მე მგონი,სააკაშვილი კარგი პრემიერ მინისტრი იქნება.
რომ დავფიქრდი,პრობლემა არის პრეზიდენტობის ინსტიტუტში.არა,მისი გაუქმებისა და ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის მომხრე არ ვარ,უბრალოდ,პრეზიდენტის პრობლემა გვაქვს მიხეილ სააკაშვილის სახით,და არა მიხეილ სააკაშვილის პრობლემა,როგორც ასეთი.
ჩემი აზრით,მიშიკო აშკარად კარგი პრემიერ მინისტრი იქნება,მაგისთვისაა ეგ თანამდებობა ზედგამოჭრილი.რაღაცას რომ იტყვის,მინისტრებს უპირობოდ შეასრულებინებს,ჟილკა აქვს,მიმწოლია,პრინციპული...გამოცდილებაც აქვს უკვე მიღებული.მოკლედ,იდეალური კადრია პრემიერ მინისტრის პოსტისთვის,მაგრამ საპრეზიდენტო კაცი არაა - ზედმეტად ემოციური და ძალაუფლების მოყვარულია.მას "უფროსი" უნდა ჰყავდეს საქართველოშივე,თუ გვინდა,რომ ქვეყანამ იხეიროს.ახლა მას ტოტალური ძალაუფლება აქვს ხელში ჩაგდებული და იმიტომაც მოუდღნა დედა სამართალს.პრემიერ მინისტრი რომ იყოს,მისგან მხოლოდ პოზიტივს გამოვწურავდით და კარგი პრემიერ მინისტრიც იქნებოდა.
იგივე ვანო მერაბიშვილი რომ ავიღოთ-კარგი პრეზიდენტის ხელში,საქართველოსთვის ისიც ძალიან კარგი შუსუსუს მინისტრი იქნებოდა.ის ახლაც კარგი მინისტრია...ნაცმოსთვის.პრობლემა მერაბიშვილში არაა,ამ სისტემის გადამკიდე,არავინ და ვერავინ იქნებოდა კარგი შუსუსუს მინისტრი საქართველოსთვის.პრობლემა სახელებსა და გვარებში არაა.მოკლედ,მერაბიშვილის უკეთ გამოყენებაც შეიძლება ქვეყნისთვის.
ნაციონალურ მოძრაობაში არაერთი ნიჭიერი ადამიანია,რომელთა რაციონალურად გამოყენებაც ასევე შეიძლებოდა ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
მოკლედ,კარგად თუ დავფიქრდებით,პრობლემა არაადეკვატურ პირველ პირშია.სხვა ტიპის პრეზიდენტი გვინდა-გაწონასწორებული,სამართლიანი,პატივსაცემი,პოლიტიკურად ცბიერი, მეტნაკლებად მისაღები ამერიკისთვისაც და რუსეთისთვისაც(საცოდავი ევროპისთვისაც),გამოცდილი(ოდნავ ასაკოვანი),მომთხოვნი,თავმდაბალი,ჭკვიანი,კანონის დამცველი,არამარიონეტული,ქარიზმატული და ძლიერი პიროვნება.(დიმიტრი გელოვანებზე კაიფს არ ვართ)
თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება,მაშინ 2013-ში მიშიკოს პრემიერ მინისტრობის წინააღმდეგი არ ვიქნები.(თქვენი არ ვიცი)
მნიშვბნელობა არ აქვს,ნაციონალური მოძრაობიდან იქნება თუ ლეიბორისტებიდან,მთავარია "კაცი იყოს კაცური"

მაგრამ 2013-ში თუ 'პუტინ-მედვედევის' სცენარი გათამაშდება,მაშინ პოლნი პიზდეცი იქნება ყველა მხრიდან

მოკლედ,მიშიკოს ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული საქართველოსთვის,ამის არდანახვა მკრეხელობა იქნება

მაგრამნ მის მიერ გაკეთებულ პოზიტივს ნეგატივი გადასწონის და ამაშია მთელი პრობლემა.პრემიერ კმინისტრი რომ ყოფილიყო,მაგ ნეგატიურ საქმეებს ვერ ჩაიდენდა,ძალიანაც რომ სდომოდა.პრეზიდენტის სავარძელთან და ტოტალურ ძალაუფლებასთან ასოცირდება ეგ ნეგატივი.
მე ასე ვფიქრობ.თქვენ რას იტყვით?