#15138482 · 19 Aug 2009, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არადა სულაც არ მეგონა, თი კიდევ ვინმესგან რამე გამიკვირდებოდა. ისე, ეგ სიუჟეტი არ მინახავს და ვინმემ მითხარით, რა, ბურჭულაძის კომენტარი ახლდა თუ მხოლოდ ჟურნალისტის შემოქმედებითი წვა იყო? იქნებ დეზაა, კაცო. რაღაც არა მგონია, მსოფლიოს ყველაზე მაგარი თეატრების სცენებს გაშინაურებული კაცი, რომლის გამოსვლაზეც ტაციაობა აქვთ გამართული გრანდოპერებს, მტრის სალდაფონების კონცერტს დახარბდეს. აღარაფერს ვამბობ სხვა არსებით და ძირითად მოტივაციებზე. მოკლედ, არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო. ჯერ თავი შევიკავოთ ლანძღვა-გინებისგან, სანამ დასტურს მისცემს ბურჭულაძე. თუ არადა, რა გვიდგას წინ, მერე ვაგინოთ.
|