რამაზ კლიმიაშვილი - “მხოლოდ ქუჩაში დგომით სააკაშვილის რეჟიმს ვერ მოაცილებ - ან ძალადობა, ან მონობა”“
უნდა გაიგო, რომ მხოლოდ ქუჩაში დგომით სააკაშვილის რეჟიმს ვერ მოაცილებ - ან ძალადობა, ან მონობა. ახლა შემოდგომაზე ისევ გამოვლენ, რუსთაველზე დადგებიან, ისევ იყვირებენ - მოვედიიიიით!!! მიშა კიდევ, ხელს დაუქნევს და ეტყვის - ჰო, როგორც მოხვედით, ისე წახვალთო. სამი თვე იდგა ხალხი რუსთაველზე, მერე რა?” - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გაზეთ
“ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით
“ვანო მერაბიშვილი ყოველ სეზონზე ახალ ოპოზიციას ქმნის. შარშან შექმნა თორთლაძე და დავითაია, ახლა კი ალასანიას გუნდი გამოჩეკა”. “ერთადერთი “ახალ მემარჯვენეებს” ჰყავდა თავისი ელექტორატი, მაგრამ როცა ალასანიასთან გაერთიანდნენ, მაგის შემდეგ მეეჭვება, ვინმემ მხარი დაუჭიროს. მე პირადად მათი ამომრჩეველი ვიყავი ერთ დროს, მაგრამ ახლა რომ აღარ ვარ, ესეც ცხადია. ვანო მერაბიშვილი ყოველ სეზონზე ახალ ოპოზიციას ქმნის. შარშან შექმნა თორთლაძე და დავითაია, ახლა კი ალასანიას გუნდი გამოჩეკა. მე მახსენდება, ჩვენი მეფეები რომ მიდიოდნენ ყაენის ურდოში და თავს ურტყამდნენ იატაკზე, ყაენს უნდა გადაეწყვიტა, რომელი იქნებოდა საქართველოში მეფე ორი ადამიანიდან, ბოლოს როცა დაიღლებოდა, იტყოდა - შენც იყავი და შენცო... მონღოლებსაც კი მობეზრდათ ქართველების ტაკიმასხრობა. ერთი ულუ ჩამოვიდა და ამაყად განაცხადა - მე ულუ ვარო! ახლა ასეთი “ულუები” დადიან ვანო მერაბიშვილთან და სააკაშვილთან. მალე ამ ორპირ ოპოზიციას მიეცემა ოფიციალური სტატუსი - ვიღაც-ვიღაცები შევლენ პარლამენტში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ კლიმიაშვილი.
“ბურჯანაძე ბოლომდე იბრძოლებს, მეორე მხრივ არ გაჩერდება შალვა ნათელაშვილი, ეს ორი ძალა საერთო ენას რომ ვერ გამონახავს, ცხადია, სამწუხაროდ... არ ვიცი, “ლეიბორისტებს” ბურჯანაძის მიმართ ძალიან დიდი აგრესია აქვთ, ვერ იტანენ”, - აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი და შეკითხვას - “ეს აგრესია უსაფუძვლო ხომ არ არის, ხელისუფლებაში იყავი, ვერაფერი გააკეთე, ოპოზიციაში გამოიქეცი - ვერაფერს მიაღწიე, კიდევ რა გინდა?” - პასუხობს:
“არა, ეგ გასაგებია, რასაც “ლეიბორისტები” ამბობენ, ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ როცა ბრძოლა ტაქტიკაზეა დამოკიდებული, რაღაც დათმობაზე უნდა წახვიდე. ამ ორ ძალას ჰყავს დღეს ყველაზე დიდი ელექტორატი. თუ ესენი ტაქტიკური თვალსაზრისით გაერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად იბრძოლებენ. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს ჰყავს
ერთი მტერი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი!"
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.htmlეს პირველი სტატია არ არის, რომლის გამოც კანონებისა და სამართლიანობის სრული დაცვით შეიძლება კლიმიაშვილის ძალიან გრძელ სარზე გასმა.
მაგრამ რატომღაც ხელს არავინ ჰკიდებს.
ნეტავ რატომ?
შეიძლება იმიტომ, რომ საგანგებოდ არ ჰკიდებენ ხელს - ხელისუფლების ოპონენტებს კლიმიაშვილზე უკეთ ვინ გაასაზიზღრებდა? რომელი რ-2 შეძლებდა ამას.
წარმოვიდგენ ერთი წუთით - დავუშვათ, მომბეზრდა "პატიებანი მიზეზთა გამო", ამომასხა და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ გამოვედი - შევუერთდი თუნდაც ლეიბორისტების აქციას... და უცებ! მოიცა, იქ ხომ შეიძლება
კლიმიაშვილი მოვიდეს და ჩემ გვერდით დადგეს!!! საკუთარი თავი ხომ სიცოცხლის ბოლომდე შემძულდება.
იქნებ, ამიტომ ყარს კლიმიაშვილი რამე ხელის შეშლის გარეშე. ეგეც და მაგის მედიაუზრუნველყოფის გუნდიც.
This post has been edited by Geronti on 20 Aug 2009, 20:11