ისე... აი მაგალითად... გირგვლიანის საქმე რომ ნორმალურად გამოეძიებინათ... ჩაესვათ ვინც მართლა დამნაშავე იყო და ჩასასმელი... არ დაჭირდებოდათ ხო არჩევნების გაყალბება... ვერც ეს გამაჰლეებული ოპოზიცია გამოიყვანდა ხალხს... არც 7 ნოემბერი იქნებოდა... არც იმედის ამბები... ანდა, თუნდაც ამ იმედის ამბებზე... ეს დედამოდღნული... ორსული ქალებისთვის რომ არ ერტყათ დუბინკები... რომელი რემბო თარგამაძე იყო, რომ მაგის გარეშე ვერ დაეხურათ იმედი (თუ დასახური იყო)

ხელისუფლებამ, ყველანაირად შეუწყო ხელი ოპოზიციის რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ფრთის პოპულარიზაციას. აი, ყველაფერი ქნა იმენნა იმისათვის, რომ ეკა ბესელიას და მსგავს მოღრუტუნე ელემენტებს გაეჯეჯილებინათ ამ ქვეყანაში... ვერცერთი სუპერ-პიარშიკი ვერ შეძლებდა ამ ოპოზიციის ისე პოპულარიზაციას, როგორც ეს ხელისუფლებამ მოახერხა.
ჟვანიას სიკვდილზე, თუ მკვლელობაზე აღარაფერს ვამბობ...
+ ამას, ვერ ააშენებ დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანას ბოლშევიკური მეთოდებით და მენტალობით... არ არის ამის შანსი... გაიგეთ რა ეს დედამოდღნული... გაიგეთ...
ავტობუსებით ბავშვების ტარება და "ძია (ჩასვით რა სახელიც გინდათ)-ს გაუმარჯოს" ძახილი - არის ###ობა!!! ეს კოლექტიური აღზრდის ბაზები და ჰიტლერიუგენდები, პიონერთა ბანაკი თუ "პატრიოტები" - არის ტოტალიტარიზმის ნიშანი და ასე ვერ ააშენებ ევროპულ სახელმწიფოს. შანსი არ არის.
გაუნათლებელი კმარელების დანიშვნა, ისეთ თანამდებობებზე როგორებზეც ისინი არიან - არის ###ობა, ამის დედა ვატირე... ###ობაა... მესმის, რევოლუციაში გაწეული "ღვაწლისათვის" რაიმე სავარძელს მოარგო (ნებისმიერ ქვეყანაში მოხებოდა), მაგრამ იყოს ეს სავარძელი რაიმე ისეთი, სადაც კარგ ხელფასს აიღებს, პატივმოყვარეობას დაიკმაყოფილებს... რატომ სვავ ისეთ ადგილას, საიდანაც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იმართება არ მესმის... ეს ხომ მარაზმია არა... ამას ხომ არ უნდა კამათი...
მერე ეს დედამოდღნული... იგივე იდეოლოგიაზე... ხო არ შეიძლება მავანი მკაცრად შეესაბამებოდეს ჩარეცხილთა სიაში ჩასაწერთა კრიტერიუმებს და მხოლოდ იმიტომ რომ "შენსკენაა" და კარგად გილოკავს, მასზე შენი შტამპი არ ვრცელდებოდეს...
რუსეთში საქველმოქმედო კონცერტზე იმღერა ბურჭულაძემ და ჩარეცხე... კაი... ეს დედამოდღნული, კრემლის პასტაიანკა
ნანი ბრეგვაძე, არ არის ჩასარეცხი ბოლო-ბოლო?
არ ვაპირებდი ბევრ წერას... მაგრამ შევყევი.
ხელისუფლებამ შექმნა ეს ოპოზიცია... თავიდან ბოლომდე... და იმ პრობლემების 99% შესაბამისად, რის გამოც ზოგიერთი მართლა კარგი რეფორმის დატორმუზება მოუხდა.
თუნდაც რუსეთთან მიმართებაში... ეს დედამოდღნული... მაინც და მაინც ომი უნდა მომხდარიყო რომ მიმხვდარიყავით რომ მტერია ეს შობელძაღლი? თუმცა ომი მოხდა რა... 300 წელია ომია... უბრალოდ მწვავე ფაზაში გადავიდა შარშან აგვისტოში 5 დღით...
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ მთავრობაში, დალაგებული, თანმიმდევრული, იდეოლოგიური კონცეფცია, მარტო გიგა ბოკერიას აქვს (კარგი, ცუდი, პროგრესული, ლიბერასტული, რეგრესული, ###ური, ჯიგრული... არ ვიცი, ამაზე ახლა კამათი არ მინდა), უბრალოდ აქვს...
დანარჩენი ყველა სიტუაციაასაა მორგებული... დაჟე სააკაშვილიც... სიტუაციამ რომ მოიტანოს, ალბათ ცეკას მდივნობასაც დათანხმდებოდა...