ეხლა: რისი გაკეთება მოასწრო ეროვნულმა ხელისუფლება 1 წლის მანძილზე (არსებულ პირობებში):
პუტჩისტების და ჩაგელიშვილისნაირი ტიპების პროპაგანდის მსხვერპლებისათვის:"1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტი შესრულდა 300 000 000 მანეთის გადაჭარბებით .
"რაჭასა და ზემო იმერეთში მიწისძვრით დაზარალებული 3500 ოჯახისთვის აშენდა ახალი სახლები (ორ სართულიანები).
25 000 სახლს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა"
"აშენდა ჭოროხზე უდიდესი ხიდი საქართველოში."
"1992 წლის 6 იანვარს, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება სამშობლოს ტოვებდნენ, საქართველოს არც ერთი ქვეყნის არც ერთი კაპიკი არ ჰქონდა ვალი. ჩვენი ვალი კი 7 ქვეყანას ჰქონდა."
საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესიამ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ" .
1991 წლის 26 მაისს სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების დაწყების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" და სხვა.
1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.
პრივატიზების პრაქტიკული პროცესიდეტალურ ინფორმაციას ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებში პრივატიზების პროცესზე იძლევა „მსოფლიო ბანკის“ - „პრივატიზების მონაცემთა ბაზა“.
http://rru.worldbank.org/Privatization/მის შესაბამისად პირველი საცდელი პრივატიზებები ისეთმა მოწინავე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის“ კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჩაატარეს:
ესტონეთი 1992 - „Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
ლატვია 1992 - „Manufacturing & Services Aldaris“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - ლუდის კომბინატი - შემდგომი აქტები მხოლოდ 1994 წელს)
ლიტვა 1992 - „Manufacturing & Services Hotel Meguva“ (სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1 სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)
ბალტიის სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში: 6 მცირე და საშუალო ზომის საწარმო.
1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა ჰქონიათ.
საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (ომის, მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის“ პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო. „სამწუხაროდ“ ანუ სპეციალურად „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს მონაცემთა ბაზაში მაღაზია „გოლიათის“ 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით დაპრივატება არაა დაფიქსირებული - რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრივატიზების პირველ აქტს წარმოადგენდა - ანუ მიჩქმალულია საქართველოს პიონერული როლი!.
* * *
დასკვნა:საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა სხვა რესპუბლიკებს პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებაში).