#15367928 · 5 Sep 2009, 15:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Precursor
| QUOTE | | ალბათ, დემაგოგიური გაქანებით ჰგულისხმობ საბჭოთა კავშირს? |
არ გინდა ეს გაქანება-გამოქანებების მოწერა. ისე მელაპარაკე.
სოციალურის სამართლიანობის ლოზუნგით მხოლოდ საბჭოთა კავშირი არ აღინიშნება. ეს მოძრაობა მთელ ევროპას იყო მოდებული და ნახევარ მსოფლიოსაც გადასწვდა. პირველ რიგში, ვგულისხმობდი ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელსაც უზარმაზარი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა. საბჭოთა კავშირის გარეშე მაგ მოვლენის განხილვა შეუძლებელია, მაგრამ ის არ დაიყვანება მხოლოდ საბჭოთა კავშირზე, არ დამყავს და გთხოვ, ნურც მომაწერ.
| QUOTE | | მცდარი შედარებაა - საბჭოთა კავშირში არ ყოფილა სოციალური სამართლიანობა - პარტოკრატიას ეკუთვნოდა ყველაფერი, ხოლო ხალხს - არაფერი! |
მცდარი შედარება იქნებოდა, თუ შევადარებდი. საბჭოთა კავშირში დავიბადე და გავიზარდე და არ მეცოდინება, რომ იქ სოციალური სამართლიანობა არ ყოფილა და ეს მხოლოდ შირმა იყო იმპერიალისტი ღორებისთვის?
| QUOTE | | სოციალური სამართლიანობა არის განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში |
ჰოო, შენ თურმე სულ სხვა რამეზე ლაპარაკობდი. მაგრამ ძალიან ორიგინალურად გამოგივიდა. ჩემთვის უჩვეულოა, როცა სოციალური სამართლიანობით განვითარებული კაპიტალიზმი აღინიშნება. ამიტომაც სხვანაირად გავიგე. უფრო სწორად, ისე გავიგე, როგორც უნდა გამეგო  | QUOTE | | ესოდენ საოცნებო დასავლეთში |
ეგ ირონია მე არ მეკუთვნის. ვარდისფერი სათვალეები მოზარდობისას გამიტყდა და საბოლოოდაც მოვიშორე.
ძვირი რა. ეს მათი ისტორიაა, ასე იცხოვრეს. დადგმული კი არ იყო, რეალური ცხოვრება წავიდა იმ გზით, რომლითაც წავიდა. ამქვეყნად კი ყველაფერი კარგი ძვირი ჯდება.
| QUOTE | | ძვირი ნაცმოძრაობა გვიჯდება! |
ნაცმოძრაობა რა ხილიცაა, კარგად ვიცი, მაგრამ ამ საკითხთან ყურით მოთრეული მგონია. თუ ეროვნული ლეიბორიზმის პოზიციებიდან არ აკრიტიკებ (ამ კონკრეტულ თემაში), მაშინ უნდა დამატებით განმიმარტო. ბოლომდე ვერ გავიგე.
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|