#15536226 · 15 Sep 2009, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pioneer
| QUOTE | | ცხინვალის რეჟიმი დამოკიდებული იყო ამ შავ ბიზნესებზე, მათი გამოყენება შეიძლებოდა რეჟიმის მოსაქრთამად.. მაგრამ ყველაფერი გაკეთდა ყველაზე იდიოტური სცენარით.. |
იდიოტური სცენარით რომ გაკეთდა მაგაში ალბათ მართალი ხარ, მაგრამ არც რუსეთს ეძინა, აჭარის მაგალითი ჰქონდა სახეზე და მომზადებული დახვდა ნაცების ჩალიჩს რეგიონში. ეხლანდელი გადასახედიდან ალბათ აჯობებდა უფრო ფრთხილი მოძრაობები ცხინვალში, მაგრამ არსი არის ერთი: ვერანაირი ნაბიჯი სიტუაციის მეტ-ნაკლებად კონტროლზე აყვანისა ვერ დარჩებოდა დაუსჯელი პუტინის რუსეთის მხრიდან. ეგ კი არა დარწმუნებული ვარ სულ რო არაფერი გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას მაგ რეგიონში და მიეშვა თვითდინებაზე, მაინც აირეოდა სიტუაცია, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, ცხინვალი არ იყო და არის მიზანი რუსეთისთვის, ის მხოლოდ იარაღია. და როდესაც მსროლელს გადაწყვეტილი აქვს ამ იარაღის გამოყენება მსხვერპლის რეაქციები იქ ნაკლებმნიშვნელოვანია, შედეგი კი ფატალური ყველა ვარიანტში.
--------------------
გაყინული ქათმების დიდი პარტია მივიღეთ
|