„ზედაპირზე რომ არავის ამოაქვს ეს პრობლემები, იმიტომაც არის ასე ჩამპალი ვითარება საპატრიარქოში“ ავტორი შორენა გოგოლაძე

"დრონი.ჯი“: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარ-კამპანიის უშუალო მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ქმნიდნენ იმ ვიდეორგოლებს, რომელსაც შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერი, თეა თუთბერიძე აქტიურად ტვირთავდა ინტერნეტფორუმებზე...
ბასილ კობახიძე: ნებისმიერი ადამიანი საზოგადოებრივად აქტიური უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ ირანი და არც ჩვენს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მკრეხელობისთვის ან სიტყვის თავისუფლებისთვის ადამიანი სამართლებრივი წესით ისჯება.
- აღნიშნული ვიდეორგოლების შექმნა და შემდეგ მისი გავრცელება მკრეხელობა არ იყო? - შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს კანონთ არ ისჯება. მკრეხელს დასჯის ეკლესია თავად.
- თქვენს ნაწერებში აღნიშნავთ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას შერჩენილი აქვს შუასაუკუნეების სამი მნიშვნელოვანი განზომილება. ეს არის დუმილის კულტურა, ჩაკეტილობის კულტურა და დომინირების კულტურა. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დღეს ქართული ეკლესია და რატომ აქვს მას შუასაუკუნეების გადმონაშთი განზომილებები? - საქართველოს საპატრიარქო ემსახურება იმას, რასაც ემსახურება დღეს რუსეთის საპატრიარქო. იქ ჩამპალია სიტუაცია და არავის აქვს სურვილი არსებულ მდგომარეობა დღის სინათლეზე გამოიტანოს იგი. კრძალავენ საუბარს ღიად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგდებით ემუქრებიან სასულიერო პირებს.
- კონკრეტულად ვის შესახებ საუბრობდით ამ დროს, როდესაც ამბობდით, რომ ქართულ ეკლესიაში გაანადგურეს ლიბერალები? - სინამდვილეში ეს უკვე გახდა ერის პრობლემა. ქართულ საზოგადოებაში და ეკლესიაში ლიბერალები არ ყოფილან. ვიყავით მხოლოდ ორნი. ერთი დარჩა და მე პროტესტის ნიშნად დავტოვე ეკლესია.
- ვინ არის ის, ვინც დარჩა? - მე როდესაც პროტესტის გამოვხატავდი საპატრიარქოში არსებული ვითარების გამო, ტელევიზიით გმოვდიოდი და მეკითხებოდნენ ვინ არიან შენი თანამოაზრეებიო, არ ვასახელებდი. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ - რომ დაგისვეს შეკითხვა ვინ არიან თქვენი თანამოაზრეებიო კანკალი დაგვაწყებინა, ახლა არ დაგვასახელოსო.
რა თქმა უნდა, ზაზა თევზაძე შემიძლია დავასახელო. დანარჩენების შეშინება კი, ვიცი, შეიძლება და ვისზედაც მუქარა ჭრის, მათ სახელებს არ დავასახელებ. შესაბამისად, როდესაც საპატრიარქოში ასეთი დამპალი სიტუციაა, თავისთავად იქ ვერ აიტანდნენ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებს.
- თქვენ ამტკიცებთ, რომ ქართულ ეკლესიაში ძალიან ბევრია სადუკეველი. განსაკუთრებით საუბრობთ ილია მეორის სადუკეველობაზე. რით ამტკიცებთ, რომ უწმინდესი არის სადუკეველი და მატერიალისტი? - თქვენ შეკითხვისას ახსენეთ, რომ სადუკეველები ეს ცნობილია საზოგადოებისათვის. მე ვფიქრობ, რომ არ არის ცნობილი სადუკეველები ვინ იყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები ქრისტეს დროს, რომლებიც იუდას რელიგიურ-პოლიტიკური პარტიების წევრები იყვნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ აუცილებელია, რელიგიურ პირს და კათოლიკოს პატრიარქს აუცილებლად ბოლო მარკის მანქანა ჰყავდეს?
- თუმცა არც საბჭოთა „ჟიგულით“ უნდა დადიოდეს. პატრიარქი წარმოადგენს ქვეყნის სახეს. რომელ ქვეყანაში დადის პატრიარქი
საბჭოთა დროის მანქანით? - ერის სირცხვილი, იცით რა არის? ამ პირამიდის აშენება. სამების ტაძარს ვგულისხმობ. ზოგი ამბობს რომ ეს ერის დიდებაა და არა სირცხვილი.
პირამიდას იმიტომ ვეძახი სამების სკათედრო ტაძარს, რომ ეს ტაძარი ზუსტად იმ რელიგიურობით არის აშენებული, როგორც აშენებდნენ ძველი ეგვიპტელები პირამიდებს. ისინი ისეთივე მოწიწებით ეპყრობოდნენ პირამიდების აშენების დროს, როგორც სამების საკათედრო ტაძრის შენებისას ქართველები მას. სახარებისგან არ გამოსულა ეს. ის სახარებისეული გრძნობა არ არის, ის რელიგიური გრძნობა არ არის. ეს არის ზუსტად პირამიდების გრძნობა.
ნამდვილი სახარებისუელი გრძნობა არის ის, როდესაც ევროპელები აშენებდნენ მართლაც ერის დიდებისთვს ტაძარს. ქათოლიკოს პატრიარქი ამბობს, რომ ქართველი ხალხის სახე არის სამების ტაძარი, მე ვამბობ რომ თუ ეს მართლაც ასეა, ქართველი ხალხი ძალიან ცუდ დღეშია. აქედან გამომდინარე, ეს არის ელემენტარული რაღაცა.
სადუკეველები არის რა, არის გულგრილობა, ადამიანი არის სულელი, ზოგჯერ შავს ამბობს, ზოგჯერ თეთრს, ოღონდაც კი ტივტივებდეს ზედაპირზე. თუკი ჩვენ დავუკვირდებით კათოლიკოს პატრიარქის ქმედებებსა და გამონათქვამებს, რას ამბობდა ის საბჭოთა პერიოდში და რას ამბობდა შემდეგ, ეს, სხვა არაფერია, თუ არა, ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
აქ არანაირ პრინციპებზე, არანაირ ღირებულებებზე საუბარი არ არის. დისკუსია ლიბერალებსა და ფანატიკოსებს შორის ხდება, მაგრამ სადუკეველებთან, რომელთა სათავეშიც ილია მეორე დგას, მათთან დებატებს აზრი არ აქვს. იმიტომ რომ, მათთვის მხოლოდ ერთია მთავარი, ჰქონდეთ ყოველთვის ძალაუფლება.
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მათთვის პრიორიტეტულია სოციალურ-ფინანსური მდგომარეობა. აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემთან მღვდელი, სახელს და გვარს, ბუნებრივია, არ დავასახელებ, ის ჩემი მეგობარია და მითხრა, რომ რატომ არ აქცევს უშიშროება იმას ყურადღებას, თუ რა ხდება ეკლესიებში. მე ვეკითხები, შენ რატომ არ იღებ ხმას? ხომ მღვდელი ხარ? ხომ გაწუხებს შენც საპატრიარქოში არსებული პრობლემები? შენ ხომ ქრისტეს ემსახურები და ხომ უნდა მივბაძოთ მას არა?
იცით რა პასუხი გამცა? მე სამი შვილი მყავს, არაფერი ვიცი. ჩემი საქმე მხოლოდ მღვდლობაა. არ ვიცი არანაირი პროფესია. ამიტომ მე მშიერი დავრჩები. მაგრამ ასე, რომ ფიქრობს მღვდელი, იმის მსახურება რა არის? მარტო ბურდღუნი და ალილუიას ძახილია საჭირო? და საკმეველი აქნიო?
- თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მიესალმებით გახსნილობას და საპატრიარქოში არსებული პრობლემების დღის სინათლეზე გამოტანას. დაასახელეთ ეს მღვდელი, რომ შემდეგ დაიკითხოს თუ რა პრობლემებზე საუბრობს! - ეს პირი კი არ არის დამნაშავე, ზოგადად სისტემაა დამნაშავე.
- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გაკეთდეს, რომ აღარ იყოს ის პრობლემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ საპატრიარქოს ნამდვილად აქვს?
- დაიწყო ეკლესიის გაჯანსაღებაზე მუშაობა. 2004 წელს საქართველოში ჩატარდა სემინარი სასულიერო პირებისათვის, რომელიც საპატრიარქოში ვითარების გაჯანსაღებას ითვალისწინებდა.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამღვდელოების ჯგუფის განცხადება, რომელსაც 6 მღვდელი აწერდა ხელს. შემდეგ ისინი დაიბარეს საპატრიარქოში და ყველანი შეაშინეს ერთის გარდა. შემდეგ ყველამ უარი თქვა ამ გაჯანსაღების რეფორმის ეფექტურად განხორციელებაზე.
საზოგადოებამ არ დაუჭირა მხარი მათ. შემდეგ ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რას გვიშვები ჩვენო. სად არის საზოგადოება, სად არის სამოქალაქო საზოგადოებაო? მითხრეს, რომ ჩვენ დაგვსვეს საპატრიარქოში და გვითხრეს დედას გიტირებთო, გაგაგდებთ, გაგყრითო. მათ მე ვერანაირად ვერ დავიცავდი. მათთვის რომ მეთქვა, რომ იმედი საზოგადოების კი არ უნდა გქონდეს, არამედ ქრისტესი მეთქი, იტყოდნენ ეს ვერ არისო.
ეს არის მათთვის სისულელე. ქრისტე არა - იხვი. ამ პოზიციით არიან. რომ ვამბობ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა არავის სჯერა. მრევლს სწამს თავის მამაოსი. ის რომ თავზე ხელს დაადებს, ის მშვიდდება. უგვარდება ყოველდღიური პრობლემები და დანარჩენი სულ არ ადარდებს. ეს არის მაგიურ-წარმართული დამოკიდებულება.
- უწმინდესის წინააღმდეგ აგრესია თეა თუთბერიძის მიერ წამოვიდა მას შემდეგ, რაც პატრიარქმა პედაგოგებთან შეხვედრაზე ხელისუფლება გააკრიტიკა. თუთბერიძემ, ან კიდევ ვიდეორგოლების ავტორებმა მანამდე რატომ არ გააკეთეს ეს ვიდეორგოლები პატრიარქზე? ეს ხომ არ არის უწმინდესის წინააღმდეგ სამაგიეროს გადახდის მცდელობა? - თეა თუთბერიძე მანამდე სად იყო, არ ვიცი. ეს ამბავი იმიტომ ატყდა, რომ თეა თუთბერიძე არის ასოცირებული ხელისუფლებასთან. დანამდვილებით ვერ ვიტყვი არის თუ არა ეს პატრიარქისათვის სამაგიეროს გადახდის მცდელობა. ისე, ილია მეორეს სჩვევია ასეთი გამოსვლები. ილია მეორე როგორც 1990-იან წლებში, ასევე 2008 წლის აგვისტოში ელოდებოდა თბილისში რუსეთის ჯარს, რომ დაელოცა იგი ქართველების წინააღმდეგ.
ეს ახალი არც იქნებოდა მისთვის, ანალოგიური არ გააკეთა 1990-იან წლებში? თუკი გასული წლის აგვისტოში სააკაშვილის წასვლის შემთხვევში რუსეთის ხელისუფლება რომელიმე მმართველს გამოაგზავნიდა, ილია მეორე აკურთხებდა მას. ამიტომ მთავარი პრობლემა სასულიერო პირებშია. ზედაპირზე რომ არავის ამოაქვს ეს პრობლემები, იმიტომაც არის ასე ჩამპალი ვითარება საპატრიარქოში.
http://#####.##/?article_id=154&lang=geo