თუ გადაიფიქრებთ სახელმწიფოს ამ ფორმას მზად ვარ დახმარების ხელი გამოგიწოდოდ, ახალი (ძველი) კონსტიტუციის შექმნაში )))))))))
მოსისხლეობის კოდექსი (სისხლის აღება)1. შურისძიების ობიექტის რიგითობა:
1.1. სიკვდილში დამნაშავე.
1.2. დამნაშავის მამა და მისი ვაჟიშივილები – დამნაშავის ძმები.
1.3. დამნაშავის ვაჟიშვილი.
1.4. დამნაშავის ბიძა მამის მხრიდან.
1.5. ბიძაშვილი.
შენიშვნა: ასეთი თანმიმდევრობა მოქმედებს იმ შემთხვევაში როდესაც პირველი ობიექტი მიუწვდომელია, მაგალითად თუ იზოლირებულია ხელისუფლების მიერ ან მიმალვაშია. მაშინ უნდა მოიკლას შემდეგი რიგითობის მიხედვით. ამით შესაძლოა დასრულდეს მოსისხლეობა, თუ ამას შეეგუება მოკლულის ნათესავები.
2. ქალის მოკვლის შემთხვევაში უნდა მოიკლას ორი მამაკაცი.
3. ქალები არ არიან პასუხისმგებლები მოსისხლეობაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ თვითონ მოკლა ვინმე. ამ შემთხვევაში მოსისხლეობა მაინც გამოცხადდება, მაგრამ მისი ობიექთები ხდებიან მამაკაცები ქალის სანათესაოდან, მამის ხაზით. თუ ქალი მოკლავს ქალს, მაშინ უნდა მოიკლას მისი ორი ნათესავი მამაკაცი, მამის ხაზით.
4. ქალს შეუძლია მოსისხლეობა თუ გარემოებების გამო გვარში აღარ ყავს მამაკაცები. ამ შემთხვევაში მისი მოკვლა არასავალდებულოა, შესაძლებელია მხოლოდ თავდასხმის მსვლელობისას.
5. სისხლის აღება შეიძლება მხოლოდ სრულწლოვანისგან, ვინც მიაღწია 18 წელს.
6. თუ მოსისხლე სხვადასხვა მიზეზების გამო ჩათვლის მკლელს არაღირსეულ ადამიანად, მაშინ შეუძლია მოკლას ის ვისაც ღირსეულად ჩათვლის.
7. მართალი მოსისხლე იმ შემთხვევაში თუ გააცნობიერებს რომ მოკლა ოჯახის მარჩენალი, სასურველია ეცადოს მატერიალურად დაეხმაროს ამ ოჯახს.
8. სისხლის აღება შეძლებისდაგვარად არ უნდა დაემსგავსოს ცალკე აღებული გვარის გენოციდს.
სისხლის აღება შესაძლებელია შეწყდეს ან აცილებული იქნას. პირველ რიგში ეს ხდება მაშინ როდესაც სახეზეა აშკარად არა წინასწარ განზრახული მკლელობა, ამ შემთხვევაში შესაძლოა საქმე არც მივიდეს სისხლის აღებამდე. თუმცა თვით ფაქტი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკლელობისა არ ამცირებს მკლელობის მნიშვნელობას. პროცედურული გაგებით მნიშვნელობა არ აქვს მკლელობა ჩადენილია გაუფრთხილებლობით თუ არა.