პეტრე მამრაძე: "რეალური აგენტები ლუსტრაციის შესახებ კანონის მოქმედებას არ დაექვემდებარებიან"
17:14 - 03.09.2009
"მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე ეჭვობს, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი, რომლის მიღება საქართველოში უახლოეს ხანებში იგეგმება, არაეფექტური იქნება. როგორც მამრაძემ "პირველს" განუცხადა, "რეალური აგენტები აღნიშნული კანონის მოქმედებას სავარაუდოდ, არ დაექვემდებარებიან". მისივე განმარტებით, "ერთის მხრივ, საქართველოს დამოკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკვე დიდი დროა გასული, მეორეს მხრივ კი, ვინც მართლა უცხო ქვეყნის აგენტია, ამ კანონის მოქმედებაში ნაკლებად მოხვდება, რადგან არავითარი ფორმალური ნიშანი ამისა ქვეყანაში არ არის". "ლუსტრაციის შესახებ კანონის თანახმად, თუ ადამიანი სხვადასხვა სპეცსამსახურებში მსახურობდა და ეს საბუთებით მტკიცდება, მას სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ეკრძალება. ვფიქრობ, ამ ფონზე არავითარი ბარიერი იმისა, რომ ხელისუფლებაში არ მუშაობდეს ადამიანი, რომელიც რეალურად სხვა ქვეყნის აგენტია, არ არსებობს. ამდენად, საკითხავია, რამდენად დაიცავს ამ კანონის ამოქმედება საქართველოს საჯარო სამსახურს იმისგან, რომ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად აგენტები არიან და დღევანდელ "ფეესბე"-სთანაც აქვთ კავშირი, თანამდებობებზე არ მოხვდნენ", - განაცხადა მამრაძემ. ამასთან, მან გაიხსენა, რომ თავის დროზე ე.წ. კაგებე-ს არქივი "საეჭვოდ გადაიწვა". "როდესაც კანცელარიის უფროსი ვიყავი, ასეთ ინფორმაციასთან შეხება მქონდა, უშიშროების საბჭოს სხდომებსაც ვესწრებოდი და მაშინ არსებობდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ეროვნულ მოძრაობაში” “კეგებეს” მიერ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო დანერგილი. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იქაური ეროვნული მოძრაობა თვალისჩინივით გაუფრთხილდა "კაგებეს" არქივებში დაცულ დოკუმენტებს, რადგან ეს სწორედ "მეხუთე კოლონის" გამოსავლენად სჭირდებოდა. აქ კი პირველი, რაც გააკეთეს, ეცნენ "კეგებეს" შენობას და გადაბუგეს ყველაფრიანად ვითომ "მტერთან ბრძოლის" ლოზუნგით. ადვილი მისახვედრია, რატომ დაწვეს მასალები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ფურცელი თვალისჩინივით შეენახათ. მე კი საეჭვოდ მეჩვენება ის გარემოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ამდენი წელია გასული, 6 წელი სრულდება "ვარდების რევოლუციიდან" და ეს კანონი მხოლოდ ეხლა გაახსენდათ" – განაცხადა მამრაძემ, რომლის ინფორმაციით, "ამბობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ნაწილი მაინც გადარჩა, რიგი მასალები კი რუსეთში, სმოლენსკსა და რამდენიმე სხვა ქალაქში ინახება არქივებში". რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება, შეეხოს ლუსტრაციის შესახებ კანონის მოქმედება ამჟამინდელ ოპოზიციურ სპექტრს, რომლის უმრავლესობა 18 წლის წინ აქტიურ პოლიტიკაში იყო, მამრაძე ოპოზიციონერთა ბედს ვერ პროგნოზირებს და მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ "მოქმედი ოპოზიციონერების ბიოგრაფიებს კარგად არ იცნობს". "ზუსტად ვერ გეტყვით, ვის შეიძლება, შეეხოს ეს კანონი, რადგან მოქმედი ოპოზიციის წარმომადგენლების ბიოგრაფიებს კარგად არ ვიცნობ. მე პირადად ოპოზიციაში აგენტს არავის ვიცნობ", - განმარტა მამრაძემ.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=32394&Itemid=1ისე ეს "აგენტს არ ვიცნობ" რას ნიშნავს?
რატომ უნდა იცონდეს აგენტს? საიდან? მე მგონი, აგენტს იცნობს (ანუ იცის რომ X არის აგენტი) მისი "დამვერბოვკებელი" და "წამყვანი ოფიცერი" ...
მესმის ეთქვა აგენტად არავინ მიმაჩნიაო ...
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/