ასეთი უკუღმართობით გაგებული "რკინის თატრი" ჯერ არ გამიგია...
მანდ ბატონო მძიმედ დამონებული საქართველოა აღწერილი.."რკინის თეატრად" ანუ ულმობელ თეატრად არის ცხოვრება მაშინდელ საქართველოში ქცეული..... მიუხედავად გარემოს ძალიან მძიმე ზეწოლისა ის მთავარი გმირი მაინც ცდილობს ქვეყნისთვის ზრუნვას....
სხვათა შორის ზეწოლით, რომ არაფერი გამოუვა ამიტომაც უკვე სისტემა ცოლით ცდილობს მის მოთვინიერებას.. სიყვარულით ახრჩობს...
არავითარი შარჟი შიგ არ არის....
შევარდნაძის გაგიჟებული სიძეც კმარა... პირველი სიძე... მაგალითისთვის...
მეორე ნაწილი კიდევ უფრო მშვენიერია... ნომენკლატურული ცოლი გადმოდის ქმრის მხარეზე.. ის ბრუნდება პროვინციაში ბავშვი, რომ გაზარდოს სისტემის ცენტრის ზეწოლიდან მოშორებით..
ბავშვი, რომელსაც სისხლში აქვს თავისუფლებისკენ ლტოლვა... რადგან მხოლოდ მამამისის შვილობისთვის მოხვდება დაკვირვების და პრესის ქვეშ და საერთოდ ფიზიკურადაც შეიძლება ვერ გადარჩეს... თვითონ ბავშვსაც აქვს ეს თავისუფლების ბაცილა სისხლში...
ხოდა ასეთ ბავშვებთან სამუშაოდ და გასაფუჭებლად მიგზავნილი კრიმინალიც წინასწარ მშვენივრად გაგვაფრთხილა გენიალურმა მწერალმა...
ოღონდ ბატონი ოთარი ოპტიმისიტია.. მგელს გული ულბება და გამოუშვებს ტყიდან ბავშვს....
რელობაში ჩვენ კი ჯაბრიონი დაგვირბოდა 90 წლების დასაწყისში...
ჭილაძის ყველა რომანი პოლიტიკურია და ანტიკომუნისტურ-პატრიოტული.. მისი გენიალურობა ეჭვქვეშ არ დგას...
სამწუხაროდა, რომ ნობელი არ ეღირსა..
კომუნისტებს და მოღალატეებს შეუძლიათ დასკდნენ გულზე და ბოღმით დაიხრჩონ....

პ.ს. ჯემალი და ჭაბუად ცნობილიც ანტიკომუნისტ-პატრიოტები და საკმაოდ მაღალი დონის მწერლებია, ჭილაძის თანამოკალმენი და აქ დაპირისპირება არ გამოდის..

აი ამაშუკელი, რომ გეხსენებინათ...

"რკინის თეატრში" თუ კიდევ დროის ზუსტი კორდინატი მოცემული არ არის... "გოდორში" ყველაფერი ღიად არის გაწერილი.... წაიკითხეთ თანაფორუმელებო... ინტელექტი იმიტომ გაქვთ, რომ წაიკითხოთ და თქვენებურად გადახარშოთ..... გავლენა კი ექნება ამ რომანს თქვენზე.. მხოლოდ თქვენს მიერ დანახულის უფრო ფართოდ და ღრმად აღქმის მიმართულებით....
ჩემდა სასიხარულოდ " გოდორის" პოზიტივი ახდა.. "რკინის თეატრის" გაფრთხილება კი ვერ გაიგო თავის დროზე სამწუხაროდ საზოგადოებამ...
ამ ფორუმზე გოდრის კაცების შემოსევაა..
This post has been edited by sulo on 29 Dec 2014, 14:04