აუუ, აზრზე არა ხართ რაებს წერთ!
გაარჩიეს საქმე ლაწირაკებმა და მოაწყვეს საკანში ქურდული გასამართლება.
ისიდორე გამახსენდა "თეთრი ბაირაღები"-დან და მეც მინდა დაგიყვიროთ შოშიასავით:
გაჩუმდით მკვლელებო, გათახსირებულებო!
გაჩუმდით!
ბპგ-ზე მეტად სამშობლოზე შეყვარებული რომელიც ხართ, არსად დაგეკარგოთ ეგ "გულანთებული პატრიოტიზმი"
თუ არ მოგწონთ მისი აზრი და საკითხისადმი ასეთი უხეში მიდგომა, გაიარეთ რა და გადადით მომღერალშადრევნებიან თემებში.
ახალგაზრდებს მინდა ერთი თხოვნით მივმართო:
სანამ რაიმე ზუსტად არ გეცოდინებათ, ნუ იქნებით ასეთი სასტიკები და კატეგორიულები.
უბრალოდ სასაცილოა, ფინეთში მცხოვრებ ადამიანს თავი მოაწონო თუნდაც იმით, რაც მიშამ მართლაც გააკეთა.
აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ არანაკლები მშენებლობა და ფასადების შეღებვა გროზნოშიც კი მიდის.
და რომ მხოლოდ ეს- არაფერია.
რომ ქვეყნის გაერთიანების პირობა უნდა შესრულებულიყო.
ეეჰ, ბატონო ბესარიონ!
არაა აქ ის აუდიტორია, რომელიც თანაგრძნობით შეხედავს თქვენს გახსნილ თემებს.
ახალმა თაობამ ძირითადად მონაყოლით და ფილმებით იცის თქვენი პერიოდის ამბები და ნუ მოსთხოვთ ისე ეტკინოთ, როგორც თქვენ გტკივათ.
არც უნდა ტკიოდეთ ალბათ.
მცირე ნაწილისთვის გასაგები და მისაღებია თქვენი პოზიცია.
ნაწილს მობეზრდა, რადგან ნიახური ხომ არაა ამ ქვეყანაზე მეორედ მოვიდეს.
ნაწილი თავადაა დაბოღმილი თქვენზე.
ახალგაზრდები სხვა სამყაროში ცხოვრობენ უკვე და ვერ იგებენ თუ რა უნდა ამ ასაკიან, გაბრაზებულ ბაბუას მათგან.
მე მაინც ღმერთის და ძველი, გამძლე გენის იმედი მაქვს