ჩემო ბატონო ierofan , უპირველეს ყოვლისა გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას.
მოწონება-დაწუნება ინდივიდუალური რამ გახლავთ და კოლექტიური გემოვნების ტრაფარეტებით მისი დადგენა და დაკანონება ძალადობაა. არადა თქვენს ფორუმზე ამ ფენომენთან გვაქვს საქმე. უნდა აღიაროთ , რომ თქვენ არ გიყვართ ისინი, რომლებიც თქვენნაირად არ ფიქრობენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შეამჩნიოთ ვინმეს , იმ წამსვე იწყება დიმპიტას მიერ კარგად გაწვრთნილი "დედაკაცების" წივილ კივილი. -"ეგ ვინ არის?" -"როგორ ბედავს?" -"ნამდვილად პროვოკატორია"-მოკლედ, რიყის ქვებივით წამოვა მსგავსი პოსტები "თავხედის" მისამართით. ასეა ეს და ვიცი რომ ამას ვერ უარყოფთ. ამგვარი კოლექტიური ნების კარნახით ჩამოყალიბდნენ დიმპიტას მაამებელი "მოღვაწენი", რომელთა შორის ლილიკო (მაია ცაბოშვილი) გამორჩეულია. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. არავის არასდროს არ ვერჩი, არავის მიმართ აგრესიული არ ვარ, მაგრამ ჭირის დღესავით ვერ ვიტან რუსეთს ... ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის , რომ თქვენს ფორუმზე ჩავწიხლულიყავი...რატომ და რისთვის, რატომ აყენებთ ადამიანს ტკივილს? ყველაზე ცუდი კი ის არის , რომ მისამართზეც ადებთ ბანს. ესე იგი, ადამიანს უსპობთ ყველანაირ საშუალებას თავი "გაიმართლოს". და დარბის ეს ადამიანი, დარბის და თავის გულს ასკდება, ასეა ეს. და ეს ერთი ადამიანის, არ შემდგარი პოლიტიკოსის, უმეცრებით და ამპარტავნობით გაჯერებული დიმპიტას დამსახურებაა, ადამიანის რომელმაც ვერ შეძლო თავის ადგილის პოვნა, მაგრამ შექმნა საკუთარ "იმპერია" და ამით იკმაყოფილებს მოჭარბებულ პატივმოყვარეობას. ევასება კლიენტს, როდესაც მის გამოჩენაზე შიშისგან ფაღარათი ემართებათ "ქვეშევრდომებს"

. ასეა ეს, მასტი ამისთვის ყველაფერს კადრულობს, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია.
სამწუხარო კი ის არის, რომ შეიცვალა "მთავრობა", მაგრამ ისევ დიმპიტაა "ცვეტში", ისევ დიმპიტას მიყავს "პარადი", ისევ დიმპიტას დაკრულის ტაქტში აქნევს უკანალს პოლიტფორუმი.
პ.ს. თხოვნა მაქვს : მომეცით საშუალება, რომ ეს თემა გავხსნა პოლიტფორუმზე
This post has been edited by licemer on 31 Oct 2009, 09:22