SedoySedoyპრეზიდენტი მედვედევის განცხადებას ეხმაურება
10.12.09 15:11
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის საკითხს მიესალმება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, რუსეთის პროდუქცია საქართველოში არ არის დაბლოკილი და არც ემბარგო ემუქრება. ასევე, თავისუფლად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სპეცსამსახურებთან დაკავშირებული.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით.
`ეს შეზღუდვები თავად რუსეთმა ცალმხრივად დააწესა ჯერ კიდევ 2008 წლამდე, ხოლო 2003 წლამდე უვიზო რეჟიმი გააუქმა. თუ ისინი საქართველოს მიბაძავენ და ამ შეზღუდვებს გააუქმებენ, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება, იმის მიუხედავად, რომ ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია და პრეტენზია შეიძლება საქართველოს ჰქონდეს`, - დასძინა მანჯგალაძემ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გუშინ »რია ნოვოსტის» მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე განაცხადა, რომ ზემო ლარსის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელების საკითხებში დაბრკოლებებს ვერ ხედავს. მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება
ნიკა გილაური მედვედევის განცხადების შესახებ
10.12.09 15:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიერ სანქციების შესუსტებას მიესალმება. ამის შესახებ ნიკა გილაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გილაურმა აღნიშნა, საქართველ-რუსეთის ურთიერთობაში მთავარ პრობლემად მაინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რჩება. რაც შეეხება სანქციების შესუსტებას სავიზო რეჟიმთან, მიმოსვლასთან და ტრანზიტთან მიმართებაში, მისი განცხადებით, ეს შეზღუდვები სწორედ რუსულმა მხარემ შემოიღო.
`სავიზო რეჟიმი, მიმოსვლა ან ტრანზიტი ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკია. პირიქით, ეს სანქციები რუსული მხრიდან იყო წარმოქმნილი. თუ რუსეთი მოგვბაძავს და სანქციებს შეასუსტებს, ძალიან კარგი იქნება,`-აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ მედია-ფორუმზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია, ხოლო ქართული პროდუქციის რუსელ ბაზარზე დაბრუნებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, მედვედევმა ისიც დასძინა, რომ მიუხედევად ქართველი ხალხისადმი მისი სიმპათიებისა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არავითარი ურთიერთობა არ სურს.

მორჩა კინო........