კარგი ახლა , რათ გინდა ეს , სოხუმში რომ რუსულად ლაპარაკობდნენ ძირითადად, ამას როგორ არ ეთანხმები ,სიმართლეს ამბობს თემის ავტორი , ისევე როგორც ბევრ რამეს , როგორი მტკივნეული და არასასიამოვნო არუნდა იყოს ,ჩვენთვის ამის მოსმენა .
ერთი რაღაც მახსენდება ამაზე, პატარა ვიყავი და მასეირნებდნენ , ჰოდა დედაჩემის მეგობარი შეგხვდა , წერეთელი გვარად და რაღაცას საუბრობენ , ეს კაცი თან მეფერება ამ საუბარში , მე ვდგავარ , აშკარად გაბერილი და უკმაყოფილო და ბოლოს ვეკითხები , შენ ქართველი ხარ მეთქი , კიო , აბა მეთქი რუსულად რატომ მელაპარაკები, მეც ქართველი ვარ მეთქი . კაცი აილეწა , აუ, მართალია ეს ბავშვი და შერცხვა მაგარი და დაიწყო , რო აი ჩვეულება თორემ ისე როგორ უნდა ველაპარაკებოდეთ ქართველები რუსულად ერთმანეთს და რაღაცეები . სამაგიეროდ მე ვიდექი უზრდელი და კმაყოფილი . ახლა არც ის კაცია ცოცხალი და სოხუმშიც აღარავინ აღარ ლაპარაკობს ქართულად ...