პოლიტიკის განყოფილების რეფორმირების დროა.
სათაურიც უნდა შეეცვალოს ამ განყოფილებას და სადმე ჩავაკვეხოთ სიტყვა "საზოგადოება".
პოლიტიკის გარდა,აქ უნდა განიხილებოდეს საზოგადოებისთვისი საინტერესო დ ამნიშვნელოვანი,აქტუალური თემები(მიმდინარე).
არავინ ითხოვს სხვა განყოფილებების დახურვას.თუ რომელიმე შოუში საინტერსო პოლიტიკური ან თუდნაც სოციალური საკითხი განიხილება,ვთქვათ,ოთხშაბათ დღეს,ამ განყოფლებაშიც უნდა დავუშვათ განხილვები.თვითონ მაგ გადაცემის ღრმა დეტალური განხილვა(მენეჯმენტი,პოპულარობა,წამყვანების თმის ვარცხნილობა და ეგეთები) კი შესაბამის განყოფილებაში - "მასმედიაში" უნდა მოხდეს.აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული დღის პერიპეტიები უნდა განიხილებოდეს,თუ დაინტერესებას ჰპოვებს განსახილველი საკითხი საზოგადოებაში.
ასევე,არაა საჭირო არსენალში გავიქცეთ,თუ ზედაპირულად მოგვინდება რაიმე მიმდინარე საკითხზე მსჯელობა,მაგალითად,თავდაცვის მინისტრი თუ გამოვა ტელვიზიით და რაღაც რეფორმაზე გააკეთებს განცხადებას.
აქ ზედაპირუალდ უნდა "გამოვუშვათ ორთქლი",ხოლო დეტალური,ღრმა და პროფესიონალური ანალიზისთვის კი არსებობს შესაბამისი განყოფილებები.
იგივე ეხება რელიგიურ თემებსაც.ზოგადად რელიგია უნდა განიხილებოდეს შესაბამის განყოფილებაში - "რელიგიაში",მაგრამ აქტუალური საკითხები,ე.წ. ბრეიქინგ ნიუსები,სიტყვაზე,მანიფესტაციები ან დებატები რელიგიურ ნიადაგზე - ამ განყოფილებაში.
ზოგი განყოფილება დაკარგავს ინტერესს,მაგალითად,"თბილისი",მაგრამ ფორუმისთვსი ასე აჯობებს.გარდა ამისა,თბილისის განყოფილებას სხვა დატვირთვა ექნება,ცოტა უფრო ისტორიულ-კულტურული განხრით წავა,ხოლო ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისთვის აქტუალური საკითხები აქ უნდა გადმოვიდეს.იქ მაინც არავინ შედის.
ხო,ეს განყოფილება თავკომბალა გახდება,მაგრამ ასე უკეთესი იქნება.
და,რაც მთავარია,დაპოსტვაზე უნდა შემსუბუქდეს ლიმიტი და გახდეს 1 დღე და 5 პოსტი.ამით რუს პორნო-სპამერებს თავიდან ავიცილებთ.
აქ უკვე ყველას აქვს სარეზერვო ნიკები და ბანი არაფერს ცვლის.2 წუთში ისევ პოსტავენ.ლიმიტი უნდა შემსუბუქდეს იმიტომ,რომ ეს განყოფილება დამყაყდა,ძველებს მობეზრდათ,დაიღალნენ,თაობათა ცვლა არ მიდის და სტაგნაციას განიცდის აქაურობა.
მე რომ პოლიტიკოსი ან ცნობილი საზოგადო მოღვაწე ვიყო(საქმიანი,დაკავებული და ა.შ),ფორუმზე შემოვიხედო,სადაც ჩემთვის საინეტრესო საკითხზე მიდიოდეს სჯა-ბაასი და დაპოსტვა მომინდეს ,მაინც არ დავრეგისტრირდებოდი,რადგანაც არ მომეცემოდა დაპოსტვის საშუალება მაგ თემაში ლიმიტების გამო,2 კვირის მერე კი ეგ თემა აქტუალური აღარ იქნებოდა,და ისედაც,50 პოსტის დამგროვებელი არ ვიქნებოდი სხვა განყოფილებებში.ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ლიმიტები.ვიტყოდი,წადი თქვენი კარგიც-მეთქი.
თემების გახსნაზე კი ლიმიტი ისეთივე უნდა იყოს,როგორც ახლაა დაპოსტვაზე.
ტიმი ვერ ერკვევა ასეთ ნიუანსებში,ჩვენიც არ ესმის და რა ვუყოთ

ზოგიერთი ზარმაცი მოდერის(რომლებსაც თავის ატკივება არ უნდათ ლიმიტის შემსუბუქებით და მარტოი 0 ფლუდკონტროლი უნდათ) გავლენის ქვეშაა.
მოკლედ,სერიოზული რეფორმებია საჭირო
rekusoჰე,სანამ წასულხარ...ტყე შეუნახე შვილებსა,მამა ხარ,შენი ვალია!