საოცარია ერთმანეთს ვგავართ..
ბაბუის მამა, ბაბუა, მამა...
თითქოს მოვდივართ სხვადასხვა დროში..
სხვადასხვა აზრით და ერთი დროშით..
განსხვავებული თუმც ხმები ისმის...
შემადგენლობა ერთი გვაქვს სისხლის..
პროფილი, შუბლი თვალები თაფლის...
ხან მზერა თბილი, ხან მზერა მძაფრი...
ყველაფრისათვის მადლობა გამჩენს...
რომ ძალა ერჩის გარუჯულ მარჯვენს,
რომ ფიქრი იბრძვის წყობილი მწკრივად..
და გულებს ისევ სამშობლო სტკივათ..
ბაბუის ნატვრა შენში რომ ახდეს,
თვითონ ბაბუა მალე რომ გახდე,
უნდა გჯეროდეს მართალი სიტყვის,
რადგან ცხონებას ეს უდრის თითქმის...
ყველაზე ლამაზს იმღერებს ყელი
ყველაზე ძვირფასს ეხება ხელი,
ჯანსაღი ფესვის ჯანსაღი ყლორტი
მძლავრობს ისევ და მწვანდება კორდი
და ამიტომაც ერთმანეთს ვგავართ.. 
ბაბუის მამა, ბაბუა, მამა...
აი ეს მინდოდა მეთქვა... 
