ნეტარი ჩეფჩიკას და სრულიად "მაესტრო"-ს ტელევიზიის მოძღვარი მამა ალექსანდრე გალდავადეკანოზ ალექსანდრე გალდავას დღიურები:
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დაიბადა 1968 წლის 25 იანვარს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი. 1994 წელს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო ერთი წლის თავზე - მღვდლად. სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1997 წლიდან მსახურობს თბილისის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.
2007 წელი. 7 იანვარი, კვირა.
ეკლესიის ეზოში შესვლისთანავე ჩვეული სამზადისი ვიგრძენი: სტიქაროსნები, მესანთლე, ჩემი მარჯვენა ხელი – ძვირფასი ეკონომოსი დათო, პატარა გოგოები და მათხოვრები დიდი სიყვარულითა და სითბოთი ფუსფუსებენ, ალაგებენ ეკლესიას, წმენდენ კანდელებს, ხეხავენ შანდლებს და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულში.
უცებ ეზოში შემოვიდა ჩია კაცი, სვანეთისუბნელი მოხუცი მედოლე ვანო, რომელიც მთელი ცხოვრება პანაშვიდებზე დაკვრით ირჩენდა თავს, მაგრამ დღეს მისი ხელობა არავის სჭირდება – ჩართავენ მაგნიტოფონში სამგლოვიარო მუსიკას და ვანოს დოლი აღარავის ახსოვს.... ვანო მოვიდა, რათა თავისი სიყვარული, მადლიერება გამოხატოს, და მოიყვანა თავისი აკორდეონისტი, რათა წირვის შემდგომი ტრაპეზი გაალამაზოს ქალაქური სიმღერებით. შარშანდელი შობა მახსენდება, როცა ღამის ტრაპეზზე იმდენი და ისეთ ხმაზე უკრა, რომ ტვინი წაიღო. მაგრამ, რადგან მრევლი ტაშს უკრავდა, აგულიანებდა, ვანოსაც უხაროდა, არ ჩერდებოდა, და ის ღამე მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ამიტომ უხარია დღესაც – მოუსმენენ, ტაშს დაუკრავენ, შეაქებენ და მადლობას ეტყვიან. Mმისი სიხარული გადამდებია ჩემთვისაც და ძალიან ძვირფასი.
ღამე ეს ადამიანური, ჩვეულებრივი სიხარული გადაიზრდება სულიერ, ღვთაებრივ სიხარულში. 12 საათის დადგომისთანავე დაირეკა სადღესასწაულო ზარები და კაცობრიობას უკვე მერამდენედ ეხარა ანგელოზთაგან ქრისტეშობა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
წირვა დაიწყო. მსახურებამ მოიცვა მთელი ეკლესია. გრძნობის ყველა ორგანო გაცოცხლებულია; მღვდელმოქმედება, ფრესკები, ხატები, ადამიანის მხედველობას ავსებს და ამაღლებს; გალობა სმენას ატკბობს, საკმევლის სუნი ღვთაებრივ ნეტარებას შეგაგრძნობინებს, ზიარება კი დაგემოვნებაა სასუფევლის ფუფუნებისა. Mმისტიკურია ღამის წირვა და, როდესაც შობის ტროპარის გალობა იწყება, თავისდა უნებურად მთელი ეკლესია, დიდი თუ პატარა, წარმატებული თუ გაჭირვებული, გულნატკენი, ავადმყოფი – ყველა ერთად განადიდებს ღმერთს და ყველანი ერთად ქრისტეში ვართ ბედნიერნი, ერთიანნი, სადაც ყველა თანასწორნი ვართ. სწორედ ამ დროს ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრების არჩევანი ნამდვილად უდიდესი ბედნიერებაა.
8 იანვარი, ორშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ჩავრთე რადიო და გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელსაც როკ-ოპერა “იესო ქრისტე – სუპერსტარის” შესახებ მიჰყავდა გადაცემა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც სკოლის პერიოდში გრძელი თმითა და დახეული ჯინსებით დავდიოდი და მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით და ვბაძავდით როკ-მუსიკოსებს. Oიმ ფულს, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად გვაძლევდნენ, ვაგროვებდით და ნახმარ ინსტრუმენტებს ვყიდულობდით. ვძვრებოდით დასაკრავად სარდაფებში, გვყრიდნენ მეზობლები, ვაწუხებდით და გვაწუხებდნენ. მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას დაკვრას ვუთმობდით. გვიხაროდა, დამოუკიდებლები ვიყავით სრულიად, გვქონდა ჩვენი სამყარო, რომელიც სავსე იყო მუსიკით და თავისუფლებით...
ჩვენი შთაგონების წყარო სწორედ ეს როკ-ოპერა “სუპერსტარი” იყო, რომელიც სახარების შინაარსზეა აგებული. თუმცა, ბავშვობაში მოსმენისას ჩემში მას არანაირი რელიგიური გრძნობა არ გაუღვიძებია; დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ ეს იყო სახარებისეული შინაარსის მიწოდების მცდელობა არარელიგიური, თავისუფალი, ჰიპური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თავისით არასდროს წაიკითხავდნენ სახარებას. Eეს არის მათს ენაზე მიტანილი რელიგიური მუსიკა. ასევე მახსენდება (როცა უკვე ზილოტი მოძღვარი ვიყავი და ჩემს წარსულზე ხაზი მქონდა გადასმული), როგორ მოვხვდი უწმინდესთან მიღებაზე. თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრისას, პატრიარქმა აღნიშნა “სუპერსტარისადმი” თავისი სიმპატია.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ბავშვობის გატაცება ამ მუსიკით არ ყოფილა დასაძრახი! თურმე, უწმინდესს თვითონ ჰქონია დასაკრავი ინსტრუმენტები და თვითონ წერს მუსიკას. ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი, გამომეღო გადამალული ინსტრუმენტი და დამეკრა.
ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი უნდა ემსგავსოს ფუტკარს, რომელიც სხვადასხვა ყვავილისაგან აგროვებს ნექტარს და ქმნის თაფლს, ანუ საუკეთესოს. Aასევე, წინასწარმეტყველმა მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის ბრძანებით გამოიტანა ეგვიპტელების მთელი საგანძური, რაც სიმბოლოა ადამიანური სიბრძნისა. ის, რაც კაცობრიობამ მოიპოვა კეთილი, ქრისტიანმა არ უნდა უგულებელყოს, არამედ გამოიყენოს და წარმართოს ღვთის სადიდებლად. “ყოველი მოცემაი კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისა და მამისა”.
9 იანვარი, სამშაბათი
ჩავსხედით მანქანაში მე და ჩემი ერთგული შეგირდი მახო და გავუყევით მცხეთის გზას. ძალიან ყინავს, მცხეთაში თბილისთან შედარებით 2-3 გრადუსით ნაკლებია. იმ ეკლესიაში, რომელსაც ვხატავ, ისეთი გამყინვარებაა, ხელები მეყინება. ხარაჩო ყანყალებს, მაგრამ ჩემი სანუკვარი ცხელი ჩაი ენერგიას მმატებს. ფერიცვალების სცენას ვხატავ დღეს. ძირითადი ფერი უკვე ჩასხმული მაქვს, ოქრო დადებულია მაცხოვრის შარავანდედზე, შავი საქმე მოთავებულია. დღეს ვიწყებ ყველაზე საინტერესოს, რაც მხატვრისათვის სიამოვნების მომნიჭებელია: მაცხოვრის სახე უნდა დავხატო. ვხატავ მაცხოვარს, რომლის ნახვითაც ადამიანმა ესთეტიკური სიამოვნება კი არ უნდა მიიღოს მხოლოდ, როგორც ეს საერო მხატვრობაშია, არამედ მასში უნდა აღიძრას ღვთაებრიობის განცდა, უნდა მოუნდეს მასთან ლოცვა, გული უნდა გაუხსნას, სიყვარულით უნდა აღუვსოს. Aამიტომ ჩემზეა დამოკიდებული, რამდენად მივაღწევ ამ მიზანს. თუმცა, ხატმწერის სახელს არასდროს არავინ აღარ იკითხავს. და მიზანიც მიღწეულია.
10 იანვარი, ოთხშაბათი
ჩემი დღე ჩემი შვილებით – ლუკათი, ლაზარეთი და თინიკოთი – სრულდება. ბიჭები მაბრაზებენ. სახლში დაგვიანება ტრადიციად გაიხადეს. Uუსმენენ ჩემთვის მიუღებელ რეპს. თუმცა, მახსენდება ბებიაჩემთან გაუთავებელი ჭიდილი, როცა 24 საათი ჩართული მქონდა მძიმე როკი ბოლო ხმაზე. მაშინ ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, არასდროს დავუშლი ჩემს შვილებს მათი საყვარელი მუსიკის მოსმენას-მეთქი. Gგავიზარდე და ვიჭერ ჩემს თავს იმაზე, რომ ბებიასავით მომაბეზრებელი და ბუზღუნა გავხდი. რა ვქნა, არ შემიძლია ემინემის მოსმენა...
11 იანვარი, ხუთშაბათი
მახსოვს ზუსტად და კარგად, როდესაც პირველად წავიკითხე სახარება. წითელყდიანი სქელი წიგნი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. Yყველაფერს სხვანაირად შევხედე და გადავაფასე. რელიგიური გზის პირველი ეტაპი რადიკალური იყო. ვიყავი პირქუში და მკაცრი საკუთარი თავის და სხვების მიმართ. მაგრამ, როგორც საერო ცხოვრებაში მოახდინა ჩემზე უზარმაზარი გავლენა ბევრმა მხატვარმა თუ მუსიკოსმა, ისე გამიადვილეს გზა თანამედროვე სასულიერო მოღვაწეებმა: უწმინდესმა ილია მეორემ; მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა, რომლის წიგნები ჩემი ყოველდღიური საკითხავია. წარუშლელი კვალი დატოვა ეპისკოპოს კალისტოსთან ურთიერთობამაც. Uუკვე მღვდელი რომ ვიყავი და ყველასაგან მალულად, ჩემთვის ვუკრავდი, მან ასეთი სიტყვები მითხრა: “ დაუკარი არა მხოლოდ შენთვის, არამედ ხალხისთვის. Gგაუნაწილე შენი სიხარული სხვებსაც”.
12 იანვარი, პარასკევი
დღეს გავიარე თავისუფლების მოედანზე და კიდევ ერთხელ დავინახე წმინდა გიორგის მონუმენტი. თვითონ ამ მონუმენტის დადგმის იდეა ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. თუმცა, მთელი რიგი მიზეზებით, ეს იდეა სრულად ვერ განხორციელდა ისე, როგორც ეკადრება წმინდანს. არ ვეხები მის მხატვრულ ღირებულებას; განვიხილავ წმინდა რელიგიური თვალსაზრისით. მართლმადიდებელი იკონოგრაფიის აუცილებელი პირობაა კონტაქტი წმინდანსა და მნახველს შორის. იმის გამო, რომ ძეგლი არის ძალიან მაღლა, აბსოლუტურად იკარგება კავშირი ადამიანსა და წმინდანს შორის. წმინდანი ხდება მიუწვდომელი, შორეული. ეს წარმართული ფორმაა, როცა ღვთაება არის მიუკარებელი და მსაჯული, როცა თავს განიცდი მონად და დათრგუნვილად.
ღვთის ადამიანური ბუნების მიღების შედეგად ადამიანი დაუახლოვდა ღმერთს და იგი აღარ არის მისთვის ტრანსცენდენტური. სამწუხაროდ, ამ მონუმენტის ხილვისას ეს აუცილებელი მოთხოვნა დაკარგულია და წმინდა გიორგის ძეგლი გადაიქცა კერპად.
გული მწყდება, რომ დღეს, როცა ასეთი წინსვლაა და აღორძინება ეკლესიისა, როცა შეიძლებოდა, გაეთვალისწინებინათ სარწმუნოების ეს ელემენტარული საფუძვლები, სიჩქარემ და პროფესიონალების აზრის უგულებელყოფამ არასწორი შედეგი მოგვცა.
13 იანვარი, შაბათი
დღეს დილით წირვა მაქვს. ყოველი კვირა აღდგომის სწორია. ყოველი კვირა ეკლესიის მთელი მრევლის საერთო სიხარულია. ვიკრიბებით ლიტურგიაზე სიყვარულისთვის, მაგრამ სიყვარული არ არსებობს მსხვერპლის გარეშე, როგორც აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე. მთელი კვირა გოლგოთოს გზაა თავისი განსაცდელებით, ტკივილით, დაცემით, სიხარულით. კვირის წირვაზე ერთად ვნუგეშობთ, ერთი ბარძიმით ვეზიარებით, ვერთიანდებით ღმერთში, განვიცდით ღვთაებრივ ნეტარებას და მადლიერებით აღვსილნი ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ!
“თავისუფლების დღიურები”. Pპროექტის ავტორი: დავით კაკაბაძე. რადიო თავისუფლება. პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2008. გვ. 12-16.
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪
"ცისფერი მთები" ანუ "წითელი ინტელიგენცია"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33991934
XXI-ე საუკუნის "შულავერის კომიტეტი"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33990773
http://www.youtube.com/daxure3
http://www.youtube.com/DEVILPUTIN