დიდი მადლობა იმათ,ვინც მე დამასახელეთ.გავწითლდი და შევიფერე

არ იყო საჭირო.ეჰ,კომპელქსები...
რაც შეეხება თემას - არ მომწონს.არაობიექტურია და თემის სხვაგვარ განვითარებასაც არ ველოდი.უამრავი საინტერესო იუზერია,რომელიც ერთხელაც კი არაა დასახელებული თემაში და პროსტა ტეხს

ან როგორ განვსაზღვროთ საინტერესო იუზერის ფენომენი? საინტერესო რაში? პოლიტიკაში? საღლაბუცო პოსტებში? ცინიზმში? იუმორში? ნაცნობობაში? გარეგნობაში? თუ საერთო პოლიტიკურ შეხედულებებში?
მარაზმია

პირადად მე მყავს ასე 20-30 ფავორიტი იუზერი,ამათგან 10 იქნება განსაკუთრებით ფავორიტი,რომელთა პოსტებს დავსდევ

მაგრამ არ დავასახელებ მათ,სხვებს არ ვაწყენინებ,არ ღირს ამ სისულელის გამო სხვების განაწყენება.
რავი,ძალიან სუბიექტურია ეგ "საინტერესო" იუზერობა.ჩემთვის ზოგჯერ დამღლელია საინტერესო პოსტების კითხვა და მათ ნაცვლად იმათ პოსტებს დავსდევ,ვინც თუნდაც მარტო ამ სმაილაკს (

) სვამს,რადგანაც ქარიზმატული იუზერები არიან და მაგ ადამიანების აზრი(თუნდაც არასაინტერესო) უფრო მაინტერესებს და უფრო ვამუღამებ,ვიდრე სხვებისას.ასე რომ,აქ სუბიექტურობას ვერ გავექცევით.ვისაც რეალში იცნობ,იმათ პოსტებს უფრო დასდევ და ეს იმას სულაც არ ნიშნავს,რომ ეგ იუზერები აუცილებლად საინტერესოები არიან .თუმცა,შეიძლება მე მათი პოსტების კითხვა უფრო მაინტერესებდეს(მსიამოვნებდეს).გევასება იუზერი? - გევასება,არ აქვს მნიშვნელობა,ის რა პოსტს წერს;არ გევასება იუზერი? - არ გევასება,მისი პოსტები ცუდი აურის მატარებელია შენთვის და არ კითხულობ,თუნდაც ძალიან საინტერესო რამეს წერდეს.
ჯერ გავერკევთ,"საინტერესო იუზერში" მასთან შენი სულიერ-ვირტიუალური სიახლოვე იგულისხმება თუ მართლა საინტერესო(დიდი ასოებით) წასაკითხი პოსტები აქვს.