#30631653 · 10 Apr 2012, 01:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მთავარი კითხვა, მთავარ სამხილზე, არავის დაუსვამს ბესო გუგუშვილისთვის , თორემ მაგი ხმას როგორ უნდა იღებდეს საერთოდ. მთავარი სამხილი არის ის, რომ როდესაც საფლავიდან იღებდნენ ზ. გამსახურდიას ცხედარს ამ ფაქტს აშუქებდა სამი ოპერატორი. პირველი ოპერატორი იყო შევარდნაძის უშიშროების თანამშრომელი, მეორე პირველი არხის ოპერატორი, რომელიც აგრეთვე სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო, სწორედ ამ ორის მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს რომ გამსახურდიას თითქოს ორი ჭრილობა აქვს, ერთი შემავალი ჭრილობა მარჯვენა ყურის ზემოთ საფეთქელთან და მეორე გამომავალი მარცხენა მხარეს ყურს ქვემოთ და სწორედ ამ ორი ოპერატორის გადაღებულ კადრებს ატრიალებდა თავის დროზე შევარდნაძის ტელევიზიები. მაგრამ არსებობს დამოუკიდებელი ლიტველი ჟურნალისტის მიერ გადაღებული იგივე პროცესი, ეს ჟურნალისტი იანდარბიევის დელეგაციასთან ერთად საგანგებოდ გამოაგზავნა ჯოხარ დუდაევმა, სწორედ მის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ეს ორი ჭრილობა თავისთავად და მესამეც კისრის არეში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა, რომელიც საგულდაგულოდ ამოუვსიათ რაღაც ცვილის მსგავსი მასალით, მაგრამ ამდენი დღის მერე მაინც გახსნილა და ეს კადრები ნაჩვენებია კონსტატინე გამსახურდიას მიერ მომზადებული ფილმის "დინების საწინააღმდეგოდ" დასაწყისში. შევარდნაძის უშიშროებამ თავიანთი ფირი დაამონტაჟა და მესამე კისრის ჭრილობა მათ მიერ გადაღებულ ფირზე, დამონტაჟებით საგულდაგულოდ დაფარა და ასე აჩვენეს მოსახლეობას. ე. ი. გამოდის რომ ზ. გამსახურდიას ცხედარს ორი შემავალი და ორი გამომავალი ჭრილობა ქონია და გამოდის რომ ორჯერ უსვრიათ, ჯერ სასტიკად აწამეს გულუას მიერ დაქირავებულმა ჯალათებმა, სულ ნეკნები ჩაუმტვრიეს ავტომატის კონდახებით და მერე კისერში ესროლეს და ისე მოკლეს, მერე კი მკვდარი მიიტანეს ბოლო მასპინძელთან ზარანდიების ოჯახში ან ყველაფერი იმ მასპინძელის სახლში მოხვდა. შემდეგ კი საფეთქელში ესროლეს, რომ თვითმკვლელობა გაეთამაშებინათ. ბოლო მასპინძელის ქალბატონს წამოცდა, რომ უკან თავის არეში, მის ქვედა ნაწილში გამსახურდიას იმხელა ჭრილობა ქონდაო რომ ხელი შემივარდაო, კისერში ნასროლი ტყვია უკანა მხარეს გამოვიდა ანუ გამსახურდიას ორი შემავალი და ორი გამომავალი ჭრილობა ქონია. გამსახურდიას თანხმლები პირები გუგუშვილი და სხვები, ფაქტის წინაშე დააყენეს, მათკენაც იარაღი იქნებოდა მიშვერილი, ჯალათების მხრიდან და რას გააწყობდნენ. შემდეგ კი სასტიკად დაამუშავეს მისი თანმხლები პირები და სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ დაითანხმეს მისი დაცვის წევრები და გუგუშვილი, რომ თვითმკვლელობის ვერსიას გააჟღერებდნენ ყველგან და ყოველთვის. გუგუშვილი და სხვები არიან სიტუაციის მძევლები და დღემდე თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებენ.
--------------------
DANI 094
|