ნურას უკაცრავად @სააკაშვილი

არ გამცვდარა, საქართველოს და ქართველი ხალხის
პირველი და უპირველესი მტერი არის განსხვავებული
აზრისადმი ანტაგონიზმი.
აბა როგორ გაცვდა, შენ თვითონ, ახლაც კი ამბობ და
წერ, რომ პუტჩისტები ან მათი მხარდამჭერებიც (!!)
შენთვის ადამიანები არ არიან.
არადა, ბაჩო-ჯან, გაგიკვირდება და სინამდვილეში
გულწრფელად თანაგიგრძნობ. ოღონდ იცი რა სხვაობაა
ჩვენს შორის? შენთვის საქართველო - გამსახურდია
იყო და შესაბამისად საქართველოს მტრები გამსახურდიას
მტრები გამოდის.
ჩემთვის - საქართველო და სამშობლო ხალხის
ერთობაა და ამ ერთობის მტერია საქართველოს მტერიც.
ამ ერთობას პირველი ტყვია (გადატანითი მნიშნველობით,
რასაკვირველია) გამსახურდიას ხელისუფლებამ ესროლა, რამაც
მეორე მხარეს მისცა ძალიან სასარგებლო ნიადაგი იმ მიზნის
მისაღწევად, რასაც ისახავდა ჩვენი საერთო მტერი.
შედეგად მივიღეთ გახლეჩილი საზოგადოება. როცა ოჯახი
ინგრევა, ბავშვს არასოდეს აინტერესებს ვინ იყო მართალი და
ვინ მტყუანი, ბავშვს სჭირდება დედა და მამა. არ გიფიქრია ასეთ
ანალოგიაზე? შენი პოსტები იმ მარტოხელა დედის ვაივიშს ჰგავს,
რომელიც ბავშვს კი არ აღზრდის, არამედ ზომბად აქცევს,
მამამისისადმი სიძულვილით გაჟღენთილ ზომბად და ეს
მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთ დაპირისპირებაში მამა (შესაძლოა
სამართლიანადაც) დამნაშავე იყო.

ვითომ რატომ არა? დაუდიათ უკვე
ქაფქიანაPeople with no morals often considered themselves more free, but mostly they lacked the ability to feel or love - Charlez Bukowski