ეს იყო რეალურად
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქუთაისში ახლადგარემონტებული №2 საპყრობილე გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების გახსნას მინისტრის მოადგილეები, კოკა სეფერთელაძე, ლევან ზარანდია, საელჩოების წარმომადგენლები და დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დაესწრნენ. დაწესებულებაში ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე მიბრძანდა, რომელმაც ახალი დაწესებულება აკურთხა. №2 დაწესებულება, რომელიც 1900 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 4 კორპუსისგან შედგება და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ახალ დაწესებულებაში მდებარეობს სამედიცინო განყოფილება, რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის სტომატოლოგიური კაბინეტით და ყველა საჭირო მედიკამენტით. განყოფილებაში მინი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაცაა შესაძლებელი. ნარკოტიკებზე დამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამა “ატლანტისი”. პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულებისთვის ჯგუფური თერაპიის, ინდივიდუალური გასაუბრებისა და სპორტული ოთახებია მოწყობილი, ცალკეა საშხაპე და საეკლესიო კუთხე. დაწესებულებაში მორწმუნე მსჯავრდებულებისთვის ცალკე სამლოცველო მოქმედებს, ხოლო ხატწერით დაინტერესებულთათვის სპეციალური ოთახია გამოყოფილი. მუშაობს მაღაზია, ბიბლიოთეკა, უახლოეს მომავალში კი კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნება. ქუთაისის ახლადგარემონტებული №2 დაწესებულების ექსპლუატაციაში შესვლა, სამინისტროს საშუალებას მისცემს მოხსნას გადატვირთულობის პრობლემა დასავლეთ საქართველოში. ამავე დაწესებულებაში დაგეგმილია ასევე რუსთავის №2 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილის გადმოყვანაც.
http://www.mcla.gov.ge/content.php?lang=geo&id=441