[QUOTE=LENUS,12 Nov 2009, 09:59 ][/QUOTE]
ყველა საკითხზე არა, თეა. ყველა საკითხზე - არ შეიძლება. თუ რასისტი ხარ - არ შეიძლება. თუ შუღლს აღვივებ - არ შეიძლება. თუ სხვის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფ - არ შეიძლება.
რა ყველა პლაგიატია და ყველაფერი ზედაპირული ამ დალოცვილ გურჯისტანში...[/QUOTE]
libero_J
აი, მე მგონი, პასუხი შენს კითხვაზე.
დემოკრატიულ საზოგადოებაშიც პიროვნულ თავისუფლებას (მათ შორის სიტყვის თავისუფლებასაც) თავისი ლაგამი აქვს - ის არის ნამდვილი დემოკრატია სადაც ამ ორი ანტაგონისტური წარმონაქმნის (პიროვნება და საზოგადოება) ურთიერთდაპირისპირების მეტნაკლებად დარეგულირებას ახერხებს.
მრავალთაგან ერთერთი ასეთი ლაგამი, რომელიც სიტყვის და შეურაცხყოფის თავისუფლებასაც ზღუდავს - რასისტული გამონათქვამები და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია.
მიცნობ კარგად და იცი, რომ თეა თუთბერიძის კოცონზე დაწვას ნამდვილად არ მოვითხოვ. მით უმეტეს (ცოდვა გამხელილი სჯობს) მამალი ათეისტი ვარ და ზოგადად არ მევასება საერო ასპარეზზე რელიგიური თეზისებით აზროვნების ალოგიკური სტილი, ქრისტიანული იქნება ეს, მუსულმანური თუ მთვარეული კიდო. იხილეთ ჩემი სიგნაჩა