რ მარტივად წერენ ესა თუ ის როგორ სძულთ?!

:
შეიძლება ვიღაცას ვერ გავუგოთ, ან მისი არ გვესმოდეს, სიძულვილი კაცო?!
სიძულვილი პოლიტიკოსებისაც არ მაქვს.
ყველას თავისი შეხედულება აქვს და იმას გაიძახის.
მე შეიძლება არ მომწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ ის როგორი გამოჩნდება ხვალ, ეგ მომავლის საქმეა.
აი მერაბიშვილი აქ ბევრს არ უყვარს, მაგრამ მისი სამინისტრო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც უშაობს.
ასე რომ სიძულვილი და ზიზღი კარგის მომტანი არ არის.
მე ყველა ფორუმელს ვცემ პატივს და თუ მათგან რომელიმეს აქვს არადეკვატური ხედვა გარკვეულ საკითხებზე, იმედია გამოასწორებს.
შეიძლება ბევრ მათგანთან ვერ ვიმეგობრო, მაგრამ არდავასება და სიძულვილი რაღაც ნამეტანი მგონია მე და ყველამ თავისი საქმე უკეთ იცის.
ისე ერთ რამეში ყველა დამეტანხმება, აქ, ამ ფორუმზე რომ არ იყვნენ ისეთი განსხვავებული აზრის მქონე ხალხი, რომელთაგან ბევრს ვინმე არ ევასება, ამ ფორუმს ინტერესი გაცილებით ნაკლები ექნებოდა.
ასე რომ დავფიქრდეთ!