გადმოავაკოპირებ ჩემს პოსტს,მცირედი კორექტივებით . აქაც უნდა იყოს და საერთოდ სადაც შორენაზე , ნანკაზე , მაკა ასათიანზე იქნება ყველგან ჩავაკოპირებ დღეიდან.ფსოო

კაი რაა, არ მოგბეზრდათ მართლა ? როდემდე უნდა ილაპარაკოთ ამ გოგოზე ან რა პონტში ლანძღავთ ?
შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ასეთი ქალი არ გემუქრებათ . იმ კაცსაც ვის გვერდითაც ჰყავდა გაუმართლა , მაგრამ რათქმაუნდა ვერ შეირგო . ი ვსიო . ყვავს თავისი ბახალა საუკეთესო ჰგონია და მიხედეთ რაა ,უბრალოდ ასე ობიექტურობა მაინც რა პონტში უნდა დაჰკარგოთ . ულამაზესი ქალია და მორჩა . ისიც ფაქტია რომ კაცების დიდ ნაწილს , გვერდით სერაია მიშკა ურჩევნია , იმიტომ რომ შინაგანად იცის, მაინც ვერ შეინარჩუნებს ასეთ ქალს და ეჭვიანობა გაჰგუდავს . ჰოდა დაეძალეთ საშუალოებს და ამათ კი თავი დაანებეთ . ბიჯოს .
მერე რაა, რომ ყველას ღიმილს გჩუქნით , შეგიძლიათ დამშვიდდეთ , თქვენი მაინც არასდროს არ იქნება .
მიხედეთ ტურფებს .
ლექსი ვერაფერი , მაგრამ საქართველოში ყველა ლამაზი ქალის ისტორია ასე ვითარდება ლიკა ქავჟარაძიდან იწყება და ვიდრე მაკა ასათიანამდე : ///
უშნომ ქვეყანა დააქცია
და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა
და უკვე შეარქვეს სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე ამოდის და
ღრუბლებს უჩნდებათ შურით იარა
ლამაზის თვალებში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში დირეც კი არა...
ლამაზის ბედი დასაგმობია
(თურმე , რამდენი ყოფილა მტერი)
ლამაზი ყველას სხვისი ჰგონია
და დგას ჭორების კორიანტელი.
მას ხარბად თვალთა ორომტრიალით,
მიაცილებენ მამაკაცები,
განზრახვა მათი ბოროტი არის
ხომ უნდა სცადონ მაინც საცდელი.
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
რაგინდ ჭორებმა გული დაფლითოს,
შენ ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი,
ათიათასს კი გული დავწყვიტო!..
.
This post has been edited by baby_boo on 16 Dec 2009, 14:25