ყველაფერი დავით, უკაცრავად, ვასილ სიხარულიძის შესახებ

უფრო სწორად, რაც თავდაცვის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩვენ ვიცოდეთ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ვასილ სიხარულიძე
დაბადების თარიღი: 1968 წლის 30 მაისი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული, ფრანგული
განათლება:
1993 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი
1999 ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის აღმასრულებელი კურსი
1996 - 2002 საზღვაო სამართლის სკოლა, აშშ; ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი, შვეიცარია; ობერამერგაუს ნატო-ს სკოლა; ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი
2001 - 2003 ნატო-ს სტიპენდიანტი, კვლევა - “90-იან წლების პოსტ-საბჭოთა საზოგადოების დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ”
სამუშაო გამოცდილება:
1993 - 1995 მუშაობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტში ექიმ-ფსიქიატრად.
1995 - 1996 ასრულებდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს
1996 - 2000 მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად
2000 - 2002 ეკავა ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
2002 დაინიშნა ნატოში საქართველოს მისიის (ბრიუსელი, ბელგია) ხელმძღვანელის მოადგილედ
03. 2004 - 07. 2004 მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ
07. 2004 - 10. 2005 თავდაცვის მინისტრის მოადგილე
10. 2005 - 02. 2006 თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
03.2006 - 12. 2008 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში
12. 2008 - დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
This post has been edited by volandi on 23 Aug 2009, 16:09