- “თქვენ შეგიძლიათ მომცეთ ნებისმიერი ციფრი, ხოლო მე ისე მოგიყვებით იმ ციფრზე, ვერ იცნობთ ვერც იმ ციფრს და ვერც იმ ციფრის პატრონს. ეს სიუჟეტი არ მინახავს, მაგრამ ერთი წლის წინ, როცა ტელევიზიაში მსგავსი სიუჟეტი გავიდა, მე თვითონ ვუყურე და ისეთი რამეები თქვეს სკამიდან კინაღამ ჩამოვვარდი. ჩემთვის დღესავით ნათელია რა და რატომ კეთდება, მაგრამ არ მინდა სხვის საქმეზე ვილაპარაკო. სხვებისგან განსხვავებით ტყეში არ ვარ გაზრდილი, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ისეთ ინტერპრეტაციებს აკეთებენ ტელევიზიებში, რომ შენ თვითონ ვერ ცნობ ვერაფერს“, – ამბობს გოჩა ცქიტიშვილი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11408