მართალი ხარ,
ირანს სირიასთან სამხედრო თანამშრომლობაზე ხალშეკრულება აქვს დადებული.
რაც შეეხება იემენს, ირანე იემენის შიიტებს აქტიურად აწვდის იარაღს.
და საერთოდ კი ეს თემა ამას მაგონებს
- ა, ბატონო... - ნაცარზე საზღვარს ჯოხით ვხაზავ, - შენ ხარ გერმანია, მე ვარ საბჭოთა კავშირი. შენ დგახარ აგერ, მე ვდგავარ აგერ. ზამთარია ახლა, ზამთარი ჩემია, მე მიჩვეული ვარ ამ ზამთარს, არ მცივა, შენზე თბილად მაცვია, შენზე გამაძღარი ვარ და ჩემს სახლში ვარ.
- კარგი, ბატონო...
- შენ გცივა, შიშველი ხარ, სხვის სახლში ხარ, მასპინძელი ერთი ცხვირში გირტყამს, მეორე ზურგში.
- ზურგში რომელი?
- პარტიზანი!
- აგაშენა ღმერთმა.
- ჰოდა, რას შვები?
- წავიდე უნდა, სხვა რა გზა მაქვს? - ამბობს ბეგლარა და ხელებს შლის.
გარეთ ბეგლარას ძაღლმა დაახველა.
- დახრჩობა შენი! - თქვა ბეგლარამ, ადგა და წისქვილის კარი გააღო. წისქვილში აკვირინე ბებია, მატრონა და ფედოსი შემოვიდნენ. ისინი მოგვესალმნენ, საფქვავი კოდზე შემოაწყვეს და ცეცხლთან დასხდნენ. ბეგლარამ მეორე თვალი წისქვილი აამუშავა, ზედ აკვირინეს საფქვავი დააყარა და ისევ გვერდით მომიჯდა. აკვირინე ბებიამ, ფედოსიმ და მატრონამ გზაში დაწყებული ამბავი გააგრძელეს.
- მიხედეთ, ქალებო, თქვენს საფქვავს, მე არ მცალია! - უთხრა ბეგლარამ ქალებს და ჩემსკენ მოიჩოჩა. ქალებმა თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად. ბეგლარამ ჯოხი გამომართვა და ახლა თვითონ გაავლო ხაზი. ახალი საზღვრიდან ძველი საზღვრისაკენ.
- კარგი, ჩემო სოსოია, დავიხიე უკან და მივედი ძველ საზღვართან, რას შვები მერე? - მკითხა უცებ ბეგლარამ.
- მერე... - ვთქვი და გავჩერდი, აღარ ვიცოდი, რას ვიზამდი მერე, მაგრამ ბეგლარა არ მომეშვა.
- მე რომ ჰიტლერი ვარ, მოვედი ძველ საზღვართან და რას მიშვები მერე?
- გაგიხმეთ ენა, თქვე გლახებო! - თქვა აკვირინე ბებიამ.
- გვაცალე, ქალო! - გაუჯავრდა მას ბეგლარა.
- რას გიზამ, ჩემო ბეგლარა, და მოგაწვები იქით, - გადავწყვიტე, როგორც იქნა.
- კაი და, გითხარი მე, ჰიტლერმა, ა, ძმაო, შენი მიწა შენ და ჩემი მე, გვეყო ახლა სისხლისღვრა, შენ შენთვის, მე ჩემთვის.
- მაინც მიგაწვები, ბეგლარა! - გავჯიუტდი.
- სანამდის, შე უპატრონო? - შეეშინდა ჰიტლერს.
- ბოლომდის, ჩემო ბეგლარა, ბერლინამდის!
- მერე?
- მერე დაგიჭერ შენც, შენს გენერლებსაც, შენს მთავრობასაც და რაც სიმწარე მანახე, სულ ძმრად ამოგადენ ცხვირში.
- დაგანებებს მერე ჩემს თავს ინგლისი და ამერიკა?
- არ დამანებებს და იმათაც ვადენ ძმარს ცხვირში.
- ნამეტანს ნუ იქაჩები, ბიჭო! - გამაფრთხილა ბეგლარამ.
- მაგი მე ვიცი, - ვთქვი და წამოვდექი.
- როდის ამთავრებ, ნენა, ომს? - მკითხა მატრონამ და გამიცინა.
- ორ წელიწადში!
- ცოტას ვერ დააჩქარებ, შვილო? - შემეხვეწა ფედოსი.
- არ გამოდის, ქალებო, ძალიან ვეცადეთ, ეგერ, აა, გადავთხარეთ მთელი ნაცარი, მაგრამ უფრო ადრე არ ხერხდება, - ამოიოხრა ბეგლარამ.
- ვაი, თქვენს პატრონს უბედურს! - თქვა აკვირინე ბებიამ, - კარგი, აგი ნერგია და მწვანეა ჯერ, მაგრამ შენ რამ გამოგათაყვანა ამხელა კაცი, ჰიტლერი ვარო, რომ დაგიფჩენია პირი