სანამ Don Corleone-ს ხელზე ეამბორებით ჰკითხეთ მას თუ აქვს იგი დაბანილიქართველი ზოგიერთი "ეპისკოპოსები" ქურდებიც ყოფილან! ნაწილი I"მთავარეპისკოპოსი" ანტონი (რუსლან ბულუხია). წარსულში ორჯერ ნასამართლევი

"მიტროპოლიტი" აბრაამი (ამირან გარმელია). მოიაზრება როგორც პატრიარქობის კანდიდატი

ამონარიდები სასამართლო განაჩენიდან ღოდორ შემოქონდათ ეპისკოპოსებს ჰუმანიტარული ტვირთი:ხორბალი, შაქარი, საღებავები და სხვა და კომერციულ ფასებში ჰყიდიდენ. სასამართლომ ჩაფარცხა მათი ბრალეულობა და მხოლოდ მათი თანაშემწეები დასაჯა. ნახეთ როგორ მოისულელეს თავი ეპისკოპოსებმა: რაზე ვაწერდით ხელს არ ვიცითო! ოქმში არის აღწერილი 24 ფაქტი.
საქმე #1/ა-07,2005 ფორმა #
განაჩენი
საქართველოს სახელით
20 იანვარი 2005 წ. ქ. თბილისი
თბილისის საოლქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ შემდეგი
შემადგენლობით:
სხდომის თავმჯდომარე: ლ. ბარდაველიძე
მოსამართლეები: ნ. გვეტაძე, დ. ნოზაძე.
ნ. კიკნაძის, ი. თოდუას, ს. გიორგაძის, ი. უჯმაჯურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: გ. დანელიას, ვ. ვარდიაშვილის, ნ.Yჟღენტის, მ. ქვრივიშვილის, ლ. ადეიშვილის
დამცველების:
ზ. კორძაძის, ვ. გაბრიჩიძის, ლ. გაძაკაშვილის, ვ. მირზოიანის, შ. შავგულიძის, მ. ხვინგიას, მ. სახლთხუციშვილის, ლ. გორხელაშვილის, ც.ცხვედიანის, ზ. როსტიაშვილის, კ. ცარციძის, ე. მამუჩაშვილის.
განსასჯელების: დ. ჭირაქაძის, გ. ჭუმბურიძის, გ. ყუბანეიშვილის, თ. ნადირაშვილის მონაწილეობით.
სასამრთლო კოლეგიამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით გიორგი ჭუმბურიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო წესის დარღვევა, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში თანამონაწილეობა, მანვე ჩაიდინა საბაჟო წესის დარღვევის, ე. ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მცდელობაში თანამმონაწილეობა, მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში თანამონაწილეობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მანვე ჩაიდინა თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებასა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობაში თანამონაწილეობა. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ.ჭუმბურიძე მუშაობდა რა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 8 მაისის #18 ბრძანებით დამტკიცებული “დეპარტამენტის დებულებისა” და “საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენა, რომლის საფუძველზეც საბაჟო ორგანოების მიერ ტვირთი თავისუფლდებოდა საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადებისაგან. გ. ჭუმბურიძე საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადმოტანაში და სხვისი გადასახადების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, დანაშაულებრივად დაუკავშირდა დროებით უმუშევარ დავით ჭირაქაძესა და საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის საქმეთა მმართველად და ამავე დროს ჭიათურის ეპარქიასთან არსებულ შპს “მწყემსის” დირექტორის თანამდებობაზე მომუშავე გიზო შარვაშიძის მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს: თვით დ. ჭირაქაძეს, ამ უკანასკნელის მეშვეობით გ. შარვაშიძეს და ვანი - ბაღდათის ეპარქიასთან არსებულ შპს “მრევლის” ეკონომიკურ საქმეთა მენეჯერს გრიგოლ გაბუნიას. ამავე მიზნით იგი ასევე დანაშაულებრივად დაუკავშირდა მისსავე მოადგილეებს გაიოზ ყუბანეიშვილს და თეიმურაზ ნადირაშვილს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიზანი იყო საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის და ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის სახელზე საზღვარგარეთიდან შემოეტანათ კომერციული ხასიათის ტვირთი, ჰუმანიტარული ხასიათის უკანონოდ დადგენით გადასახადებისაგან განთავისუფლების მიზნით გაეყალბებინათ ტვირთის თანმხლები საბუთები და ამ ხერხით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა მოტყუებით და თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ.
1. 1999 წლის 3 დეკემბერს დავით ჭირაქაძის მიერ თურქეთის არხავის საგარეო ვაჭრობის სააქციო საზოგადოების სახელით @#22351-352 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომში რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 25, 135.92 ლარად ღირებული 29 დასახელების სანტექნიკური მოწყობილობა და სამშენებლო მასალები. დ. ჭირაქაძემ გამოიყენა ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონ ბულუხიას ნდობა და დაარწმუნა, რომ მათ სახელზე იგზავნებოდა ჰუმანიტარული ტვირთი და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე შედგენილ წერილზე იმის შესახებ, რომ თითქოს ტვირთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით, მოტყუებით მოაწერინა ხელი,
2. 1999 წლის 12 დეკემბერს დავით ჭირაქაძის მიერ თურქეთის არხავის საგარეო ვაჭრობის სააქციო საზოგადოების სახელით #22416 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 34, 470 ლარის ღირებულების 16 დასახელების სანტექნიკური მოწყობილობა და სამშენებლო მასალები. დ. ჭირაქაძემ ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის ნდობა გამოიყენა და დაარწმუნა, რომ თითქოს მათ სახელზე იგზავნებოდა ჰუმანიტარული ტვირთი. ამ მიზნით მან შეადგინა წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, რომ თითქოს ვანი-ბაღდათის ეპარქია სანტექნიკურ მოწყობილობას და სამშენებლო მასალებს ღებულობდა ჰუმანიტარული გზით და ითხოვდა შუამდგომლობის აღძვრას საბაჟო ორგანოების წინაშე გადასახადებისაგან განთავისუფლების მიზნით. წერილზე ეპისკოპოს ანტონს ხელი მოაწერინა მოტყუებით და დაასმევინა ეპარქიის მმართველის მრგვალი ბეჭედი.
3. 2000 წლის 13 მარტს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის მიერ თურქეთის არხავის საგარეო ვაჭრობის სააქციო საზოგადოების სახელით @#22401 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილი იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი, 31, 641.8 ლარად ღირებული 16 დასახელების სანტექნიკური მოწყობილობა და სამშენებლო მასალები. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსისი ხელმოწერილი სუფთა ბლანკი და შეადგინა წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე, იმის შესახებ, რომ ვანი-ბაღდათის ეპარქია სანტექნიკურ მოწყობილობას და სამშენებლო მასალებს ღებულობდა ჰუმანიტარული გზით და ითხოვდა შუამდგომლობის აღძვრას საბაჟო ორგანოების წინაშე გადასახადებისაგან განთავისუფლების მიზნით. წერილზე დაუსვეს შპს “მრევლის” მრგვალი ბეჭედი.
4. 2000 წლის 16 მაისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორიბით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოების “ულუსოის” სახელით, # 298179 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიასთან არსებული შპს “მრევლის” სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი, 39.303 ლარად ღირებული 100 ტონა ხორბლის ფქვილი, დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ტიტულიანი ბლანკი და 2000 წლის 17 მაისს შეადგინა უნომრო წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მას გადასცა გ. შარვაშიძემ;
5. 2000 წლის 2 ივნისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორიბით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოება “ულუსოი”-ს სახელით #358181 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიასთან არსებული შპს “მრევლის”-ს სახელზე გადმოგზავნილი იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 182. 225 ლარად ღირებული 500 ტონა ხორბლის ფქვილი. გ. გაბუნიამ მოახერხა, მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის ხელმოწერილი ტიტულიანი შეუვსებელი ბლანკი და 2000 წლის 6 ივნისს შეადგინა # 53 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით.
6. 2000 წლის 14 ივლისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოება “ფათოგლუს” სახელით #სრ794174 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გადმოგზავნილ იქნა შემდეგი რელიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი, 246, 960 ლარად ღირებული 700 ტონა ხორბლის ფქვილი. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 17 ივნისს შეადგინა #16 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ თითქოს ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მას გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მიუთითეს შპს “მრევლი”-ს #225056827 კოდი.
7. 2000 წლის 12 ივლისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზებით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ როსტოვის ოლქის ჩერტკოვსკის რაიონში რეგისტრირებული რუსეთ-უკრაინის ერთობლივი საწარმო, სააქციო საზოგადოება “ტიტანის” სახელით #731736 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გადმოგზავნილ იქნა, შემდეგი რეალიზაციის მიზნით, შეძენილი კომერციული ტვირთი, 4000 ლარად ღირებული 8 ტონა მზესუმზირის ზეთი. დ. ჭირაქაძემ გამოძიებით დაუდგენლი გზით მოიპოვა სააქციო საზოგადოება “ტიტანის” სახელით 2000 წლის 10 ივლისის თარიღით შედგენილი ყალბი წერილი იმის შესახებ თითქოს სააქციო საზოგადოება “ტიტანი” 8 ტონა მზესუმზირის ზეთს ვანი-ბაღდათის ეპარქიას უგზავნიდა ჰუმანიტარული დახმარების გზით. მანვე მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 24 ივნისს შეადგინა #9 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ თითქოს სააქციო საზოგადოება “ტიტანი” 8 ტონა მზესუმზირის ზეთს ვანი-ბაღდათის ეპარქიას უგზავნიდა ჰუნმანიტარული დახმარების გზით. მანვე მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 24 ივნისს შეადგინა #9 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ თითქოს 8 ტონა მზესუმზირის ზეთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსისი მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 24 ივნისს შეადგინა #9 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს 8 ტონა მზესუნზირის ზეთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც მას აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში გამოსაყენებად გადასცა გ. შარვაშიძემ.
8. 2000 წლის 24 ივლისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზებით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოება “ფათოღლუს” სახელით #სრ794183 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით და საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გადმოგზავნილ იქნა, შემდეგი რეალიზაციის მიზნით, შეძენილი კომერციული ტვირთი, 811, 440 ლარად ღირებული 2300 ტონა ხორბლის ფქვილი. გ. შარვაშიძემ გამოძიებით დაუდგენელი გზით მოიპოვა სააქციო საზოგადოება “ფათოღლუს” სახელით 2000 წლის 24 ივლისის თარიღით შედგენილი ყალბი წერილი იმის შესახებ თითქოს სააქციო საზოგადოება “ფათოღლუ” ხორბლის ფქვილს ვანი-ბაღდათის ეპარქიას უგზავნიდა ჰუმანიტარული დახმარების გზით. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 28 ივნისს შეადგინა #17 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს 2300 ტონა ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც მას აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში გამოსაყენებლად გადასცა გ. შარვაშიძემ.
9. 2000 წლის 24 ივლისს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოება “ერიშ-უნემის” სახელით, @#69570 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურის ეპარქიის სახელზე გადმოგზავნილ იქნა შემდეგი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 352, 800 ლარად ღირებული 1000 ტონა ხორბლის ფქვილი. გ. შარვაშიძემ გამოძიებით დაუდეგენელი გზით მოიპოვა სააქციო საზოგადოება “ერიშ-უნემის” სახელით 2000 წლის 11 ივლისის თარიღით შედგენილი ყალბი წერილი და ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ თითქოს ს\ს “ერიშ-უნემი” ხორბლის ფქვილს ჭიათურის ეპარქიას უგზავნიდა ჰუმანიტარული გზით. დ. ჭირაქაძემ საქართველოს საპატრიარქოსა ჭიათურა-საჩხერის ეპისკოპოსის აბრაამის სახელით ტიტულიანი ბლანკის გარეშე, შეადგინა უთარიღო და უნომრო წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ თითქოს 1000 ტონა ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ეპისკოპოსის აბრაამის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა შპს “ მწყემსის” ბეჭედი, რომელიც მას აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში გამოსაყენებლად გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მიუთითეს შპს “მწყემსის”-ს #239402384 კოდი.
10. 2000 წლის 4 აგვისტოს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის შპს “გემოს” სახელით # 064 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გადმოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 15, 582 ლარად ღირებული 17 ტონა საბეჭდი ქაღალდი და პოლიგრაფიული საღებავი. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და შეადგინა წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ტვირთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მითითეს შპს “მრევლი”-ს #225056827.
11. 2000 წლის 8 აგვისტოს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის სააქციო საზოგადოება “ფათოღლუს” სახელით, #სრ 794192 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 199, 920 ლარად ღირებული 500 ტონა ხორბლის ფქვილი. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთოპბის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 9 აგვისტოს შეადგინა @#27 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ხორბლის ფქვილს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მას გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მითითეს შპს “მრევლი”-ს #225056827 კოდი.
12. 2000 წლის 24 აგვისტოს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებულ დამნაშAვეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის შპს “გემოს” სახელით, #065-068 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 78, 400 ლარად ღირებული 90 ტონა ქაღალდი და 20 ტონა საღებავი. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 9 აგვისტოს შეადგინა # 28 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ტვირთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსისი ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მას გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერრილში ყალბად მიუთითეს შპს “მრევლი”-ს #225056827 კოდი.
13. 2000 წლის 12 აგვისტოს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთსი შპს “დენიზის” სახელით #ერ00365368 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოს ვანი-ბაღდათის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 62, 232 ლარად ღირებული 75,1 ტონა სარეცხი საშუალება და ჰიგიენური ნაწარმი. დ. ჭირაქაძემ მოახერხა მოეპოვებინა ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის ტიტულიანი ბლანკი, რომელსაც ეპარქია არ იყენებდა და 2000 წლის 15 აგვისტოს შეადგინა # 28 წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, თითქოს ტვირთს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის გვარით ხელი ყალბად მოაწერა გ. გაბუნიამ და დაუსვა ეპარქიის მმართველის ბეჭედი, რომელიც ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მას გადასცა გ. შარვაშიძემ. იმის გამო, რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მიუთითეს შპს “მრევლის” #225056827 კოდი.
14. 2000 წლის 14 აგვისტოს დავით ჭირაქაძის და გიზო შარვაშიძის ორგანიზატორობით ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრების მიერ თურქეთის შპს “გემოს” სახელით #075-079 სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით საქართველოს საპატრიარქოას ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის სახელზე გამოგზავნილ იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი კომერციული ტვირთი 78, 800 ლარად ღირებული 125 ტონა მზესუმზირის ზეთი და მარგარინი. დ. ჭირაქაძემ ჭიათურის ეპარქიის სახელით, ბლანკის გარეშე შეადგინა წერილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, რომ თითქოს 125 ტონა მზესუმზირის ზეთსა და მარგარინს ღებულობდნენ ჰუმანიტარული გზით. წერილზე ჭიათურის ეპისკოპოსის აბრაამის გვარით ხელი ჭირაქაძემ გამოძიებით დაუდგენელ პირს მოაწერინა ყალბად. გ. გაბუნიამ დაუსვა ამ საქმიანობაში გამოსაყენებლად მის მიერ გ. შარვაშიძის მითითებით ყალბად დამზადებული ჭიათურის ეპარქიის მრგვალი ბეჭედი, იმის გამო, რომ ეპარქიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი, წერილში ყალბად მიუთითეს შპს “მწყემსის” #239402384 კოდი.
გულმხურვალე მრევლო მოგმართავ თხოვნით წაიღე ერთი ფოტოაპარატი და დადექი ამ წვერებიანი მამაძაღლების რეზიდენციასთან და გადაიღე რა პიპოებით გამოდიან იქიდან ქალაქში სასეირნოდ! * * *
ქართველი ეპისკოპოს-ქურდები ! ნაწილი IIამდენად, წინასწარი გამოძიების მიერ დ. ჭირაქაძეს ქმედება დაკვალიფიცირდა, რომ დავით ჭირაქაძემ 1999 წლის დეკემბრიდან 2000 წლის სექტემბრამდე პერიოდში, 24 შემთხვევაში, მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით და მათი მონაწილეობით ტვირთის ჰუმანიტარული ხასიათის შესახებ დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით და საბაჟოO წესების დარღვევით საქართველოს საბაჟოO საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთი 4, 786, 055 ლარად ღირებული 13, 043 ტონა სხვადასხვა დასახელების საქონელი
მანვე 2000 წლის 7 აგვისტოს, 15 აგვისტოს და 21 აგვისტოს სამ შემტხვევაში, მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტვირთის ჰუმანიტარული ხასიათის შესახებ დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით და საბაჟო წესების დარღვევით საქართველოს საბაჟოO საზღვარზე 173, 182 ლარად ღირებული 267 ტონა სხვადასხვა დასახელების საქონლის გადმოტანის მცდელობაში,
დავით ჭირაქაძემ 1999 წლის დეკემბრიდან 2000 წლის სექტემბრის თვემდე პერიოდში, 24 შემთხვევაში, მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით მონაწილეობა მიიღო ტვირთის ჰუმანიტარული ხასიათის შესახებ დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, მოტყუებით და თაღლითური გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის 1, 669, 606 ლარის და საბაჟო მოსაკრებლის 7, 277.1 ლარის მართლსაწინააღმდეგოს მისაკუთრებაში
განსასჯელმა გ. ყუბანეიშვილმა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი) განმარტა, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. 1995 წელს შეიქმნა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი. იმ დროისათვის ქვეყანა დიდი რაოდენობით იღებდა ჰუმანიტარული დახმარებას. მათ სამსახურს ევალებოდა ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია. ამ ორგანიზაციების მუშაობის კონტროლი მათ არ ევალებოდათ. ასეთი ფუნქცია მაკონტროლებელ ორგანოებს ევალებათ და მათი უწყება, თავის მხრივ, სისტემატიურად აწვდიდნენ ინფორმაციებს შემოსული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამისნისტროებს და პროკურატურას. მათთან არსებულ ინფორმაციებს ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანის შესახებ ასევე სისტემატიურად აწვდიდნენ საბაჟოO დეპარტამენტს და საგადასახადო სამსახურებს. ტვირთების შესახებ თავის დროზე მისწერეს და აცნობეს როგორც საბაჟოO სამსახურებს, ასევე ეპარქიებს და საპატრიარქოს. საბაჟოO დეპარტამენტი მათი უწყების მიერ გაცემული შუამდგომლობის გარეშეც გაანთავისუფლებდა ტვირთს. მათი სამსახური არ იყო უფლებამოსილი შეემოწმებინა მათთან წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა. აღირიცხებოდა მათი უწყების გავლით შემოსული ტვირთები და ეს ნაბეჭდი სახით ვრცელდებოდა, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროებზეც. 1999 წელს ამ მიზნით ვებგვერდიც შეიქმნა და ნებისმიერ დროს შეეძლო ამ ინფორმაციას გაცნობოდა. ამ ტვირთებში ეპარქიების სახელზე შემოსული ტვირთების იყო მითითებული.
საქმის სასამართლოში განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი) განსასჯელმა თეიმურაზ ნადირაშვილმა აჩვენა რომ... ვინაიდან ეპარქიებს არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო კოდები, ამის გამო ეპარქიებმა შექმნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებსაც ჰქონდათ საიდენტიფიკაციო კოდები და მათი გამოყენება ხდებოდა ჰუმანიტარული ტვირთების მიღებისას.
საქმის სასამართლოში განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში განსასჯელმა დავით ჭირაქაძემ თავი დამნაშავედ არ სცნო მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი), რომ მეუფე ანტონ ბულუხიამ თბილისში გაყოლა სთხოვა. გაჰყვა ა. ბულუხიას მორჩილს, რომლის ვინაობაც არ იცის. მივიდნენ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტში. მორჩილი შევიდა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და რაღაც ტვირთებთან დაკავშირებით საბუთები დაუტოვა, მაშინ პირველად ნახა გ. ყუბანეიშვილი. 1999 წლის ბოლოს ა. ბულუხიამ მარტო მას დაავალა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტში საბუთების წაღება. მისი დავალება შეასრულა. შემდეგ ამ საბუთებს რა ბედი ეწია არ იცის. იგივე განმეორდა 2000 წელშიც. არც აღნიშნული დოკუმენტების შემდგომი ბედია მისთვის ცნობილი. იგივე განმეორდა აპრილის თვეში. საბუთები სამშენებლო მასალების შესახებ მიიტანა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტში. შემდეგ ეს დოკუმენტები საბაჟოზე წაიღო, ტვირთი განაბაჟა, წაიღო ქუთაისში და საწყობში შეინახა. შესაბამისი დოკუმენტები ა. ბულუხიას გადასცა, ტვირთს შემდგომში რა ბედი ეწია არ იცის. შემდგომში მეუფე ა. ბულუხიას სამსახურის დაწყებაში დახმარება სთხოვა. მან გ. შარვაშიძე გააცნო. აქედან მოხვდა შპს ფირმა “მრევლში”. ფირმაში გაიცნო გ. გაბუნია. ფირმაში პირადად მას რა ევალებოდა დღემდე გაურკვეველია მისთვის. ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტში ორჯერ მიიტანა რაღაც საბუთები, რომლებიც იქ, გ. გაბუნიამ გაატანა. საბუთები პაკეტებში იდო და რას ეხებოდა ეს საბუთები არ იცის. ერთხელ დოკუმენტები უკან გამოატანეს, ვინაიდან თავმჯდომარე იყო შეცვლილი, ყუბანეიშვილის მაგივრად ჭუმბურიძე იყო. აღნიშნულ დოკუმენტს რა ბედი ეწია არ იცის. ამის შემდეგ ფირმიდან დაითხოვეს და მის შემდეგ არის უმუშევარი.
This post has been edited by daxure on 3 Nov 2009, 21:55
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪
"ცისფერი მთები" ანუ "წითელი ინტელიგენცია"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33991934
XXI-ე საუკუნის "შულავერის კომიტეტი"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33990773
http://www.youtube.com/daxure3
http://www.youtube.com/DEVILPUTIN