LIKA-KHATIAბოლომდე ჩაგეკითხა და გაგეანალიზებინა ეგ ნაწარმოები, სკოლისდროინდელი საზეპიროებით რომ გვამარაგებ.

მეფემ აღარა ბძანა რა, ინება თვისი წადილი;
გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი.
გათავდა რჩევა, გარდასწყდა, მან მაითხოვა სადილი.
ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.
ტიროდენ. ამას იტყოდენ ახლა არს ჩვენი დავსება!
ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება.
მესამე კიდევ მიობა, ორი საბელი თავს ება.
სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!
მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:
სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!
ყეენის სპარსალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელძწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
ჩვენს ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:
რა სამთავ ცემა შაექნასთ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,
ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!
შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,
წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის ღვართ მოადინებდა.
This post has been edited by karlsoni on 5 Oct 2009, 12:52
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/