განსაკუთრებით როცა ამას თვით "პატრიარქი" სჩადის
ს.უ.კ.-ის აგენტთა სია „Soviet Analist”-ის ფურცლებზე

1990 წლის ზაფხულში „სუკმა“ დააკავა ეროვნული მოძრაობის წევრები და ცდილობდა მათზე საქმის შეთითხვნას, ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნა – გაენთავისუფლებინათ უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულები არ იქნა დაკმაკოფილებული, ამიტომ რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის. თუ არ ვცდები 1990 წლის 16 ივნისს დინამოს სტადიონზე გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომელის შემდეგ გაკეთდა მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუკის შენობისკენ, მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს ამ შენობებს და მოითხოვდნენ დაკავებულთა განთავისუფლებას, მაგრამ არ იქნა და არა. როდესაც შებინდდა განახლდა მიტინგი, მოვითხოვდით გორგოძისა და სუკის თავმჯდომარისგან – ტარიელ ლორთქიფანიძიდან პასუხს, მაგრამ არც ისინი სჩანდნენ. „ქაჯეთის ციხე“ რკინის კარებებით და ურდულებით იყო ჩარაზული. ამ დროს ერთ-ერთმა მომიტინგემ რკინის მჭრელი ხერხი ამოიღო და „სუკის“ ერთ-ერთი შესასვლელის კარების ურდულს დაუწყო ხერხვა.
ბატონო კახა, ეს წერილი წააკითხე შენი პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც იმ აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო იმ დღეს და რასაც ახლა ვყვები ის დამიდასტურებს მის სისწორეს.
ჰოდა, გვარს და სახელს არ დავასახელებ და მომავალში კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ გახდა, გადახერხა იმ ახალგაზრდამ ურდული და ხალხი შეიჭრა შენობაში. მე იმ დროს შესასვლელ კიბესთან ვიდექი, ძლივს მოვასწარი უკან დახევა და გვერდით გადავიწიე. ამ დროს ბატონი ზვიადის გვერდით აღმოვჩნდი. მან მითხრა მიდი შეყევი, პროვოცირება არ მოხდეს რამეო და მეც ავედი შენობაში. ამ დროს, სუკის ერთ-ერთი სართულის ოთახები ღია დამხვდა, ოთახები სავსე იყო ბრეზენტის ტომრებით, ხალხმა ტომრების გახსნა დაიწყო და რას ვხედავთ შიგ აღმოჩნდა სუკის დოკუმენტაცია, ჩემს ერთ-ერთ ახლობელს ბედმა განსაკუთრებული ტომარი არგუნა ხელთ, რომელშიც აღმოჩნდა კართოტეკები, გადავათვალიერეთ და საშინელება, ისეთი ხალხის ბარათები აღმოჩნდა, რომ ვკითხულობდი ლამის იყო საკუთარი თავი შემძულდა, ამ ჩვენმა მეგობარმა და თანამებრძოლმა გააგრძელა გადაფურცვლა და უცბად მოუკრა თავი ტომარას და ხელიდან აღარ გაუშორებია, სწორედ მან იხილა პირველად საპატრიაქოს კარტოთეკა, ამ პატიოსანმა კაცმა ტომარა უშუალოდ ზვიადს გადასცა. მე ერთი რამ მიკვირს, ნიშს გვიგებენ, რატომ მაშინვე არ გამოაქვეყნაო, თქვე დალოცვილებო, ვინ დააცალა, არნახულო და არ გაგონილო იურისტებო, მისი გამოქვეყნებისათვის საკანონმდებლო ორგანოს კანონი ხომ უნდა მიეღო, დააცალეს კი?
მერე იყო და მიწისძვით დანგრეულის აღდგენაზე გადავიდა ხელისუფლებისა და მთავრობის ძალისხმევა, ხოლო რამდენიმე თვეში კი პუტჩი მოხდა.
პუტჩის შემდეგ კი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, დანამდვილებით ვერ დავიჩემებ, გაზეთმა “საქართველოს სამრეკლო” დაბეჭდა ნაწილი ამ კარტოთეკებისა, სადაც სხვა მრავალთან ერთად “ივერიელის” ბარათიც დაიბეჭდა, შემდეგაც გაიმეორა რამოდენიმე გამოცემამ მათი დაბეჭდვა, მათ შორის გაზეთმა “ლომისამ”. შემდეგ რაც მოხდა ისიც ყველასათვის ცნობილია და როდის მოასწრებდა ზვიადი იმ კართოთეკის მზის სინათლეზე გამოტანას?
ერთი რამ ცხადია, იმ ხანებში, როდესაც ეს ტომარი აღმოაჩინეს, უეჭველია რომ ინფორმაციამ გაჟონა და ცნობილი გახდა საპატრიარქოსთვის. ამ პერიოდიდან კი თავისთავად აირეოდა მონასტერი აბა, რა იქნებოდა. მე მთავრობის სახლის წინ ქაშუეთის ეკლესიის წინ ხშირად შევსწრებივარ ასეთ რაღაცას, ხალხთან გამოდიოდა ამ ტაძრის მღვდელი და ეწეოდა ზვიადისა და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ საშინელ ცილისწამებასა და დეზინფორმაციას, რაც ხალხს ძალზედ აღელვებდა და იმართებოდა ცხარე პოლემიკა, ეს “მოძღვარი” ისეთ სიტყვებს, ისეთ გამოთქმებს იყენებდა პაექრობისას რომ… კახა კუკავას “დებილი”, “გამოშტრერებული” და მისთანები სიტყვაკაზმული მარგალიტებია მასთან შედარებით.
იწყება პუტჩი და ქაშუეთის ქონგურებიდან ქვემეხებს უშენენ მთავრობის სახლს, უთვალავი ავტომატი და ტყვიამფრქვევი კაკანებდა ეკლესიის ეზოდან, სწორედ იმ დღეს ეკლესიის კარიბჭესთან მოცელეს ხალხი საქართველოს მკვლელებმა, იმ დღეს დაიღუპნენ წმინდა ილია მართალის საზოგადოებსი წევრები : აჩიკო, რამიშვილი, ვარაზ ვარაზიშვილიდა და სხვანი, სულნათელი ჩვენი გმირები, რომელთა სახელებს დღევანდელი პატრიოტული ოპოზიცია საერთოდაც აღარ ახსენებს.
ისმის კითხვა, ვისი თანხმობით, დასტურითა და სურვილით განალაგეს ეკლესიის ეზოში, მის გუმბათზე კაცისკვლის ხელსაწყოები?
ისმის, კითხვა, რამოდენიმე ათეული საეკლესიო პირის გარდა სად იყო იმჟამად საქართველოს საპატრიარქო?
იმ დღეებში ხომ ათიათასობით ქართველი იკრიბებოდა საპატრიარქოსტან და ევედრებოდა პატრიარქს გამოსულიყო და ძმათა კვლა შეეჩერებია… მაგრამ არ ინებეს, შემდეგ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა პატიოსანი მოძღვრების წერილები (ვგონებ ერთ-ერთი იაო მამა მარგიანი), რომლებიც ფარდას ხდიდნენ იმჟამად მართლმადიდებელ ქართველთათვის დახშულ და დაგმანულ საპატრიარქოს.
1992 წელი ხუნტის ლეგიტიმიზაციის მცდელობა


პასუხს სანამდე არ მივიღებთ დასმულ კითხვებზე ტალახში გორავი არ ასცდებათ წვერებიან ეშმაკებს!
მარჯვნიდან 2 როჟა რუსეთის ФСБ-ს "საქართველოს ხალხთა" კონგრესის კურატორები