#16920928 · 13 Dec 2009, 11:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენეი მჭადზე ასმევს ჯვარებს. დედაშენი შარვლით ტაძარს ამძორებს, ჩემი ნენეი ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი მერსედესით დადის და ჩემი ნენეი მიუძღვება გუთანს. დედაშენს ჟადორეს სუნი ასდის და ჩემი ნენეი ბალახის სუნს სუნთქავს თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანან. ბილბორდები გიშრიალებთ ქარში ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე ჩემი ნენეი წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს ჩემი ნენეი წარსულიდან ორხავს დედაშენი ევროპულად ხვნეშის. თქვენთან ახლა მოდაშია სექსი ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს ჩემი ნენეი სამოთხის გზას გაშლის დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა სურვილები განცდებს ვეღარ მართავს დედაშენი ქართველ ქალის სახე – ჩემ ნენეს კი ეძახიან თათარს.
--------------------
კარბონეიტრალური
|