თუ ჩემი მისამართით ამბობ ამას, ერთი რაც შემიძლია გირჩიო, ჩემი ძველი პოსტების გადაკითხვაა! (თუ იკადრებთ რა თქმა უნდა

)
PROLETARIATIბრძოლა უნდა გაგრძელდეს, სრულ უმოქმედობას დამიჯერე ჯობია!
მე შემიძლია ვიკამათო ბრძოლის ხერხებზე და ვიცი თავადაც რომ ბევრი რამ დასახვეწი და შესაცვლელია (ბევრი რამ გუშინდელმა დღემ გამოაჩინა) თორემ, თავად ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაში უსამართლობის წინააღმდეგ ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი...
პ.ს. ესეც ჩემი ახალი ნოუთი facebook–იდან :
შეხვედრა წარსულთან ანუ მე ყველაფერი მახსოვს...
"მემარჯვენეები მოუწოდებენ საპატრიარქოს, არ ჩაერთოს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ წამოწყებულ კამპანიაში"– ასეა დასათაურებული ერთ–ერთი საინფორმაციოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია...
ძვირფასო ახლებო, ბატონო დავით (გამყრელიძევ) თქვენ ის ადამიანი ხართ ალდაგი რომ დააფუძნეთ, მერე პატივცემული შევარდნაძისაგან კაი კანონიც აირტყით ალდაგში სავალდებულო დაზღვევის შესახებ და ამით საკმაოდ დიდი ფულიც იშოვეთ. დავით ბატონო, თქვენი თამადობით მოხდა 23 ნოემბერს ქვორუმის არსებობა იმ დედა–აფეთქებულ პარლამენტში! დიახ, თქვენ იყავით ის ხალხი და რომღაც მაშინ არ გაგიპროტესტებით პატრიარქია არ ყოფნა იმ სხდომაზე (არადა წესით და რიგით უნდა შეგლახოდათ თავმოყვარეობა)... ის არგუმენტები რომ იცოდით რა ძალაც მოდიოდა და ამათ ისევ შევარდნაძის ეპოქა ჯობდა, უფრო ამძაფრებს თქვენი ნაძირლობის და არა–კაცობის შეგრძნებას ჩემთვის!....
კარგად გვახსოვს ყველას დავით ბატონო თქვენი სასმელისაგან გაბიჟვინებული სახე მოჭიდავეების დაკავების დროს, როგორ იცავდით ბოროტმოქმედებს! ეს ყველაფერი გვახსოვს და კიდე სხვა რამეებიც!
ქრისტიან–დემოკრატებო, ადრე დავწერე ნოუთი თქვენი ერთ–ერთი ლიდერის (ქრისტიანი) შესახებ, (გიორგი ავალიანზეა საუბარი) ერთ–ერთ გადაცემაში ათი ცნება ვერ ჩამოაყალიბა და მე მიკითხავს მართლმადიდებლურ მორალს!...
ბატონო გიორგი, თარგამაძევ, თქვენ შემთხვევით ასლან აბაშიძის აღორძინებაში ხომ არ იყავით დამრტყმელი ძალა? თქვენ ხომ არა ხართ ის კაცი, იმ ბოროტებას რომ კბილებით იცავდა რასაც აბაშიძის რეჟიმი ერქვა? ოდესმე ასლან აბაშიძე გაგიკრიტიკებიათ მისი არა–ქრისტიანული ქმედებების გამო? არა იმიტომ რომ შენ ისეთივე ნაგავი და ნაძირალა ხარ როგორც აბაშიძეა და მაშინაც იყო... არაფრით შეცვლილხარ არც ახლა, გამყიდველად გიცნობს მიმდინარე პროცესებში მეტ–ნაკლებად გარკვეული ყველა ადამიანი... და თქვენ მეუბნებით რომ მე ვარ ერის მოღალატე და ვიმართები სხვა ადამიანებისაგან? ცოტა სასაცილო ხომ არ არის ეს აბაშიძის სულიერი შვილისაგან ახლა რომ ილია მეორის სულიერ შვილობას იბრალებს? (არა ისე მე ის მიკვირს ის სად ამოთხარეთ, ფეზდეც–ინტელექტუალი რომ გყავთ, გაბუნია, ჭკვიანური გამომეტყველებით რომ აკეთებს კომენტარებს)
მოვიდა ნუგზარ წიკლაურის დროც, რა უნდა დავუჯერო ადამიანს, რომელიც თვითონაა ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფუნდამენტალისტი ალბათ, პუშკინის ძეგლი ავიღოთო რომ გაკიოდი ბატონო წუგზარ, ახლა გინდა დავიჯერო რომ ლიბერალი გახდი და ამ წამოწყებას იცავ? არა, შენ ისეთივე ფლიდი და ფარისეველი ხარ როგორიც სისტემა, რომლისთვისაც მუშაობ. უბრალოდ ერთი სიმი ხარ იმ ორკესტრში, რასაც სააკაშვილის სისტემა ქვია, ქართული პოლიტ–სისტემა...
ედეპეშნიკებო, თქვენ საერთოდ ხმა არ ამოიღოთ, რაც სისტემის ნაწილი გახდით, მას მერე დაიწყეთ ძვირადღრებული ტოიოტებით მოძრაობა, სანომრე ნიშნით EDP–შჩემტა... ახლა დაიწყეთ არა მოლაპარაკებების სერია ხელისუფლებასთან? ხომ არ გგონიათ რომ პარტიულ ტრადიციებს ღალატობთ და ისევ სისხლისმღვრელ ომში უნდა ჩაითრიოთ ეს ქვეყანა? (ბოლო შეკითხვა რა თქმა უნდა ცინიზმ–ნარევი რიტორიკაა– განმარტება გონებაშეზღუდულთათვის, მერე რომ შარი არ მომდონ

)
ლეიბორისტები, ოოოო, ერთობ მძიმე მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, ვაჭარი, ცრუ და არა–სანდო ხალხი, აბა როგორ ვიწამო შალიკოსი და მისი რჩეული თანამებრძოლების, როცა ყველა მათგანი ბოლოს მოწინააღმდეგე ბანაკს მიეყიდა? ნაგავია პარტია კი არა!...
ნაციონალებო, აი თქვენზე კი არის ბლომად სასაუბრო, თქვენ ის ხალხი არა ხართ დედითქვენისას რომ ჭამდით შევარდნაძის დროს? თუ მეშლება რამე? მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი, მიშა სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ესენი ხომ პირველი თაობის სმკ–ელები არიან? ესენი არ არიან ყველა იმ მანკიერებაზე ხელ–მომწერები რომელსაც დღეს ჩვენ საკუთარ თავზე განვიცდით?
ბატონო პრეზიდენტო, 98 წელს თქვენ არ იყავით ის ადამიანი რომელიც შევარდნაძის შეცვლას გამორიცხავდა? და ამბობდით მას ალტერნატივა არა ყავსო? ეგ იყავით ზუსტად! თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იყავით სწორედ, ის ხალხი ვინც მაშინდელ უსამართლობას არათუ ამართლებდა, არამედ ჯერ ქმნიდან და მერე ამართლებდა!
მაინც მოგცათ ქართველმა ხალხმა შანსი და ეს შანსი თქვენ ვერ გამოიყენეთ ბატონებო, მეტიც, უფრო მეტი ფარისევლობა, პირფერობა და ფლიდობა ჩადეთ თქვენს ქმედებებში და უსირცხვილოდ აფურთხებთ ადამიანებს სახეში... არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში ისევ და ისევ თქვენს გამო, იმის გამო რომ შიში, ბოროტება და დასმენა ჩანერგეთ ყველგან! გამართული სისტემაო, თქვენ რომ ბრძანებთ, მაშინაა როცა კანონის წინაშე თანაბარია ყველა.
სამართლისა და კანონის დიქტატურა ბატონებო, აი რა არის გამოსავალი...
მაგრამ არა თქვენს პირობებში პატივცემულო გვამებო, თქვენ ადრე თუ გვიან წარსდგებით სამსჯავრის წინაშე, იქნება ეს ამ–ქვეყნად თუ იმ–ქვეყნად!... აი მაშინ კი დამიჯერეთ ბევრად მეტ შეკითხვას დავსვამ...