#16578001 · 22 Nov 2009, 00:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fiurer ანალიტიკურად მიუდექი. სად ჩანს აქ მამის როლი აღზრდის მორალის ჩამოყალიბების პროცესში?
QUOTE | მიტომ გაგვზარდა დედამა, |
ამბობს ავტორი ლექსის დასაწყისშივე, მეტსაც გეტყვი, დააკვირდი ამ სტრიქონებს:
QUOTE | მშობელი მოკვდეს, რა უშავ, შვილები რჩება მამასა |
ანუ მშობელი (იგულისხმება მხოლოდ დედა, დააკვირდი სტრიქონებს) რომც მოკვდეს აღარაფერი უშავსო, ვინაიდან შვილები რჩება მამას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას არ იღებს აღზრდის პროცესში(პირველი სტრიქონი)
QUOTE | კარგის მამის შვილს, წესია, მტერიც უფრთხება კვალადა |
არამედ ატარებს ბრენდის (დაუკვირდი ბრენდის და არა მაგალითის) ფუნქციას.
მამა ან ზოგადად მამაკაცები მხოლოდ გაშუალებულად ატარებენ მაგალითის ფუქციას, გადმოცემებითა და ლეგენდებით
QUOTE | ესე ასწავლონ დედებმა, შვილთ როს ეტყვიან ნანასა |
რომელთაც ისევ და ისევ დედა უამბობს შვილებს,(აქ კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ავტორი დედის როლს შვილის მორალურ აღზრდაში) განვიხილოთ ბუმბერაზი კლასიკოსები
|