დენთის კასრი საქართველოს სიახლოვეს 11:18 28.08.2009
[კახა კაციტაძე]
ჩრდილო კავკასიაში ბოლო დღეებში მომხდარმა ტერაქტებმა ნათლად აჩვენეს, რომ იქ საომარი მოქმედებები კი არ სუსტდება, არამდე ძლიერდება. თუმცა ეს მოქმედებები სახეს იცვლის. არენაზე სულ უფრო ინტენსიურად გამოდიან თვითმკვლელი-მუსულმანები (მათ შორის ინვალიდებიც კი), რომლებიც ზოგჯერ ტერაქტებისათვის ისეთ უწყინარ სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ როგორიცაა ველოსიპედი.
ვითარება დღითი-დღე უმართავი ხდება. ბუნებრივია ჩვენს მეზობლად ძალადობის ესკალაცია სულ არ შედის ჩვენს ინტერესებში, მაგრამ მას ვერ გავექცევით. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ. იმისათვის რომ ჩვენმა მკითხველმა წარმოიდგინოს ჩვენ მეზობლად მიმდინარე ძალადობების მასშტაბი, მოვიყვანთ ამონარიდს ჩრდილო კავკასიაში ამ ზაფხულს ჩადენილი მკვლელობების ქრონიკებიდან. ჩვენ შეგნებულად ავიღეთ ივნისის, ივლისის და აგვისტოს პირველი ორი კვირის ქრონიკები, რათა ამ შემთხვევით შერჩეული მასალის მაგალითზე მკითხველს თვალსაჩინოდ დაენახა რა ვითარებაა ჩრდილო, უფრო ზუსტად ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში.
უფრო ყოვლისმომცველი ანალიზის განხორციელება ერთი საგაზეთო სტატიის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა არსებობს უზარმაზარი ოდენობის სტატისტიკა ბოლო ათწლეულში ჩრდილო კავკასიის რეგიონში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე.
ეს სტატისტიკა შესწავლასა და ძირითადი ტენდენციების გამოვლინების საჭიროებს (მაგალითად გასარკვევია რა გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა ჩრდილო კავკასიის სიტუაციაზე), რაც მომავლის საქმეა. წარმოდგენილ სტატიაში მოვიყვან ჩრდილო კავკასიაში ხელისუფლების წარმომადგენლების მკვლელობის ფაქტების ნუსხას ზაფხულის ყოველი თვის პირველი ორი კვირის განმავლობაში (მონაცემები აღებულია ღია წყაროებიდან).
ეს შეგვიქმნის მოვლენათა არა იზოლირებულ, არამედ მეტ-ნაკლებად მწყობრ და თვალსაჩინო სურათს. ამის შემდეგ მოვახდენთ ჩრდილო კავკასიაში შექმნილი სიტუაციის მოკლე ანალიზსა და შეფასებას.
მკვლელობები ივნისის პირველ ორ კვირაში: 3 ივნისი- ნაზრანში (ინგუშეთში) აფეთქდა სახელმწიფო ნარკოკონტროლის თანამშრომლის ისა კოჩიევის მანქანა. კოჩიევი დაიღუპა. მკვლელების ვინაობა დაუდგენელია.
სუნჟის რაიონში (ინგუშეთი) ავტომატიდან დაცხრილეს სისხლის სამძებროს სამსახურის თანამშრომელი ბაშირ ჯაგაევი.მკვლელი მიიმალა. 4 ივნისი -”ბოევიკებთან” შეტაკებაში დაიღუპა ინგუშეთის ფსბ-ს თანამშრომელი.
5.ივნისი - ინგუშეთში ცეცხლი გაუხსნეს სასამართლო აღმასრულებელთა სამსახურის თანამშრომელ თემურ უგუგრჩიევს. მკვლელი მიიმალა. დაღესტანში მოკლეს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ადილგირეი მაგომედტაგიროვი. მკვლელი მიიმალა;
6 ივნისი - მახაჩკალაში აფეთგდა მილიციის რაიგანყოფილება. ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
7 ივნისი - ინგუშეთი. დასახლებულ პუნქ დათთიხში უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს მილიციის პოსტს. ერთი მილიციელი დაიღუპა.
8 ივნისი მახაჩკალაში დახვიტეს ორი პოლიციელი და დაჭრეს ერთი. მკვლელები მიიმალნენ.
9 ივნისი - დაღესტნის დასახლებულ პუნქტ კარლ მარსქში მილიციამ მოინდომა საეჭვო ავტომობილის გაჩხრეკა. ავტომობილიდან მილიციას ცეცხლი გაუხსნეს. ერთი მილიციელი დაიღუპა. მკვლელები მიიმალნენ. მახაჩკალის რაიონში მოკლეს ომონის თანამშრომელი. მკვლელი უცნობია.
10 ივნისი - მოკლეს ინგუშეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარიის მოადგილე აზა გაზგირეევა.
12 ივნისი: - მახაჩკალაში იპოვეს მილიციის მოკლული თანამშრომელი. მახაჩკალაში ”ბოევიკებთან” ბრძოლისას დაიღუპა ომონის თანამშრომელი; მახაჩკალაში დაუდგენელმა პირებმა თავში გასროლით მოკლეს მილიციის ინსპექტორი.
13 ივნისი - მოკლეს ინგუშეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბაშირ აუშევი.
14 ივნისი - ინგუშეთში ერთდროულად დაიწვა ორი რაიადმინისტრაციის (ჩვენებურად გამგეობის შენობა).
15 ივნისი -მახაჩკალაში სამმა უცნობმა პირმა დახვრიტა ჩრდილო კავკასიის რკინიგზის თანამშრომელი. ინგუშეთში ”ბაევიკებთან” ორ შეტაკებაში დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი
ივლისისთვის პირველ ორ კვირაში მომხდარი მკვლელობები: 1 ივლისი-კარაბულაკში (ინგუშეთი) მოკლეს მილიციელი ბრაჰიმ ორცხანოვი; დერბენდში (დაღესტანი). ცეცხლი გაუხნეს და შემდეგ ააფეთქეს პოლიციის შენობა მოკლულია ორი მილიციონერი, დაჭრილია - 8.
2 ივლისი - ნაზრანის რაიონში ”ბოევიკებთან” შეტაკებისას მოკლეს ომონის მებრძოლი. დაღესტნის ყარაბურახკენტის რაიონში აფეთქების შედეგად მოკლეს მილიციელი.
3 ივლისი - ნაზრანის რაიონში მილიციის პოსტზე თავდასხმის შედეგად სნაიპერული ცეცხლით მოკლეს პოლიციელი ისლამ ოზდოევი. ჩეჩნეთში განხორციელდა სამი აფეთქება, მოკლულია შინაგანი ჯარების ორი ოფიცერი.
4 ივლისი -ინგუშეთში ჩასაფრებულებმა ჩაცხრილეს ჩეჩნეთის ომონის ცხრა წევრი.
7 ივლისი - მახაჩკალაში დაცხრილეს მილიციის თანამშრომელი. ნაზრანში მოკლეს მილიციის პოლკოვნიკი მაგომედ გადაბორშევი. კარაბულაკში მოკლეს ომონის თანამშრომელი მაგომედ ბელაევი. ჩეჩნეთში მოკლეს პირველი ვიცე-პრემიერის თანაშემწე.
9 ივლისი - ნაზრანში მოკლეს მილიციელი ისრაპილ ოზდოევი.
10 ივლისი -დაღესტსნის კიზიიურტის რაიონში ნიღბებიანმა პირებმა დაცხრილეს მილიციის კაპიტანი.
13 ივლისი - სამხედრო მანევრების ”კავკაზ-2009”-დან მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ მიმავალ 33-ე სამთო ბრიგადის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილ ”ურალის” მძღოლმა ვერ შეაკავა მანქანა, რომელიც უფსკრულში გადაიჩეხა. ორი სამხედო მოსამსახურე დაიღუპა. ხასავაიურტში სნაიპერის ცეცხლით მოკლულ იქნა მილიციის თანამშრომელი.
14 ივლისი - დაღესტნის რაიონ ყარაბუდახკენტის რაიონში ”ბაევიკებთან” შეტაკებისას დაიღუპა შსს-ს ჯარების სამხედრო მოსამსახურე.
15 ივლისი - ნაზრანის რაიონში კვლავ დახვრიტეს სასამართლო აღმასრულებელი. მოკლეს დერბენდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი გულახმედ ხიჯიევი; ჩეჩნეთში გაიტაცეს და მოკლეს ნატალია ესტემიროვა
აგვისტოსთვის პირველ ორ კვირაში მომხდარი მკვლელობები: 1 აგვისტო - მახაჩკალაში დაცხრილეს მილიციელების პოსტი. დაიღუპა ორი მილიციელი.
2 აგვისტო - ინგუშეთში, კარაბულაკის რაიონში ჩაცხრილეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამი თანამშრომელი.
6 აგვისტო - ხასავაიურტში (დაღესტანში შედის, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ჩეჩნებია) დაცხრილეს მილიციის მანქანა. მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი მილიციელი.
10 აგვისტო - ინგუშეთში, მაღლობეკის რაიონში ჩაცხრილეს კურეიშ ევლოევი. მოტივი, მის მაღაზიაში ყიდდნენ სპირტიან სასმელებს, რაც მიუღებელი იყო ადგილობრივი ისლამისტებისათვის. კარაბულაკში მოკლეს ინგუშეთის პრეზიდენტ ევკუროვის პირადი ფოტოგრაფის ძმა. დაღესტანში, ლაკის რაიონში მოკლეს ორი და მძიმედ დაჭრეს ერთი მილიციელი. დაღესტანში, დერბენდში, ააფეთქეს მესაზღვრეების მანქანა. ერთი მესაზღვრე დაიღუპა, ორი დაიჭრა. დერბენდში მოხდა კიდევ ერთი აფეთქება. დაიღუპა მძღოლი მილიციელი.
12 აგვისტო - ინგუშეთის დედაქალაქ მანასში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს ინგუშეთის მშენებლობის მინისტრი.
14 აგვისტო -დაღესტანში დაცხრილეს ოთხი პოლიციელი, შემდეგ დაარბიეს არაიფიციალური საროსკიპო და ისლამთან შეუთავსებელი საქმიანიობისათვის მოკლეს შვიდი მეძავი.
ჩამოთვლილი ფაქტები ნათლად ადასტურებენ. რომ რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობები ჩრდილო კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციაზე რბილად რომ ვთქვათ არასწორია. ეს ცნობები აჩვენებენ მკვლელების დაუსჯელობას და იმასაც, რა უცნაური სიმბიოზი არსებობს კორუფციას, კრიმინალსა და რადიკალური ისლამს შორის.
რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ამ ამონარიდიდან, რომელიც ჩრდიილო კავკასიაში ძალადობის ფაქტებს უკავშირდება?
პირველი დასკვნა: ჩრდილო კავკასიაში, ყოველ შემთხვევაში მის აღმოსავლეთ ნაწილში მიდის ტიპური ”ავღანური” ომი. ამასთან განსხვავებით ჩეჩნეთში წინა საუკუნის ბოლოს მომდინარე სამხედრო მოქმედებებიდან, დარტყმის ძირითაადი ობიექტები არიან არა ფედერალური ჯარისკაცები (თუმცა დარტყმების ქვეშ ისინიც არცთუ იშვიათად ხდებიან), არამედ ისინი, ვინც ადგილობრივ კილაბორაციონისტებად აღიქმებიან.
მეორე: ვერავითარ გარდატეხას ამ ომში რუსეთი ვერ აღწევს.
მესამე: დეკლარირებული სტაბილიზაცია ჩეჩნეთში ბლეფია.
მეოთხე: ომმა დაკარგა ჩრდილო კავკასიელი ხალხების, პირველ რიგში ჩეჩნების (და ნაწილობრივ ინგუშების) ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლის სახე. მიზანი აღარაა დამოუკიდებელი იჩკერია და ვლადიკავკაზდაბრუნებული ინგუშეთი. ომის პოლიტიკური მიზანია ჩრდილო კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
მეხუთე: იცვლება სამხედრო მოქმედებებეის ხასიათი. თუ ომის პირველ ეტაპზე ის უპირატესად სოფლებში და სტაციონარულ გამაგრებულ პუნქტებში მიმდინარეობდა, ახლა მოქმედება გადადის ქალაქებში და იღებს ტერაქტების სახეს.
მეექვსე: ტერაქტების განმხორციელებლები სულ უფრო მეტად ხდებიან კამიკაძე-ისლამისტები. ამის შედეგად კავკასიურ ომში ”ავღანიზაციიზაციას” ემატება ”პალესტინიზაცია”.
მეშვიდე: როგორც ისტორიული გამოცდილება (საფრანგეთის ომი ალჟირში, სსრ კავშირისა ავღანეთში, ისრაელისა დასავლეთ ნაპირზე და ღაზაში) აჩვენებს, რომ ისლამისტები საბოლოოდ წარმატებას აღწევენ. თანაც ეს ომი მიმდინარეობს რუსეთისათვის უაღრესად არახელსაყრელ პირობებში, როდესაც რუსეთის სახელმწიფო დეგრადაციის გზაზეა.
მერვე; ომი ატარებს უაღრესად სასტიკ ხასიათს და აქვს მიდრეკილება მიიღოს კიდევ უფრო სასტიკი ხასიათი. ეს გამოწვეულია იმით, რომ სისასტიკეს ორივე მხარე იყენებს, რაც წარმოშობს სისასტიკის ახალ სპირალებს.
მეცხრე: ომზე გარე ჩარევა არსებით გავლენას არ ახდენს. ის გაგრძელდება მაშინაც, ისლამისტებს არავითარი საერთაშორისო მხარდაჭერა რომ არ გააჩნდეთ. მით უფრო გაგრძელდება ასეთი მხარდაჭერის პირობებშიც.
მეათე; ომმა შეიძლება ათწლეულს გასტანოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ტერაქტები არ გასცდა რუსეთის კავკასიის საზღვრებს. გარკვეულ ვითარებაში რუსეთს შეუძლია მოუწიოს ჩრდილოეთ კავკასიის, ან მისი ნაწილის დატოვება. ამ შემთხვევაში გარდა ავღანეთისა და პალესტინისა მივიღებთ კიდევ ერთ ღაზის სექტორის თავისი კავკასიური ჰამაზით.
წარმოდგენილი ტენდენცია გულისხმობს რუსეთის გავლენის აუცილებელ შესუსტებას ჩრდილო კავკასიაში, რასაც ცხადია სათანადო გამოძახილი მოჰყვება სამხრეთ კავკასიაში. სამწუხაროდ ჩვენს ჩრდილოეთში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ლაპარაკს საერთოკავკასიურ სახლზე აზრი აღარ აქვს. ასეთი სახლი მაშინ შედგებოდა თუ ჩრდილოკავკასიელი ერები თავიანთი დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებდნენ და არა რაღაც ერთიანი, მულტიეთნიკური ისლამური სივრცის შექმნისათვის.
ახლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ჩეჩენი ამბოხებულებიც კი არ იბრძვიან. მაინტეგრირებელ ძალად მებრძოლი ისლამი გამოდის. თანაც ამ ტენდენციამ უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. თანაც მოვლენების ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო თავად რუსეთმა, თავისი უგნური პოლიტიკით, რაც თუნდაც დუდაევის და მასხადოვის მკვლელობებში გამოიხატა.
ზომიერი ნაციონალისტი ლიდერების ლიკვიდაციით, რუსეთმა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობაზე შეუდარებლად საშიში რამ მიიღო: კამიკაძეების ჯიხადი. ეს ომია სადაც გამარჯვებული არ იქნება, თუგინდ იმ მარტივი მიზეზსის გამო, რომ მხარეები პოზიტიურ პოლიტიკურ მიზნებს არც ისახავენ.
ამასთან, როგორც ვთქვით რუსეთის მარცხის ალბათობა ძალიან მაღალია და თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მარცხი შეიძლება დააჩქაროს სრულიად მოულოდნელმა არასამხედრო ხასიათის ფაქტორებმა. მაგალითად სსრკ დროინდელი ინფრასტრუქტურის მოშლით გამოწვეულმა ტექნოგენურმა კატასტროფებმა (საიანო-შუშენსკოეს ჰესის კატასრტოფის ტიპისა), ან ეკონომიკურმა კოლაფსმა, ან ამ ორი და კიდევ სხვა, ახლა ძალიან ძნელად პროგნოზირებადი ფაქტორების კომპლექსმა.ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას არ მოახდენენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურზე, თუმცაღა რუსეთის წინაშე მდგომი გართულებები მანევრის თავისუფლებას გაგვიზრდის. ჩვენმა საზოგადოებამ შექმნილ ვითარებაში ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს: შემდგომი ათწლეულები ჩრდილო კავკასია ვერაფრით გახდება თანამშომლობის არეალი.
ეს იქნება რაღაც გაზის სექტორის ტიპის ტერიტორია, რომელსაც ისლამისტური კლანები მართავენ, რომელშიც ჭარბი მოსახლეობის პირობებში არ არსებობს არავითარი ეკონომიკა და რომლის მოსახლეობის ძირითადი (თუნდაც იძულებითი) საქმიანობა იქნება უფრო მდიდარი რეგიონებიდან ადამიანების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით (”ახალი ლეკიანობის” საფრთხე). ერთი სიტყვით ჩრდილო კავკასიაში საერთო სახლის ნაცვლად მივიღებთ ერთდროულად ავღანეთს, პალესტინას,ღაზასა და სომალის.
ეს რასაკვირველია არ არის სასურველი მეზობლობა. თუმცა კარგად ორგანიზებული სახელმწიფოს და ეფექტიანი პოლიტიკის პირობებში საფრთხეების მინიმიზაცია შეიძლება. მთავარია არ ავყვეთ ცდუნებას და ლეონტი მროველისადმი მიწერილი ქრონიკის იდეოლოგიით აღტკინებულებმა არ ვცადოთ ჩრდილო კავკასიაში რუსეთის წასვლის შედეგად გაჩენილი ვაკუუმის შევსება. ეს ბევრად მეტის გადაყლაპვაა ვიდრე გადახარშვა შეგვიძლია.
კავკასიური სახლის იდეის კრახი (რაც ჩვენ თავისთავად სამწუხარო ფაქტად მიგვაჩნია) და რუსეთის დასუსტება, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევროპაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9463