თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რაიონების უბნებად დაყოფის საკითხი განიხილა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
29 / 10, 2009 12:02
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რაიონების უბნებად დაყოფის საკითხი განიხილა.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრმა, “ლეიბორისტმა” პაატა ჯიბლაძემ დღის წესრიგიდან რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის, ახლად შექმნილ უბნებში რაიონის გამგებლის წარმომადგენლების დანიშვნისა და მისი მოადგილეებისათვის სახელფასო ოდენობის განსაზღვრის საკითხების მოხსნა ითხოვა.
როგორც ჯიბლაძემ აღნიშნა, გამგებლის წარმომადგენლის ხელფასი 1600 ლარით იქნება, ხოლო მისი მოადგილის – 1100 ლარი. რისთვისაც, “ლეობორისტების” გათვლებით, წლის განმავლობაში 972 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ხოლო თუ ამას პრემიებიც დაემატება, შესაძლოა, ხარჯმა მლნ 300 ათასს მიაღწიოს.
მისივე განცხადებით, რაიონებს ჰყავთ მაჟორიტარი დეპუტატები, როგორც საკრებულოში, პარლამენტში და ისინი უნდა აგვარებდნენ რაიონებში მოსახლეობის პრობლემებს. გარდა ამისა, არსებობს გამგეობები და ჯიბლაძეს კიდევ ამ ახალი შტატების შემოღება ზედმეტად მიაჩნია.
საბოლოოდ საკრებულომ ეს საკითხი 29 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც პაატა ჯიბლაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
თბილისის მასშტაბით არსებულ ექვს რაიონულ გამგეობაში 30 ტერიტორიული ერთეული შეიქმნება.
კერძოდ, ძველი თბილისის რაიონში - მთაწმინდა-სოლოლაკი-ორთაჭალის; ვერა-თამარ მეფე-აღმაშენებლისა და ქვედა ჩუღურეთი-ავლაბარის ტერიტორიულ ერთეულები.
ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაკე-ბაგების, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების, დიღომი-ვაშლიჯვრის, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩისა და კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის ტერიტორიული ერთელები.
ისან-სამგორის რაიონში - კრწანისი-ფონიჭალის, ზემო ავლაბარი-მეტრომშენის, ნავთლუღი, ვაზისუბანი – მე-8 ლეგიონის, ვარკეთილის, მესამე მასივის, ორხევი-აეროპორტის, ლილოს, ქვემო სამგორის.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი ზემო ჩუღურეთის, დიდუბის და დიღმის მასივის ტერიტორიულ ერთეულებს გააერთიანებს. გლდანი-ნაძალადევის რაიონი კი - ძველი ნაძალადევი-ლოტკინის, ნაძალადევის, სანზონის, თემქის, ავჭალა-გლდანის ხევის, გლდანის ლუწი მიკრორაიონების, გლდანის კენტი მიკრორაიონების და მუხიანის ერთეულებს. დიდგორის რაიონი - დიდგორის ტერიტორიულ ერთეულს.
თითოეულ ტერიტორიულ ერთეულს გამგებლის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, რომელიც კონკრეტულად იმ უბნის მცხოვრები იქნება და უშუალოდ რაიონის გამგებელს დაექვემდებარება.
გამგებლის წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომებს დაესწრებიან და საკუთარი უბნის პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.
მერიის ინფორმაციით, პროექტი მოსახლეობისთვის მომსახურების გამარტივებას ისახავს მიზნად, რათა თავისივე უბანში მარტივად და დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის სოციალური, იურიდიული თუ სხვა მუნიციპალური მომსახურება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.