ოი, ღმერთო...
კაფკა იყო ჩეხეთში დაბადებული გერმანულენოვანი ებრაელი მწერალი

და დანიასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა..ომამდე გარდაიცვალა, მისი მთელი ოჯახი კი (დები და მათი შთამომავლობა) გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს, როგორც ებრაელები...
ფაშიზმთან თანამშრომლობისათვის გაკიცხული

და შინაპატიმრობამისჯილი იყო გამოჩენილი ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი.
აღსანიშნავია, რომ ჰამსუნი ამ დროს ღრმად მოხუცი იყო და უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ყველა ის ნაწარმოები, რაც ამჟამად კლასიკადაა აღიარებული და არცერთზე არ გაჩენილა ავტორობის პრეტენზია.
რაც შეეხება ჭაბუას:
ეს თემა უკვე იმდენჯერ გადაიღეჭა ფორუმზე, რომ მომაბეზრებელიც კი გახდა. თუმცა, ზოგი რამ მაინც ვერ გავიგე პირადად მე:
საიდან წამოვიდა მოსაზრება, რომ რომანი არ არის ჭაბუას დაწერილი. ვინ ააგორა ეს ჭორის ტალღა და რაც მტავარია:
რატომ დაუკავშირდა ჭაბუას არცთუ მთლად კეთილსინდისიერი საქციელი "დათა თუთაშხიას" ავტორობას?
როცა ეს ჭორი გახმიანდა, კერძოდ კი, სსრკ-ს დაშლის ხანაში, მაშინ ჭაბუას მხოლოდ ნაწყვეტები ჰქონდა გამოქვეყნებული "გორა მბორგალიდან" და როგორც თვითონ იძახდა-"გიორგი ბრწყინვალეზე" მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იმის განცხადება, რომ რატომ სხვა რომანები არ გამოუვიდა "დათას" მსგავსიო-არ გამოდგება არგუმენტად.
ან რა არის საერთოდ "დათა თუთაშხია" ასეთი...პირადად ჩემთვის არც ისეთი ღირებული არაა, რომ ასეთი სადავო გახდეს ავტორის დადგენა. ჭაბუას ავტორობის მოწინააღმდეგეები კი ნებსით თუ უნებლიედ, არეკლამებენ კიდევ უფრო მეტად...
წითელი ინტელიგენცია და ხელისუფლებასთან დაახლოებული მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები ნამდვილად ბევრი გვყავდა (წითელი ინტელიგენცია იმიტომ გამოვყავი ცალკე, რომ სიწითლე რომ არა, მათ არავინ დაარქმევდა არც მეცნიერს, არც ხელოვანს და არც მწერალს), მაგრამ რატომ მიახტნენ მაინცდამაინც ჭაბუას-ეს არ მესმის. ირაკლი აბაშიძე საერთოდ, ნადირობდა მჟავანაძესთან ერთად, მაგრამ არავის უთქვამს, რომ, მაგალითად "ხმა კათამონთან" მისი დაწერილი არაა. არც ის უთქვამს ვინმეს, რომ "მინდია" ოთარ თაქთაქიშვილის არაა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი კულტურის მინისტრი იყო გარკვეული ხნის განმავლობაში...
ჭაბუას მოთხრობები მახსოვს-ჯერ კიდევ 60-იანი წლების ჟურნალებში ქვეყნდებოდა. პირადად ჩემთვის-რაც მოთხობებია, ის რომანია (ისე, მე რომ რეჟისორი ვიყო, მისი ერთი ადრინდელი მოთხრობიდან-"მსჯავრი"-საკაიფო ბლოკბასტერს გამოვაცხობდი ჰოლივუდის სტილში

).
მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა და რეზიუმე ესაა: შეეშვით "დათა თუთაშხიას" ავტორობას და რამდენიც გინდათ, აკრიტიკეთ ჭაბუა, როგორც პიროვნება, ან ჭაბუას ლიტერატურა...
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!