#16237117 · 31 Oct 2009, 12:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (jangula @ 31 Oct 2009, 12:02 ) | ნებისმიერ შემთხვევაში თუკი დასავლეთმა თურქეთს უგანა (და პირიქით) ეს ამბავი ჩვენთვის სასიკეთოდ არანაირად არ აისახება. თუქრეთი თუ რუსეთს შეეჯვრა, პისდეც...დაგვერხევა.... |
თურქეთ-რუსეთის შეჯვარების რა მოგახსენო, მაგრამ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. ნაბუკოს პროექტის პარალელურად თურქეთი დასთანხმდა სამხრეთის ნაკადსაც, რუსული ტურიზმი თურქეთში მძლავრ ფაქტორად გადაიქცა თურქეთის ტურიზმისთვის, იზრდება ვაჭრობა, თურქეთს სულ უფრო და უფრო მეტად გაურბის თვალი რუსული იარაღისკენ და ა.შ. ერთი რამ კი უდავოა. რომ შევადგინოთ იმ ქვეყნების სია, რომელთაც არ აწყობთ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების მოგვარება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაცია, ამ სიის სათავეში ალბათ თურქეთი უნდა იყოს. ეს კონფლიქტი თურქებს აძლევს საშუალებას ყველანაირად იხმარონ საქართველოს რესურსები, გადააქციონ საქართველო თვიანთი ნაგავი საქონლის ბაზრად. ანუ საქართველოს უყურებენ როგორც თუქეთის ეკონომიკის ერთგვარ დანამატს, არც თუ ისე დიდ. მაგრამ მაინც დანამატს.
This post has been edited by caliber on 31 Oct 2009, 12:28
--------------------
Gandhi once said, "First they ignore you. Then they laugh at you. Then they fight you. Then you win."
|