#16332548 · 6 Nov 2009, 09:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (king depress @ 5 Nov 2009, 21:32 ) | BACHO
ამას დაადებს ვინმე ბანს თუ როგორაა საქმე?! |
სახტად დარჩებით, ერთ ღორსაც კი რამდენი რამის დათხვრა, ყირაზე დაყენება და გადატრილება შეუძლია, თუ არ დაამწყვდევ, ან დინგზე დამცავ ხუნდს მაინც არ მიამაგრებ, რომ ყველგან შეუზღუდავად არ შეშლიგინდეს, სადაც მისი ადგილი არაა.
რომელ პუტჩისტს უნდა დაეშავებინა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთვის იმაზე მეტი, რაც მისსავე გარემოცვამ დამართა და " მრგვალი მაგიდის" ერთ- ერთი ტიპური პრეფექტის დაგვირვების შესაძლებლობა ფორუმზეც მოგვეცა .
ამჟამად რას წარმოდგენს ეს ყოფილი პარტიული მუშაკი აზრებითა თუ ტაქტით, როცა მთელი ევროპა და ამერიკა შემოიარა და ცივილიზაციის, საზოგადოებაში მოქცევის უბრალო, ელემენტარული ნორმების ნასახიც კი ვერ მიჰკარებია და ახლა წარმოიდგინეთ , 20 წლის წინათ, სოფელ ალვანში, "ბუშლატაში" გაწყობილი , წვერგაუპარსავი და უწმაწური, რა უნდა ყოფილიყო და რეგიონალური მასშტაბის საქმეებს როგორ ფორმებში არჩევდა... რამდენი გადარეული მტრის გადაგიკიდება, შეეძლო ტრაგიკული ბედის პრეზიდენტისთვის, როცა, ჩვენი "ჩოხაც", კი რომელსაც ანალოგიური ტექსტები პირველად დასცდა, აქამდე მიუყვანია...
საბრალო პრეზიდენტი... "მრავალი მაგიდის" ხელუფლებაში" რამდენი ეყოლებოდა კიდევ ამისთანა ....
რაში უნდა გამოიყენოს "ნაფტამ" მისი "გამოსარჩლება"? როცა, ამ ბიჭის მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მავნე დამრიგებლების ზეგავლენის ქვეშ იოლად ექცევა . თუმცა, კეთილ სიტუაციებზეც ასევე რეაგირებს და რის დამადასტურებელი არაერთი მისი პოსტი და რეაქციაც მინახავს. ... და ახლაც, როგორც კი დროულად გაუსწორა მოდერაციამ თემის ავტორს პოპულარული პრეფექტისგან აკიდებული უწმაწური სლოგანი, პროფესორის სტატის განხილვა ნორმალურ ფარგლებში მოექცა იქამდე, სანამ, ნიკი "ბ" არ შემოვარდა და არ ააქოთა ჩვეულებისამებრ ეს განყოფლებაც.
ხოლო, მას შემდეგ, რაც ის ე.წ "სია" გამოგვიქვეყნა აღნიშნულმა ტიპმა და საკუთარი პორტრეტი ბოლომდე დახატა, ჩემი ვარაუდით, მარტო პრეზიდენტ გამსახურდია და "ნაფტა" კი არა მხოლოდ, პოსტის თავში აღწერილ ჩვეულებრივი ღრუტუნაც ითაკილებდა მის სოლიდარობას....
This post has been edited by vibla80 on 6 Nov 2009, 10:08
|