#16532658 · 19 Nov 2009, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vasilii
QUOTE | ჩემთვისაც ძალიან საწყენია და დაუჯერებელი მაგრამ ბევრის იძახის სამწუხაროდ |
იძახის ერთია და მეორე, როდესაც ცდილობენ დისკრედიტაციას ამ ძახილით....
დავიჯერო ეკლესიაში გამეფებული კორუფცია ღუპავს ამ ქვეყანას და ყველა კარი მაგის გამო გვაქვს დახურული?
QUOTE | ერთი კითხვა მაქვს ეკლესიებში, რომ მაღაზიებია მოწყობილი მოგწონს? |
ეკლესია-მონასტრებს თავის შესანახად რესტორნები, მაღაზიები და ფერმები, რომ ჭირდება ეს ფაქტია და ვერ გაექცევი.... ....
ევროპაში ძალიან ბევრ მონასტრეთან არსებობს რესტორანი.... ხდიან ლუდებს .... შნაპსებს, არყებს თუ ლიქიორებს.... აქვთ მაღაზიები და ფერმები .... ისინიც კორუმპირებულები არიან.....?
QUOTE | ან სასულიერო პირები, რომ ძვირად ღირებული მანქანებით დადიან? |
აბა ვირებით იარონ?
არც სხვა ქვეყნებში დადიან ვირებით, ჯორებით და აქლემებით..... ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეა
QUOTE | ან პოლიტიკაში რომ ერევიან |
აპოლიტიკური რელიგია არ არსებობს......თან ეს კორუმპირებულობას არ განსაზღვრავს, მაგრამ ალბათ ეს შენი პირადი პრობლ;ემა და გულისწყრომაა და ისე, "უბრალოდ" მიამატე
რეალურად კი, ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს (თუ ორგანიზაციას) აქვს იურიდიული უფლება ჩაერიოს პოლიტიკაში და გამოხატოს თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე.... მათ შორის გააკრიტიკოს ხელისუფალის ქმედება...
This post has been edited by iakhsari on 19 Nov 2009, 12:48
|