აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის თეიმურაზ მიბჩუანის შრომების მიხედვით, აფხაზეთის სვანური ტოპონიმიკის ზოგიერთი ნიმუში ასე აიხსნება
ცხუმი - რცხილნარი; სვანურად ცხუმ
ლეჩქოფი - ჭაობიანი; სვანურად ლეჭყოპ
ტყუბუნი - სოკო; სვანურად ტყუბულ
გაგრა - ნიგვზნარი; სვანურად გაკრა
მერხეული - ჯინჭარი; სვანურად მერხელ
ლაბრა - ასაკლები ადგილი; სვანურად ლა - ბარა / ლა - ბრა.
ტამიში - უმოსავლიანო, საშიმშილე ადგილი; სვანურად ტამ შიმშილი იშ სვანური სუფიქსი.
ბაჩა - ქვიანი ადგილი; სვანურად ბაჩარ - ი.
აჩირხა - მთის ბროლი; სვანურად ჩირხა, ა - აფხაზური სუფიქსი.
ამას გარდა სვანური დასახლებების სახელები ხშირად გვხვდება აფხაზეთში:
ცხუმი - ცხუმ - არ - ი
ჟაბნა - ჟაბეშ - ი
მერხეული - მერხელარ - ი
გაგრა - გაკრა
ლარა - ლარა
ბგარდვანი - გარდვან - ი
მიუსერა - მუსერ -ი
ენათმეცნიერის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის მიხედვით:
მეგრული ტოპონიმები:
დიხაზურგა - ამაღლებული ადგილი; მეგრულად დიხა - მიწა, ზურგი - ამაღლებული ადგილი, ბორცვი.
დიხაგუძუბა - მიწა-ბორცვი, მიწა-ძუძუ; მეგრულად დიხა - მიწა, გუძუ - ძუძუ (ბავშვის ენაზე).
ზენი - ვაკე; მეგრულად ზენი ან რზენი - ვაკე.
ლეკუხონა - ხეჭრელიანი ადგილი, ხეჭრელოვანი; მეგრულად ლეკუხა - ხეჭრელა, დიდგულა, სათოფელა (ხის ჯიში).
ნაოჩი - ნაყანევი; მეგრულად ოჩე - დიდი ყანა, ნა- პრეფიქსი.
ნეძონა - კაკლის ტყე, ნიგვზნარი; მეგრულად ნეძი - კაკლის ხე.
ოკვინორე - საკვერნე; მეგრულად კვინორი - კვერნა.
ოტობაია - სატბე; მეგრულად ტობა - ტბა.
ოტორონჯია - შეესაბამება ქართულ სამტრედიას; მეგრულად ტორონჯი - მტრედი.
ოქუმი - სასელე, საჭვავე; მეგრულად ქუმუ - სელი, ჭვავი.
ოჩამჩირე - ფართო ყანა; იგი ორი კოლხური სიტყვის კომპოზიტია ოჩე - ყანა და მჩირე - ფართო, ვრცელი.
ოჭუბურე - საწაბლე; მეგრულად ჭუბერი - წაბლი.
სკურჩა - წყალთეთრი; მეგრულად სკური - ღელე, მდინარე, ჩე - თეთრი.
ტყვარჩელი - თეთრი კიბე ან დამრეცი კიბე; მეგრულად ტკვა, ტყვა - კიბე, რჩელი - ორგვარი მნიშვნელობა აქვს, თეთრი და დაფენილი.
ფოქვეში - გამოქვაბულისა, მღვიმისა; მეგრულად ფოქვა -გამოქვაბული, მღვიმე.
ღალიძგა - ღელის პირს; მეგრულად ღალი - რელე, ძგა - ნაპირი.
ჩხორთოლი - ცხრათვალა; მეგრულად ჩხორო - ცხრა, თოლი - თვალი.
წარჩე - თეთრი წყალი; მეგრულად წყარი - წყალი, ჩე - თეთრი.
წყურგილი - ცივი წყარო; იგი ორი სიტყვის კომპოზიტია წყუ ნიშნავს წყაროს, რგილი - გრილს.
ჭუბურხინჯი - წაბლის ხიდი; მეგრულად ჭუბურ - წაბლი, ხინჯი - ხიდი.
აფხაზური ტოპონიმები:
აგუბედია - შუა ბედია; აფხაზურად აგუ - შუა, შუაგული.
აჟარა - იფნები, იფნარი; აფხაზურად აჯა - იფანი, რა - მრავლობითის სუფიქსი.
აჩიგვარა - ცხენის სადგომი, თავლა; აფხაზურად აჩ - ცხენი, აგუარა - თავლა.