ესე იგი, ფორუმზე ბევრი დარწმუნებულია, რომ ჩვენი (ხელისუფლების მომხრეების) პოლიტიკური შეხედულებები სახელმწიფო სამსახურში ყოფნითაა განპირობებული?
და როგორც კი სამუშაოს კარგავ, პოზიციასაც დაუყოვნებლივ იცვლი?

არადა, ძალიან ცდებით, მეგობრებო
აი, როცა მე ამ ფორუმზე დავრეგისტრირდი... სახელმწიფო სამსახური რაღაც "პოლიტიკურად" ჟღერს... მოკლედ, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობდი სავსებით აკადემიურ და საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე...
მერე შეფმა ის ადგილი საკუთარი ძმაკაცისთვის შეიგულა და მე სამსახური დავკარგე...
ეს წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა...
ჩემს პოსტებში "კილოს" თუნდაც ოდნავი შეცვლა ვინმემ აღმოაჩინეთ?

ჰო, ცოტა ხანში შეფიც უკან მომყვა... მოხსნეს

პ. ს. თემის ავტორის პათოსს დიდწილად ვეთანხმები
პ. ს. ს. "ხუნტის" ყველა წევრი ძალიან მესიმპატიურება... იმედია, "უბრალო მოკვდავების" რანგში თავს არ მოგვანატრებენ