#15126952 · 18 Aug 2009, 12:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და ზოგჯერ აუცილებელიც, როგორც დღეს. ამის რაღაც კანონებით შეზღუდვა კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები არანაირი ფორმით.
ზოგი რომ ამ მიტინგებს ქაოსად რაცხავს, მაშინ რა ვუწოდოთ ევროპის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილებით გამასპინძლებას?! თქვენ არ გინდათ დაინახოთ და აღიაროთ ის რაც ქართულ რეალობაშია და ამიტომაც იმართება ასეთი "მძიმე"(არაფერი მძიმე არ არის, რადგან ყველაფერი კანონიერია) ფორმით მანიფესტაციები. აქციების გარდა ხალხს სხვა დემოკრატიული ფორმა პროტესტის გამოხატვისა თავად ხელისუფლებამ არ დაუტოვა თავისი სიყრუვითა და სიბრმავით.
ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელსაც სიკვდილამდე ცემ ლაპარაკის უფლებაც წაართვა, რათა არ გითხრას ნუ მირტყავო.
|