#17021904 · 19 Dec 2009, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (gogilord @ 19 Dec 2009, 12:31 ) | 08:10 / 19-12-2009 რისთვის დახარჯავს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" 2 მილიონ ლარს? "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" "კორ სტანდარტბანკისგან" კრედიტი - ორი მილიონი ლარი აიღო. ეს თანხა ბანკმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" 3-5 წლის ვადით გამოუყო.
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" 22 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაჰპირდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს, პარლამენტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღადგენს მაუწყებლის დაფინანსების ადრინდელ წესს, ანუ ამ ტელეკომპანიის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.15 პროცენტით განისაზღვრება და მომავალ წელს 28.5 მილიონ ლარს მიიღებს.
რისთვის აპირებენ არხის მესვეურები ორი მილიონის დახარჯვას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე გვესაუბრება: - დასამალი არაფერია. ნამდვილად ავიღეთ კრედიტი ორი მილიონი ლარის ოდენობით. ამ თანხით ვაპირებთ ტელევიზიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანას. გარდა ამისა, ეს თანხა გვჭირდება "მეორე არხის" და მესამე - რუსულენოვანი ტელეარხის "პირველი კავკასიურის" ასამუშავებლად.
- რა დროს ამუშავდება თქვენი ახალი პროექტები? - მომავალი წლის დასაწყისში.
ნინო მაისურაძე ”ყველა სიახლე”
------------------------------- http://www.ambebi.ge/masmedia/14492-risthv...ilion-lars.html
---------------- კიდევ ეს კრედიტი მინდოდა ეხლა მე, ჯერ სხვები ვერ გამისტუმრებია...... |
აღმაშფოთებელი ფაქტია! ბატონი ლევან ყუბანეიშვილი არამარტო მოსახსნელი, დასაჭერიც ყოფილა ისე ბოლომდე გამოუჭამია ბიუჯეტი.
კონტროლის პალატამ უნდა გამოიძიოს სად გაქრა შარშანდელი დაფინანსება, როცა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მთელი წელი არაფერი უკეთებია . ან წინა წლების სერიალებს იმეორებდნენ , ანდა "რეორგანიზაციის" თუ "პროგრამების გადაწყობის" საბაბით , თვეების განმავლობაში რაღაც გაუგებარ "სამზადისში" გაიყვანეს დრო ახალი ბიუჯეტის მიღებამდე .
გენ. დირექტორთან ერთად პასუხი უნდა აგოს სამეურვეო საბჭომაც, რომელიც მთელ ამ დატაცებებს ამტკიცებს . 9-დან 3 მეურვე ოპოზიციამ გამოიხმო ნახევარი წლის წინათ დაკავებული პოსტიდან , ერთ- ერთ მეურვეს ( პროფესიით მსახიობს ) ახლახანს 85 წელი შეუსრულდა, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის გამკონტროლებელი იყო, ბერიკაცი ან ცოდნა -გამოცდილებით ან ჯანით?
რით ვერ გადაიყვანეს ეს 2 ქეციანი არხი "ციფრულ მაუწყებლობაზე", როცა, ყოველწლიურად მრავალ მილიონს ვხარჯავთ, ან რაში გვჭირდება ვალით "მესამე - რუსულენოვანი ტელეარხის "პირველი კავკასიურის" ამუშავება?აზერბაიჯანელებს არ მოსდის აზრად, როცა არ იციან ნავთობის ფული სად წაიღონ და ეს უფულო მაჩანჩალები გვიხსნიან "პირველ კავკასიურს" ვალით. თანხა რომ დაეზოგათ კიდევ შეიძლებოდა დაფიქრება. ჩვენს ე. წ. "მეურვეებს" , ეტყობა , პირადი ქონებაც უნდა ჩავადებინოთ გარანტად რომ მერე, სანამ ხალხის ბიზნესის სახელით, ვალის აღებას გადაწყვეტენ, იქნებ, ცოტა დაფიქრდნენ.
"რა არის დასამალიო"- ბატონი ლევან გახელიძე ისე მართალი კაცივით იფერებს, გეგონება 5 მეურვეს დაფინანსების 2 მილიონით გაზრდის უფლება ჰქონდეს და ამას დამატებული "კორ სტანდარტბანკისათვის " 2-წლიანი საურავების გადახდა ჩვენს ხარჯზე...
სანამ კორუფციისათვის ციხეში არ ჩასვამენ რომელიმე მენეჯმენტს თავის გენ. დირექტორიან უპასუხისმგებლო მეურვეებიანად და ასე ერთნაირად შერჩება ყველას ბიუჯეტის დატაცება -დანიავება , არ გვექნება ნამდვილი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"...
This post has been edited by vibla80 on 19 Dec 2009, 17:54
|