, რადგან აგრესია შობს აგრესიას.
----------------------------------------------
cherVa
quoteმარტო ვარ?
სამწუხაროდ კი...
--------------------------------------------
humanoidi
პაციფისტი ვიქნები იმ შემთხვევაში, როცა ჩემი ქვეყნის ჯარი სხვა ქვეყანას დაიპყრობს.
ამ შემთხვევაში, როცა საკუთარ ტერიტორიებზეა საუბარი, პაციფიზმის დედაც მოვტყან.
აბა, ერთი ვინმე შემოგივარდეთ სახლში რა პაციფისტები იქნებოდით იმასაც ვნახავდი.
--------------------------------------------
Frankens†ein
ომი შეიძლებოდა აქამდე არ ნდომოდა ადამიანს... მაგრამ ეხლა, როცა არაერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა ვაჟკაცურად და ათეულობით დაიჭრა გაჩერება აღარ შეიძლება.... რისთვის გაწირა იმ ხალხმა თავი...
იმათი ახლობლების ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი... არაფრისთვის დაკარგეს ოჯახის წევრი ან მეგობარი?
--------------------------------------------
GT
არ მინდა შეურაცყოფის მიყენება
---------------------------------------------
baudolino
ყველანაირი ომი მოლაპარაკებით თავდება
მშვიდობიანი მოგვარებისთვუის არის სწორედ საჭირო ძლიერი არმია და ხანდახან ომიც
რეალურად კი, ასეთი ძლიერი პოზიცია ჩვენ ჯერ არ გვქონია
ამდენი კოზირი ჩვენ ჯერ ხელში არ გვჭერია
ამ პარტიის დამთვარებას წინ აღარაფერი არ უდგას
თანაც მშვიდობიანად, პაციფისტურად
---------------------------------------------
numlock
say no to "პაციფიზმ".იმედია ყველაფერი კარაგდ იქნება
+++++++++++++++++++++++++++++++++++++
და ასე შემდეგ
რამდენი ვართ, "პაციფისტები"
აღარაფერი მესაქმება ამ ფორუმზე...