tadzreuli
CHRONIST

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 51532
რეგისტრ.: 15-January 08
|
#15143489 · 19 Aug 2009, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | საქართველოს რუქიდან გაქრობა და სამყაროს დასასრული ერთი და იგივე იქნება.
მეორედ მოსვლის წინ საქართველო იშლება.და ამის მერე იწყება ივერიის გაბრწყინება
ყველა მარლთმადიდებელმა ეს იცის -რომ ჰკითხო - რუსეთი მარლთმადიდებელი ქვეყანაა |
ბასსა,
მშვიდობიან ბუდისტებს, ჩინეთის ან ტიბეტის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან , რა ეშველებათ ? ან კიდევ ვიღაც პაპუასს, რომელიც რომელიც მთელი ტავის ცხოვრება მაიმუნებს დასდევს და ამით ბედნიერია, რა ეშველება? ან კიდევ ბევრ სხვა რელიგიის ან ეთნიკური ა, ან ტომობრივი ჯგუფის წარმომადგენელს ? ან კიდევ რა ეშველება ჩვილებს, რომლებმაც არც იციან რა ეროვნების და რა რელიგიის არიან?
და სად წერია ის, რომ მეორედ მოსვლის წინ საქართველო იშლება? ან კიდევ საქართველოს გაბრწყინების შესახებ სად წერია? ვინ იქადაგა? ქრისტემ? თუ ანდია პირველწოდებულმა? თუ რომელიმე ქრისტეს მოწაფემ? ... არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ასეთი ნაციონალური მისიონერული იდეები სხვა ქვეყნებსაც აქვთ და ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს სწამს ( ე.ი. მორალური საფუძვლების კონსტექტში აჰყავს და ცხოვრების და პირადი ქცევების წესებში ამ რწმენით ხელმძღვანელობს) ასეთი მესიანისტური იდეების, რწმენა კი განსაზღვრავს ამ სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას , რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაპირისპირებას ეთნიკურ, რელიგიური (სინამდვილეში კი ვიწრო მმართველი ჯგუფის, ადეპტების, ეკონომიკურ ინტერესების ) მიზეზებით და ომებს, რომელსაც მოჰყვება მასიური მკვლელობები , ატასგვარი უბედურებები და მთელი ხალხების, ქვეყნების განადგურებები.
მე ვფიქრობ, რომ ვისაც ასეთი მესიანისტური იდეების სჯერა, იოტისოდენაც არაფერი ესმის ქრისტეს მოძღვრებისა და მის წმინდა სიტყვებს ნაციონალური იდეების პროპაგანდისთვის იყენებს , რაც მხოლოდ მორალურად რომ განვსაჯოთ და რბილად, კულტურულად ვთქვათ, მორალური თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოდის ქრისტეს მოძღვრების სულიერ არსსთან, რომელიც არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნული ნიშნით და რომლის მიხედვით სასუფევლის კარები ღიაა ყველა კეთილსინდისიერი მორწმუნისთვის !
ასე რომ , მესიანისტური იდეები უბრალოდ მდაბალი ადამიანური პოლიტიკური აზროვნების ნაყოფია, ფარისევლობაა და საერთო არაფერი აქვთ ღვთაებრიობასთან !
მაგალითად , ებრაელების მესიანისტურმა იდეებმა მიწისაგან აღგავეს უამრავი ხალხი , რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდა! დაბადებაში ვკითხულობთ, რომ ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა, მოსეს მეთაურობით მორიგი ეთნიკური წმენდა და გენოციდი მიუწყვეს ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფს, წარმართებს ქანაანის საზღვართან. როდესაც მოსეს ჯარისკაცები უკან დაბრუნდნენ , მოახსენეს მოსეს, რომ ყველა მამაკაცი ამოწყვიტეს და დაინდეს ქალები და ბავშვები მხოლოდ, მოსე ამაზე გაბრაზდა და უკან მიაბრუნა ჯარი, რათა დარჩენილი ქალები და ბავშვებიც ამოეწყვიტათ! ესაა მსოფლიო ისტორიაში პირველი წერილობითი დადასტურება რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური გენოციდისა. თუმცა ამ მოვლენებს ბიბლია , ძველმი აღქმა, ხსნის იმით რომ ასე უნდოდა იაჰვეს, ებრაელების ღმერთს , რათა უზნეო და გადაგვარებული ხალხები გამქრალიყვნენ დედამიწაზე ! ... და მე მგონია, რომ ასევე მოუვა ქართველ ერსაც და ყვემა იმ ერს , ვისაც ღმერთის და სამყაროს კანონების საწინააღმდეგო უზნეო კანონები მაიცნიათ ზნეობად და მოკლედ ვინც ღმერთის საწინააღმდეგოდ წავა და მის ცნებებს დაამახინჯებს , რადგან ბოროტება და სატანის იდეოლოგია სხვა არფერია, თუ არა სიკეთის, ღმერთის ცნებების დამახინჯებული და ეგოისტური ინტერპრეტაცია, რასაც მოჰყვა ბრწყინვალე და ღმერთის საყვარელი ანგელოზის - ლუციფერის სატანად , ანუ ღმერთის მოწინააღმდეგედ გადაქცევა !
მე არ ვუსურვებდი ქართველებს ღმერთის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგომას, რაც მისი განადგურების ტოლფასი იქნებოდა !
ქრისტეს მოსვლის შემდეგ ძირეულად შეიცვალა ძველი აღქმისეული , მატერიალისტურ-ეთნიკური მიდგომები ღმერთის მოძღვრების რაობისადმი და ქრისტემ ადამიანის პიროვნება და ადამიანის სულის განწმენდა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ნაციონალური მასიანისტური იდეები!
ახლა კი , ლოგიკურად რომ მივყვეთ ივერიის ,, გაბრწყინების,, მოარულ ლეგენდას, რომელიც , თუ არ ვცდები , შუასაკუნეების ცნობილი მეზღაპრის ლეონტი მროველის თხზულების საფუძველზეა ალბათ მოგონილი და რაოდენ ბევრისთვის გულდასაწყვეტი არ უნდა იყოს, ბევრმა მართლმადიდებელმა სულაც არ იცის ამის შესახებ , გამოდის რომ ჯერ საქართველო უნდა დავშალოთ ხომ ? მერე რაღას უცდით, ხალხო, იმერლებო, მეგრელებო, სვანებოი, კახელებო სასწრაფოდ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და იყავით ,,ბედნიერები,, გაბრწყინების მოლოდინში ! იქნებ ,,ერთმორწმუნე,, რუსებმაც იციან ამის შესახებ და ამიტომაც ცდილობენ საქართველოს სასწრაფოდ დაშლას და დანაწევრებას (უკეთეს შემთხვევაში ,,ბევრ პატარა საქართველუკებად,, დაშლას, ხოლო უარეს შემთხვევაში სრულიად გაქრობას ) მიესწრაფვის, რათა მერე აღსრულდეს ,,წინასწარმეტყველება,, და საქართველო აღდგეს და გაბრწყინდეს ?!
საქართველო როდის გაბწყინდება იცით, როდესაც ერის მოსახლეობის 90%-ზე მეტი მართლაც განათლებული იქნება , თავს არ მოიწონებს ნაყიდი დიპლომებით, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ,,ექსპერტები,, და ყოვლისმცოდნეები არ გამრავლდებიან სოკოებივით, ყველა თავის საქმეს გააკეთებს მოწოდების მიხედვით და ვისაც რისი შემოქმედების უნარი აქვს ღმერთისგან , თავისი შემოქმედის დარად, დაკავებული ქინება ბუნებრივი საქმიანობით და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პასუხისმგებლობის ჩინოვნიკებად არ მოევლინებიან ჟურნალ პლეიბოის ყოფილი სახეები ან წარსულში კაცისმკვლელები ! რადგან ადამიანი სიკეთის შემოქმედი უნდა იყოს ღმერთივით, ვის ხატადაც არის იგი შექმნილი ! ერის გაბრწყინდება მაშინ, როცა ზნეობრივი ქცევის გმირული მაგალითები გამრავლდება ერში და ერი დაიწყებს ზნეობრივად ცხოვრებას . დიახ, დღეს ზნეობრივი ქცევა გმირობის ტოლფასია იმ ტოტალური უზნეობის ფონზე, რაც ასე გამრავლდა ხალხში ! ადრე თუ ქართველი ღვთისმშობლის ხატზე ფეხს არ დაადგამდა და ამისთვის სიკვდილისთვის მზად იყო, დღეს სამაგიეროდ იგივე ღვთისმშობელს აგინებს, როდესაც საკუთარ დედას სექსუალურ კონტექსტში მოიხსენიებს და ბილწავს უწმინდეს მორალურ სიმბოლოს, დედაშვილობის ღირსებას !
საქართველო გაბრწყინდება მაშინ, როცა განათლებული, შრომისმოყვარე, ჭეშმარიტად მებრძოლი ერი ისწავლის ისტორიის გაკვეთილებისგან მართებულ და სასარგებლო დასკვნების გამოტანას , როდესაც ერი იცხოვრებს მაღალი ზნეობრივი ფასეულობებით, როდესაც საზოგადოებაში დამკვიდრდება საუკუნო სიყვარული, ურთიერთგატანა და პატივისცემა თითოეული პიროვნების მიმართ . როდესაც ქართველი მეცნიერები შექმნიან მსოფლიო მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, მატერიალურ ან სულიერ ფასეულობებს, რაც კაცობრიობის ცივილიზაციას კიდევ უფრო აამაღლებს და მიუახლოვებს ღმერთს ! ... ლოკლედ ერის გასაბრწყინებლად ბევრი გზები არსებობს, გარდა მისი დაშლისა და ,,ხელმეორედ ,, აღდგომისა . ხელმეორედ აღდგომსაც დამსახურება უნდა და საკუთარი დედების გინებით, ამქვეყნიური საუნჯეების მოხვეჭით კი ხელმეორედ აღდგომები არ ხდება, არამედ ერის განადგურება და გაქრობაა ამ სოდომ-გომორული ქცევების შედეგი !
--------------------
K.KOLKHI blog * VERITAS VOS LIBERABIT
www.kakhaberkolkhi.blogspot.com
|