datu
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18723
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07
|
#16780908 · 4 Dec 2009, 20:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marley&me
QUOTE | აქვს რელიგიური ხასიათი. მაგალითად, ქელეხი. ჩასკდომა აიხსნება ხოლმე იმით, რომ მიცვალებულს ეს ყველაფერი "იქ მიუვა". რა სისულელეა. ამით გაუმაძღრობის გამართლება ტეხავს. |
გამოთქმას, "იქ მიუვა" მისტიური ცრურწმენა უდევს საფუძვლად და მართლმადიდებლურ სწავლებასთან და მის რიტუალებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თვით მათ ცნობიერებასიც კი, ვინც ამ გმოთქმებს ხმარობს და სწამს მათი, ამიტომ თვიტონ ეს გამოთქმაც და ქელეხის ტრადიციაც კულტურაში და ხალხისთვის მართლმადიდებლური სწავლების გარეშე არსებული ტრადიციაა. ამ ცრურწმენის მართლმადიდებლობასთან გაიგივება დაახლოებით იგივეა, დილით ლოგინიდან მარჯვენა ფეხით ადგომის სასურველობის ცრურწმენაც რომ მართლმადიდებლობას გავუიგივოთ. ისე კაცმა რომ თქვას თვითონ ქელეხის ტრადიციაშიც ცუდი არაფერი არ არის, ხალხს თუ ურჩევნია ამ ტრადიციით ცხოვრება და ასე უკეთ გრძნობს თავს, უნდა დაიცვას, ვის რას უშავებენ ამით, ან ვის რას უფუჭებენ? როგორც სიამოვნებთ და ურჩევნიათ, ისე ცხოვრობენ ასეთ შემთხვევებში, ვისი რა საქმეა არ მესმის? საერთოდ თვითო ქელეხის ტრადიციას საკმაოდ ქმედითი ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე საფუძველი აქვს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
QUOTE | თქვენ თქვენთვის გადაწყვიტეთ, რომ მე არავინ მეკითხება, რახან ფორუმზე მართლმადიდებლობის დასაცავად თემებს არ ვხსნი და ნათლობის მოწმობას არ ვაფრიალებ?... |
არა მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის რწმენა აირჩიოს, რომელიც უნდა, შეუძლია საერთოდ რომელიღაც კენჭის ღვთიურობა ირწმუნოს და ამ არჩევანში და საკითხში ჩარევა არავისი საქმე არ არის, ამიტომ თუ ვინმეს სწამს თუნდაც რელიგია, რომლის სასულიერო ლიდერთათვისაც დასაშვებია თუნდაც მილიონიანი მანქანებით სიარული, ეს საკითიც მხოლოდ ამ მორწმუნეთა არჩევანის სფეროა და არავისი საქმე არ არის ამ არჩევანში ჩარევა, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ვინმე მოცემული რელიგიის პრინციპების და კეთილდღეობის იდეით მოქმედებს.
QUOTE | მაგრამ ამ პრეფერენციების ხაზგასმით დემონსტრირება (სიყალბის შეგრძნებასთან ერთად) ამ მოხელის კაბინეტში შესულ მოქალაქეს, რომელიც სხვა აღმსარებლობისაა, თავისი "მეორეხარისხოვანების", უმცირესობაში ყოფნის, და მოხელის მიკერძოებულობის განცდას უჩენს |
მეორეხარისხოვნების, უმცირესობაში ყოფნის და საკუთარი საზოგადოებრივი თუ რელიგიური პოზიციის დაკნინებულ მდგომარეობაში ყოფნის განცდას მოქალაქეებს უამრავი რამე შეიძლება უქმნიდეს, ყველა ამგვარი შესაძლო მოვლენის გამორიცხვა შეუძლებელია და არც არის საჭირო. უნდა გამოირიცხოს ის ქცევები, რომლებიც ვინმეს პოზიციის ან მდგომარეობის დაკნინებაზეა უშუალოდ მიმართული, ან თავის შინაარსში მძლავრად შეიცავს ვინმეს პოზიციის დაკნინებას. კისერზე ჯვრის დაკიდება, კედელზე ხატის ჩამოკიდება ან ლოცვა არანაირად არ არის ვინმეს პოზიციის დაკნინებაზე მიმართული ქცევა, ამ ქცევას სულ სხვა შინაარსი აქვს, საქუთარი რწმენის რიტუალის შესრულების მცდელობა, რისი თავისუფლებაც სახელმწიფოში ყველას აქვს, მათ შორის პოლიტიკოსებსაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღევანდელ სიტუაციაში აღარც დგას ეს "პრობლემა" ისე მძლავრად,
QUOTE | ეკლესიაში მქონია რამდენიმე შემთხვევა, მიუხედავად იმისა რომ ზოგადად თავშეკავებული და მშვიდი ადამიანი ვარ. |
როგორი შემთხვევა, შენთვის იდექი, მოვიდნენ და აგრესიულად დაგიწყეს ლაპარაკი?
QUOTE | სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული / სუბსიდირებული ნებისმიერი ინსტიტუტი უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ თანხებზე, რომელსაც ბიუჯეტიდან ღებულობს. და უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთავრობისა და სახელმწიფოს მიმართ ამ თანხების განკარგვაზე. რაც, ეკლესიის შემთხვევაში, არ ხდება. |
თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს რომელიმე ინსტიტუტი, ისე რომ ის ამ თანხებზე არ იყოს ანგარიშვალდებული სახელმწიფოსთან, შეიზლება არც იყოს.
QUOTE | თუ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი (და ის უნდა იყოს), მაშინ არ უნდა მიიღოს ფული სახელმწიფოსგან. რა არის აქ გაუგებარი? |
არაფერი, უბრალოდ თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს, რომ ეკლესია უნდა იღებდეს ფულს სახელმწიფოსგან და თან უნდა იყოს დამოუკიდებელი, შეიძლება ასეც გაკეთდეს. Zyklon
QUOTE | საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის - ითვლება. |
საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ ითვლება. მაგრამ ვისთვისაც ითვლება, იმ ხალხის პოზიციასთან კამათი და ბრძოლა საჭიროა, გეთანხმები, მაგრამ ამ კამათის დროს მკვეთრად უნდა გამოიკვეთოს რასთან მიდის კამათი და ბრძოლა, მართლმადიდებლობასთან თუ მართლმადიდებლური რწმენის რომელიმე დამახინჯებულ გამოვლინებასთან. კამათის დროს თუ კამათის საგნის ასეთი მკვეთრი განსაზღვრება და გამოკვეთა არ კეთდება, მაშინ გაუგებარი რჩება რაზე მიდის კამათი და კამათის შემსწრეთა აღქმაში, კამათის საგნად მხოლოდ შენს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები კი აღარ აღიქმება, არამედ მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესია ან რელიგია. მაგალითად შენივე ფრაზა - "მართლმადიდებლობად ითვლება ფანატიზმი და სიბნელე" - ამ ფრაზაში რელიგიის დამახინჯებული აღქმის არანაირი კონკრეტული გამოვლინების გამოკვეთა არ ხდება და მკითხველისთვის გაუგებარია ვინ და რა იგულისხმება ფანატიზმში და სიბნელეში, მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არსებული მართლმადიდებლობის გაგება და ქართული ეკლესია, თუ კონკრეტული დამახინჯებული აღქმის გამოვლინება, მაგალითად ბასილ მკალავიშვილი(რომელიც ეკლესიიდან განკვეთილი იყო), რისი დაკონკრეტებაც არ ხდება და შესაბამისად მკითხველთა უდიდესი ნაწილის აღქმაში შენი ფრაზა მთლიანად საზოგადოებაში არსებული მართლმადიდებლობის გაგების მიმართ ნათვამად აღიქმება(სინამდვილეში ალბათ ასეც არის). შენ თუ რომელიმე კონკრეტული მანკიერი ფსევდომართლმადიდებლური მოვლენის კრიტიკა გინდა, რაც აბსოლიტურად მისაღებია, უნდა გამოყო ეს მოვლენა, მკვეთრად გამიჯნო მართლმადიდებლობისგან და ისე აკრიტიკო და არა ისე, როგორც შენ კამათობ, რაღაც ზოგადი სალანძღავი ფრაზებით, სიბნელისა და ფანატიზმის ძახილით, რომლებიც მკითხველის უდიდეს ნაწილში მთლიანად მორწმუნე საზოგადოების მიმართ ნათქვამად აღიქმება, აკრიტიკებ გაუგებარია ვის და რას.
QUOTE | საზოგადოებაში არსებული მტკიცე ფასეულობები რაც არის რეალურად, ქე ჩამოვთვალეთ უკვე და მეც მეზარება თავიდან იგივეს წერა |
ძალიან ზოგადი, სიბნელისა და ფანატიზმის მაგვარი სიტვებით ჩამოყალიბებული განსაზღვრებები ჩამოთვალე, ზუსტი ცალსახა ფასეულობა არცერთი არ გითქვამს.
QUOTE | მაგ ფასეულობათა ხშირი კრიტიკა და უარყოფა არის სრულიად აუცილებელი რამ. |
ფასეულობა ზუსტად რომ დასახელდება, მერე ვიმსჯელოთ რატომ არის მისი კრიტიკა აუცილებელი. შენ ჯერ არცერთი საზოგადოებაში რეალურად არსებული ფასეულობის ზუსტი განსაზღვრება არ დაგიწერია, მხოლოდ რაღაც ძაან ზოგადი განსაზღვრებები წერე.
QUOTE | აკრიტიკებენ საზოგადოებაში არსებულ სიმახინჯეებს. მართლმადიდებლობას არავინ არ ერჩის. |
თუ არ ხდება კრიტიკის დროს მაგ სიმახინჯეების მკვეთრი ჩამოყალიბება და გამოკვეთა და მართლმადიდებლობისგან გამიჯნვა, მაშინ კრიტიკა მართლმადიდებლობის მიმართაც აღიქმება.
QUOTE | ისწავლეთ ამ ორი რაღაცის ერთმანეთისაგან გარჩევა. |
ვისწავლით, როცა კრიტიკოსები კამათში თვითონვე გამიჯნავენ ცალსახად ამ ორ რამეს და ისეთი ფრაზებით არ იკამათებენ, რომლებიც მკითხველთა და მსმენელთა აღქმაში მართლმადიდებლობის მიმართ ნათქვამადაც აღიქმება.
--------------------
Представляется мне мрачных виселиц ряд: И на них от версты до версты Либералы висят. ЛИБЕРАЛЫ ВИСЯТ..., И молчат их поганые рты!
|